Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდი

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, აირჩიოთ სასურველი ოფისი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

14/07/2020 _ სხვა

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა გქონდეთ აივანი

აივანი ბინის ერთ-ერთი ღირებული ნაწილია, რომელიც სახლს დამატებით სივრცეს აძლევს. არქი თავისი ნებისმიერი ფორმის და ზომის აივნებით გამოირჩევა. განსაკუთრებული დიზაინის აივნები კი არქი ნუცუბიძის მშენებარე პროექტს მალე ექნება. ლამაზ აივნებს ხის ფაქტურის დარაბები დაამშვენებს, რომელთა დარეგულირებაც მაცხოვრებელს თავის ნებასურვილზე შეეძლება. თუ რატომ უნდა გქონდეთ აივნები და რა ფუნქციით შეგიძლიათ ისინი გამოიყენოთ, ამას ჩვენი ბლოგით გაიგებთ.

 

სივრცე მცენარეებისთვის

 

აივანზე გამოყოფილი სივრცის ყველაზე ლამაზად ათვისება მცენარეებს შეუძლიათ. სახლის ეს ნაწილი დაკიდული თუ ქოთნის მცენარეებით ბაღად შეგიძლიათ გარდაქმნათ. აივანზე ყვავილების გაზრდას თავისი უპირატესობები აქვს: მცენარეების უმეტესობას ღია სივრცე და სუფთა ჰაერი უყვარს. ამასთან ერთად, თუ სახლში შინაური ცხოველები გყავთ, ყვავილებისთვის უსაფრთხო სივრცე აივნის ტერიტორია იქნება. სასიამოვნო სურნელება და უამრავი, ულამაზესი ყვავილი აივანს სახლის ჯადოსნურ ნაწილად აქცევს. თუ მცენარეების დიდი მოყვარული ხართ, აივნის ქონა ერთ-ერთი დიდი ბენეფიტი იქნება იმისთვის, რომ თქვენს საყვარელ საქმიანობას უფრო პროფესიული კუთხითაც მოეკიდოთ.

 

ხედებით ტკბობა

 

ის ლამაზი ხედები, რომლებიც აივნიდან მოსჩანს, მაცხოვრებლების ხასიათზე დადებითად მოქმედებს და მათ სასიამოვნო ემოციებით ავსებს. არქის სხვადასხვა პროექტიდან თბილისის ულამაზესი ხედები იშლება. მაგალითად, არქი თამარაშვილის აივნებიდან იპოდრომი ჩანს, რომელიც გამორჩეულია თავისი სიმწვანით და სუფთა ჰაერით. თქვენი ბინის მახლობლად მდებარე მწვანე სივრცეები კი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით დადებითი ეფექტის მატარებელია. ამ შემთხვევაში, აივნის ქონა დიდი კომფორტია, რომელიც დასვენების და ლამაზი ხედებით ტკბობის გარანტია.

 

სათავსო

 

ბინაში ბევრი ისეთი ნივთი გროვდება, რომლებსაც შეიძლება თქვენი სათავსოები უკვე ვეღარ იტევდნენ. გასაჩუქებლად კი ეს ნივთები გენანებათ, რადგან ისინი ბევრ საინტერესო და საყვარელ მოგონებას ინახავს. აივნის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაც სწორედ სათავსოს ფუნქციაა. აივნის მთლიან კედელზე შეგიძლიათ ჩააშენოთ დიდი სათავსო კარადა, რომელსაც უამრავი თარო ექნება. ალტერნატიულ ვარიანტად შეგიძლიათ გამოიყენოთ სათავსოიანი დივანიც. ნივთებთან ერთად აივანზე შეგიძლიათ შეინახოთ ველოსიპედები, სამუშაო ხელსაწყოები და სხვა.

 

სივრცე სარელაქსაციოდ

 

 

 

დატვირთული დღის შემდეგ, სახლში მისულებს, აივანი ერთ-ერთ საშუალებად გევლინებათ, რომ დაისვენოთ და სუფთა ჰაერი ისუნთქოთ. რელაქსაცია კი თქვენი ჯანმრთელობისთვის ბენეფიტების მომტანია. ის გათავისუფლებთ სტრესისგან, დაღლილობისა და თავის ტკივილებისგან. დასვენებასთან ერთად აივანი შესანიშნავი სივრცეა წიგნის წასაკითხად ან დასაძინებლადაც კი. მაგიდის დამატებით აივანზე სამუშაო სივრცეც შეგიძლიათ შეიქმნათ. ღია სივრცეში მუშაობა კრეატიულობას ზრდის და სამუშაო პროცესიც უფრო სასიამოვნო ხდება.

 

სივრცე ბავშვებისთვის და ცხოველებისთვის

 

თუ მცირეწლოვანი შვილები გყავთ, აივანი საუკეთესო ადგილია იმისთვის, რომ მათ სუფთა ჰაერზეც ითამაშონ და თქვენც მშვიდად აკეთოთ თქვენი საქმე. მზის სხივები და D ვიტამინი კი მათთვის ზედმეტი არასოდეს იქნება. აივანი ასევე არაჩვეულებრივი სივრცეა ცხოველების მეპატრონეებისთვის.