შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
სახლის დეკორისა და მოწყობის ტრენდები მუდმივად იცვლება. ყოველწლიურად ჩვენ ვხვდებით კარგად ნაცნობ და მოდიფიცირებულ ან სრულიად ახალ ელემენტებს ინტერიერის დიზაინში. ამ ბლოგში თქვენ გაეცნობით 2022 წლისთვის აქტუალურ და ტრენდულ დეკორს, რომელთა პოპულარისზაციას, ტოპ დიზაინერები მოუთმენლად ელიან. ამ წლის ინტერიერის მიმდინარეობამ უკვე თავისი სახელიც კი დაიმკვიდრა და იდეალურად არასრულყოფილის სახელით არის ცნობილი.
ეს უკანასკნელი კი გამოკვეთს, სიმეტრიის, უზუსტობის ან დაუბალანსებლობის სილამაზეს. იდეალურად არასრულყოფილების ტრენდი კონცენტრირებულია, ხარვეზების, ნაკლის ან რაიმე ნიშურის აღმოჩენაზე, რაც ამა თუ იმ ნივთს, უნიკალურობას ანიჭებს. ის აფასებს დროის ეფექტს და იმ თავმდაბალ სილამაზეს, რომელიც გვხვდება ხშირად გამოყენებულ, ისტორიულ ან არასრულყოფილად შექმნილ ნივთებში.
თუ განვლილ ორ წელს დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ ყოველდღიურობის ის სტილი, რომელიც რთულმა და გამოწვევებით აღსავსე პერიოდმა მოგვიტანა, ინტერიერის დიზაინშიც შემოიჭრა და შეგვახსენა, როგორც ჩვენ ასევე ჩვენს სივრცეს, რომ არ არის საჭირო, ყველაფერი იდეალურად სრულყოფილი იყოს.
ასე რომ, წარმოგიდგენთ 2022 წლის იდეალურად არასრულყოფილ ინტერიერის დეკორის ტრენდებს.
ნეიტრალური და ბუნებრივი ჩრდილები
ალბათ გასაკვირი არ არის, რომ ნეიტრალური და ბუნებრივი ფერები მოდიდან არასდროს გადადის. თუმცა ამ წელს მათ განსაკუთრებით ხშირად შევხვდებით. 2022 წელს, საცხოვრებელი სივრცის დიზაინი მეტად იხრება კლასიკური სტილისკენ.
ნაცრისფერი, ბეჟი, თეთრი და ყავისფერი მათი სხვადასხვა ტონებით აქტიურად გამოიყენება კედლის შესაღებად. ბუნებრივი მიწიერი ფერებიც ტრენდული ხდება, რადგან ადამიანებს აკლიათ ბუნებისგან მიღებული ჰარმონიის შეგრძნება, რისი სახლში მოპოვება მწვანე ტონებით არის შესაძლებელი, ამიტომ, მწვანე ფერს ხშირად შევხვდებით სხვადასხვა სივრცის ინტერიერში.
მას შემდეგ, რაც ერთ წლის განმავლობაში, ადამიანები სახლიდან მუშაობდნენ, მათ სახლში მშვიდი გარემო იმაზე მეტად სჭირდებათ, ვიდრე აქამდე. ამ სურვილს ბუნებრივად მივყავართ ნატურალური ტონების არჩევასთან.
ბუნებით ინსპირირებული ფერები და ტექსტურები პოპულარიზებას მოახდენს როგორც ავეჯზე, ასევე დეკორის ელემენტებზე. ყველაზე აქტიურად კი, დეკორისთვის ბუნებრივ სახლის მცენარეებს მიმართავენ, რაც საუკეთესო არჩევანია სახლში ბუნების ჰარმონიის შემოსატანად.
მწვანე და ვარდისფერი აქცენტები
მიუხედავად ზემოხსენებულისა, ამ წლის ტრენდები ფერად ტონებსაც ითვალისწინებს. 2022 წლის ინტერიერში მწვანე და ვარდისფერი ტონები ისეთი სიმრავლით გვხვდება, როგორც არასდროს. წარმოიდგინეთ სამკაულის ტონში მწვანე და აგურის ტონის ვარდისფერი.
ფერთა ფსიქოლოგიის და ადამიანის ქცევითი მოთხოვნილებების გათვალისწინებით, აღნიშნული ტრენდი ლოგიკურია. ადამიანები გადადიან ენდემურ ცხოვრებაზე, მწვანეს ტონები კი, ამშვიდებს და უსაფრთხოების შეგრძნებას აძლიერებს, ხოლო ღრმა ვარდისფერ მდუმარე პალიტრებში სითბოსა და კომფორტის შემქმნელია, რაც ძირითად საჭიროებებს აკმაყოფილებს.
ბიოფილური დიზაინი
ბიოფილური დიზაინი არის კონცეფცია, რომელიც გამოიყენება სამშენებლო ინდუსტრიაში, რათა გაზარდოს კავშირი ბუნებრივ გარემოსთან პირდაპირი ბუნების, არაპირდაპირი ბუნების სივრცისა და ადგილის პირობების გამოყენებით.
2022 წლის ინტერიერში მწვანე ფერის დომინირება ბუნებაზე დაფუძნებულ, ბიოფილური დიზაინის გავლენას შეგვიძლია მივაწეროთ. ცოცხალი მცენარეები კიდევ უფრო პოპულარული ხდება, რაც განპირობებულია როგორც თვითონ მცენარეებისადმი სიყვარულით, ასევე ტრენდიდან გამომდინარე ინტერესით.
თითქმის ორწლიანი ე.წ. ლოქდაუნის შემდეგ, ბუნებრივ სამყაროსთან კავშირის აღდგენასა და ფოკუსირებაზე ინტერესი იზრდება. სწორედ ამ დროს შემოდის ბიოფილური დიზაინის პრინციპების აქტუალობა.
ეს კავშირი ბუნებასთან შეიძლება წარმოდგენილი იყოს მცენარეებზე ორიენტირებული დეკორით, ბუნებასთან თემატური კედლებით ან ესთეტიკით და მცენარეების ფიზიკურად შემოტანით.
თუ სახლში და განსაკუთრებით საძინებელში, მცენარეების დადგმას გადაწყვეტთ, გირჩევთ იმ მცენარეების შერჩევას, რომლებიც ჰაერს ასუფთავებენ და გამოყოფენ სასარგებლო რაოდენობის ჟანგბადს დახურულ სივრცეში. ასეთი მცენარეებია მონსტერა, სასნევიერა, ქლოროფიტუმი და სხვა.
მოხრილი ავეჯი
ალბათ გაინტერესებთ რა არის მოხრილი ავეჯი. დიზაინერთა ექსპერტების განაცხადებით თუ ვიმსჯელებთ, ის წარმოადგენს ავეჯის უახლეს ტრენდს, რომელიც გველოდება 2022 წელში.
მოხრილი ავეჯის ტენდენცია წინა წლიდან დაიძრა. იგი შუა საუკუნეების მარადიული ტენდენციის აღორძინებაა, რომელიც მას შემდეგ პირველად 60-70-იან წლებში დაიძრა. დიზაინერები თვლიან, რომ ავეჯის მოხრილ ფორმებს გრძელვადიანი პოპულარობა უწერია. უფრო მეტიც, ისინი მიიჩნევენ რომ მსგავსი ფორმები სარკეებში, სამზარეულოსა და ტექნიკაშიც აისახება.
მდგრადი მასალები
ეკოლოგიურად სუფთა მასალები უფრო პოპულარული იქნება, ვიდრე ოდესმე, რადგან ადამიანები ხედავენ ენერგოეფექტური პროდუქტების საკუთარ სივრცეებში ინტეგრირების უპირატესობებს, როგორიცაა გათბობისა და განათების საჭიროებების შემცირების საშუალება.
განსაკუთრებით 2022 წელს, კიდევ უფრო მეტი აქცენტი კეთდება მდგრადობაზე - ავეჯში, პროდუქტებში და განათებაზე.
მასალები, რომლებიც გადამუშავებულია და ეთიკურად იქნა მოპოვებული, მეტ ყურადღებას მიიქცევს წლების განმავლობაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახალგაზრდა თაობები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი მდგრადობის აქტივობებში.
ძვირადღირებული ქსოვილები
ნეიტრალური და თბილი ფერების ბალანსის დასაცავად, მეტი ქსოვილის შემოტანის ტრენდი დაგეხმარებათ უფრო ელეგანტური ესთეტიკის დანერგვაში.
მსგავსი ეფექტის მიღება საკმაოდ მარტივად არი შესაძლებელი. საკმარისია ორი ან მეტი სხვადასხვა პატერნის პლედისა და ფერადი ბალიშების განთავსება დივანზე, რომ ზემოხსენებულ ტრენდს მოვერგოთ.
ერთ-ერთი გავრცელებული გზა ამ ტენდენციაზე მოსარგებლად ისეთი ბუნებრივი ელემენტების გამოყენებაა, როგორიცაა ქსოვილი მიწის ფერებში, ან ქსოვილის ისეთი პატერნები, რომლებზეც დატანილია მდიდარი ფერები ნეიტრალურ ფონზე.
ვინტაჟის დაბრუნება
ექსპერტების თანახმად, ვინტაჟური ავეჯი ყველაზე მრავლად იქნება 2022 წლის ინტერიერში. ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი მიზეზი იმისა, თუ რატომ იხრებიან ინტერიერის დიზაინერები ვინტაჟური ავეჯის მოხმარებაში, არის ის, რომ ეს უკანასკნელი მეტად მდგრადი არჩევანია სახლის გაფორმებისათვის.
საცალო მოვაჭრისგან ავეჯის შეძენა, მეტად მდგრადი და ეთიკური არჩევანია. ამასთან ერთად, საცალო მოვაჭრის ვინტაჟური ავეჯი გამოირჩევა მაღალი ხარისხით, რაც შესაძლებლობას მოგცემთ, დიდი ხნით მოიხმაროთ იგი და არ ინერვიულოთ ცვეთაზე. შესაბამისად, ვინტაჟური ავეჯის მოხმარება კარგი გადაწყვეტილებაა როგორც ეკოლოგიური, ასევე ფინანსური თვალსაზრისით.
მულტიფუნქციური სივრცე და ავეჯი
2022 წლის სახლის დეკორაციის ერთ-ერთი ტენდენცია, რომელიც დიზაინერებს ყველაზე მეტად აღელვებს, არის ფოკუსირება მრავალფუნქციურ - სივრცეებზე, ავეჯზე, ოთახებსა და ნივთებზე.
პანდემიისა და სახლიდან მუშაობა-სწავლის გავლენას, ინტერიერის ამ მიმდინარეობაშიც ვაწყდებით. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ისე როგორც არასდროს, კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა სახლის სივრცის მაქსიმალურად ათვისება და მისი მულტიფუნქციურობა. სწორედ ამიტომ, დიზაინერები განიხილავენ მრავალ ვარიანტს, თუ როგორ მოაწყონ ერთი ოთახი სხვადასხვა აქტივობისათვის ადაპტირებული.
მულტიფუნქციონირებასთან ერთად, ფოკუსი ისეთ დეკორზე კეთდება, რომელიც გამორჩეულია ვიზუალისაა და ოთახში შესვლისთანავე აუცილებლად იპყრობს ყურადღებას. მსგავსი ნივთების არანაკლებ გამორჩეული თვისება, ერთზე მეტი ფუნქციის შესრულებაა.
მსგავსი ტიპის დეკორი და ავეჯი განსაკუთრებით გამოსადეგია პატარა სივრცის ბინებისთვის.
იაპონური სტილის შეხება
2022 წლის დიზაინის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტენდენცია იაპონური დიზაინია, რაც გულისხმობს სკანდინავიური და იაპონური დიზაინის მიქსს. მათი ნაზავი მინიმალისტურია, სადაც ბუნებრივი ელემენტების ესთეტიკა დომინირებს. ინტერიერში იაპონური სტილი გამოირჩევა სუფთა, მარტივი ხაზებით, ბუნებრივი განათებით და მცენარეების სიმრავლით. რაც შეეხება ფერებს, ამ სტილისთვის დამახასიათებელია ნაზი, მდუმარე ფერების პალიტრა როგორიცაა მიწიერი და პასტელური ფერები.