შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
არქი ისტორიას 2006 წლიდან ითვლის და უკვე 25 000-მდე არქელს ერთ დიდ ოჯახად აერთიანებს. 41 დასრულებული საცხოვრებელი პროექტი 670,000 კვ.მ-ზე მეტ ფართს მოიცავს. არქიში კიდევ 17 პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს. საცხოვრებელი კომპლექსები მდებარეობს როგორც თბილისის ყველა უბანში, ასევე ბათუმსა და ბაკურიანში.
არქი მომხმარებელს ბინების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. არქის თითოეული საცხოვრებელი კომპლექსი მოიცავს დიდ რეკრეაციულ ზონას, რომელიც აერთიანებს სათამაშო მოედნებსა და სტადიონებს, ზოგიერთი პროექტის ტერიტორიაზე კი სკოლა ან საბავშვო ბაღიც კი მდებარეობს. კომპანიის პროფესიონალების გუნდი მუდმივად ზრუნავს იმისთვის, რომ მომხმარებლებს ევროპული სტანდარტების მქონე ინფრასტრუქტურა და სერვისი შესთავაზოს. არქის ყველა მშენებლობა უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური სამშენებლო მასალებით ხორციელდება.
არქის ბინები თბილისის ყველა უბანში მდებარეობს. თითოეული საცხოვრებელი კომპლექსი იდეალური ადგილმდებარეობით გამოირჩევა. საუკეთესო ლოკაციასთან ერთად პროექტების უპირატესობა ხელმისაწვდომი ფასი და მომხმარებლის სურვილზე მორგებული გეგმარებაა. ბინები თეთრი ან პრემიუმ კარკასით ბარდება. პრემიუმ კარკასი გულისხმობს თეთრ კარკასს დამატებული გათბობის მილები და დაბალემისიური მინები.
არქის საცხოვრებელი კორპუსები უმაღლესი ხარისხის, ენერგოეფექტური სამშენებლო მასალებით შენდება, რომელთა თბოსაიზოლაციო თვისებები ენერგიის ხარჯვას 40%-ით ამცირებს. შედეგად, ჩვენი მომხმარებლები უფრთხილდებიან გარემოს და, ამავე დროს, კომუნალურ ხარჯებსაც ზოგავენ.
კომპანიის ერთ-ერთი გამორჩეული დასრულებული პროექტი 23-სართულიანი, პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი არქი თაუერი არის, რომელიც თბილისის ცენტრში, პრესტიჟულ ადგილას მდებარეობს. არქი თაუერის ბინებიდან კუს ტბისა და ვაკის პარკის ულამაზესი ხედები იშლება.
არქი კოხტა მსოფლიოში ერთ-ერთ ცნობილ სამთო-სათხილამურო კურორტ ბაკურიანში მდებარეობს. ზღვის დონიდან 1 700 მ-ზე მდებარე ეს კურორტი ყველა სეზონზე მიმზიდველობას ინარჩუნებს, შესაბამისად, ბაკურიანში უძრავი ქონების შეძენა ერთ-ერთ სანდო და მომგებიანი ინვესტიციაა. არქი კოხტას 5 სართულიანი აპარტოტელი მობინადრეებს რემონტის სრული პაკეტით, ავეჯითა და ტექნიკით ბარდება. ეს კი აქ შეძენილ უძრავ ქონებას სანდო და უსაფრთხო ინვესტიციად გარდაქმნის. აპარტოტელისთვის გამოყოფილია 3 500 კვ.მ-ის რეკრეაციული ზონა, რომელიც საბავშვო სივრცესაც მოიცავს.
თუ გსურთ შეიძინოთ ბინა, არქი გადახდის საუკეთესო პირობებს გთავაზობთ.
ჩვენი საცხოვრებელი სახლების უპირატესობებია:
არქი - ლიდერი დეველოპერული კომპანია საქართველოში!