Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდი

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, აირჩიოთ სასურველი ოფისი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

არქი თაუერი

არქი თაუერი თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 37
არქი თაუერი

არქი თაუერი

თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 37 
პრესტიჟული საცხოვრებელი სახლი ქალაქის ცენტრში
არქი თაუერი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს. 23-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ბინებიდან ულამაზესი პანორამული ხედები იშლება ვაკის პარკსა და კუს ტბაზე. კომპლექსის საერთო ფართი 35 000 კვ.მ.-ია, რაც მოიცავს საცხოვრებელ ნაწილს, კომერციულ ფართსა და დახურულ ავტოსადგომს. პროექტი უმაღლესი ხარისხის ენერგოეფექტური მასალითაა აგებული, გამოსარჩევია გერმანული ბრენდის, Ytong-ის ენერგოეფექტური ბლოკი, რომლის თბოსაიზოლაციო თვისებები ენერგიის ხარჯვას 40%-ით ამცირებს. შესაბამისად, მესაკუთრეს შესაძლებლობა აქვს გარემოსაც გაუფრთხილდეს და ბინის გათბობასა თუ გაგრილებაზე თანხაც დაზოგოს. არქი თაუერი დასახელდა ყველაზე ენერგოეფექტურ საცხოვრებელ კომპლექსად EBRD-ს მიერ.
ბინის არჩევა

ინფრასტრუქტურა

არქი თაუერის ინფრასტრუქტურა მაცხოვრებლებს მათი მოთხოვნილებებისა და საჭიროებების მიხედვით შექმნილ, კომფორტულ გარემოს სთავაზობს. ბინებში სრულყოფილი და უმაღლესი ხარისხის რემონტი, ჩაშენებული ტექნიკა და იტალიური სამზარეულო დაგხვდებათ. არქი თაუერის მაცხოვრებლები ისარგებლებენ უმაღლესი ხარისხის ოტისის ლიფტებით, თანამედროვე დიზაინის ლობით კონსიერჟის 24-საათიანი მომსახურებით. არქი თაუერის მიწისქვეშა 3 სართული კეთილმოწყობილი ავტოსადგომისთვისაა განკუთვნილი. კომპლექსის პირველ და მეორე სართულებზე კი 7 000 კვ.მ. ფართობის, მაღალი დონის სავაჭრო ცენტრი მოეწყო, რომელიც სუპერმარკეტს, სწრაფი კვების ობიექტსა და მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მაღაზიებს აერთიანებს.
  • კომერციული ფართი
  • ფიტნეს ცენტრი
  • პარკინგი

მდებარეობა

არქი თაუერის 23-სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი დედაქალაქის ცენტრალურ უბანში, პრესტიჟულ ადგილას, ჭავჭავაძის N37-ში მდებარეობს. ამ ადგილიდან ვაკის პარკისა და კუს ტბის ულამაზესი პანორამული ხედები იშლება.
მდებარეობა