შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
არქის ერთ-ერთი ძირითადი უპირატესობა უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებია. კომპანია თითოეულ პროექტს გერმანული ბრენდის, YTONG®-ის ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკით ახორციელებს.
YTONG®-ი მსოფლიო ლიდერია სამშენებლო ბლოკების წარმოებაში. ბლოკის მაღალი ტექნიკური მაჩვენებლები ზრდის შენობების ექსპლუატაციის ვადას, ქმნის კომფორტულ გარემოს და ამცირებს ექსპლუატაციურ ხარჯებს. YTONG®-ი 2013 წელს გერმანიის საუკუნის ბრენდად დასახელდა. დღეს კი მის პროდუქციას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში წამყვანი სამშენებლო კომპანიები იყენებენ.
ბეტონის ჩვეულებრივ სამშენებლო ბლოკთან შედარებით YTONG®-ის ბლოკს 6–ჯერ ნაკლები თბოგამტარობა ახასიათებს (თბოიზოლაციის კოეფიციენტი 0,012 ვტ/მ2), რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ბლოკით აშენებული კედელი უფრო დიდხანს ინარჩუნებს ოთახის ტემპერატურას. შესაბამისად, შენობის გასათბობად თუ გასაგრილებლად 40%–ით ნაკლები ენერგია იხარჯება.
YTONG®-ის მცირე წონა ამცირებს დაწოლას კონსტრუქციაზე, შესაბამისად აირბლოკის სიმსუბუქე განაპირობებს მაღალ უსაფრთხოების ფაქტორს სეისმური აქტივობის დროს.
YTONG®-ის ბლოკის კიდევ ერთი უპირატესობა ხანძარგამძლეობაა. ინტენსიური ცეცხლის ზემოქმედებისას ბლოკი ხანძარს 4 საათის განმავლობაში უძლებს, რაც სამშენებლო მასალების ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო მაჩვენებლადაა მიჩნეული.
აღნიშნულ ბლოკსა და მის დამახასიათებელ კოეფიციენტებზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ:
www.ytong.ge www.xella.com
+995 322 388 774
info@ytong.ge