შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
არქის ისტორია 2006 წლიდან დაიწყო. დღეს არქი ლიდერი დეველოპერული კომპანიაა და უკვე 30 000-მდე არქელს არქელს ერთ დიდ ოჯახად აერთიანებს. დასრულებული აქვს 43 საცხოვრებელი სახლი, რომელთა საერთო სამშენებლო ფართი 805 000 კვ.მ.-ზე მეტია. ამ ეტაპზე 19 პროექტი შენდება, ხოლო უახლოეს მომავალში კიდევ 10-მდე ახალი საცხოვრებელი სახლის და რამდენიმე საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდის სასტუმროს მშენებლობა იგეგმება თბილისში, შავი ზღვისა და მთის კურორტებზე.
ენერგოეფექტურ და არქელების კომფორტზე მორგებულ საცხოვრებელ სახლებთან ერთად აღსანიშნავია არქის აპარტოტელები, რომლებიც ბინის მფლობელებსა თუ სტუმრებს მაღალი დონის მომსახურებას სთავაზობს და ინვესტიციის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს, როგორც ქართველებისთვის, ასევე უცხოეთის მოქალაქეებისთვის.
არქი ერთი დიდი ოჯახია - კომპანია ბინის შეძენის შემდეგ აგრძელებს მაცხოვრებლებზე ზრუნვას, უქმნის მათ კომფორტს და სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს. ასევე, კომპანია ხშირად აწყობს სხვადასხვა აქტივობებსა და ღონისძიებებს არქელებისთვის, რომლის მიზანიც მაცხოვრებლების კმაყოფილებაზე ზრუნვა და ერთმანეთთან დაახლოვებაა.
არქის წარმატებული პროექტია თბილისში გერმანულ კომპანია Xella-სთან ერთად აშენებული Ytong-ის ქარხანა, რომელშიც ეკოლოგიურად სუფთა, ენერქოეფექტური, ცეცხლგამძლე სამშენებლო ბლოკი იწარმოება. ქარხანა შესაძლებლობას იძლევა, რომ იმპორტი სრულად ჩანაცვლდეს და ბლოკი ექსპორტზეც გავიდეს. პროექტის ინვესტიცია 15 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
არქი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა. კომპანიის მოგების 5% გარემოზე ზრუნვას, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, ქველმოქმედებას და სხვადასხვა სასარგებლო აქტივობას ხმარდება.
არქის მთავარი მიმართულება ხარისხიანი და ენერგოეფექტური საცხოვრებელი პროექტების მშენებლობაა. დღეისთვის, კომპანია მომხმარებელს 43 დასრულებულ პროექტს და 19 მიმდინარე მშენებლობას სთავაზობს. არქის საცხოვრებელი სახლები მდებარეობს როგორც თბილისში, ასევე ბათუმსა და ბაკურიანში. არქი კოხტას აპარტოტელი მაცხოვრებლებს რემონტის სრული პაკეტით, ავეჯითა და ტექნიკით ბარდება.
არქი საქართველოში ბრენდულ აპარტოტელებსა და სასტუმროებს აშენებს. ერთი დასრულებული აპარტოტელი აქვს საქართველოში ყველაზე პოპულარულ სამთო-სათხილამურო კურორტ ბაკურიანში და მშენებარე - ბათუმში, საუკეთესო ადგილას, ზღვის სანაპიროზე. ასევე, კომპანიის საკუთრებაშია ბრენდული სასტუმრო „სანსეტ-კვრიათი“. უახლოეს მომავალში არქი თბილისში, საქართველოს შავი ზღვისა და მთის კურორტებზე რამდენიმე საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდის სასტუმროს მშენებლობას გეგმავს.