შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
თუ გიყვართ მცენარეები, მაგრამ სახლში არცერთი მათგანი გაქვთ, რადგან გეშინიათ, რომ მათი მოვლა გაგიჭირდებათ ან საამისო დრო არ გექნებათ, შეგვიძლია გაგახაროთ. არსებობს ძალიან ბევრი სახეობის მცენარე, რომლებიც სწორედ იმ ადამიანებისთვის არის განკუთვნილი, ვინც ახლა აპირებს პირველი ნაბიჯის გადადგმას და თავისი პირველი მცენარის ყიდვას. ჩვენი გირჩევთ იმ 5 მცენარეს, რომლებსაც ბევრი მოვლა, ხშირად მორწყვა, კარგი განათება თუ ხელოვნურად შექმნილი ტემპერატურა არ სჭირდებათ.
ობობა მცენარე (ქლოროფიტუმ კომოსუმი)
ობობა მცენარე პოპულარული და მარტივად მოსავლელი მცენარეა. ის ადვილად იზრდება კალათებში. ობობა მცენარეს სახელიც შესაბამისი აქვს - ის უამრავ შთამომავლობას იჩენს, რომლებიც შეგიძლიათ სხვაგან გადარგოთ. ეს მცენარე იმდენად მარტივად მოსავლელია, რომ შეუძლებელია მას რამე დაემართოს. რაც დაგჭირდებათ არის მხოლოდ ის, რომ რეგულარულად მორწყვა არ დაგავიწყდეთ. მცენარეს მაქსიმალური ზრდისთვის ნათელი გარემო ურჩევნია, მაგრამ მის ზრდას ხელს არაპირდაპირი შუქიც არ შეუშლის ხელს.
დრაცენა
ყვითელი, მწვანე თუ ხისფერი ფოთლების მქონე დრაცენა 150 სახეობით არსებობს. ეს მცენარე ძალიან მარტივად მოსავლელია. ის იტანს ნებისმიერ კონდიციას. ზაფხულში ხშირად უნდა მორწყათ, ხოლო ზამთარში - ნიადაგის სრული გაშრობის შემდეგ. ასევე თქვენს სახლში თუ ხელოვნური სინათლე ჭარბობს, დრაცენა თქვენთვის იდეალური მცენარე ყოფილა.
სუკულენტები და კაქტუსი
თავიდან, აუცილებლად უნდა ვთქვათ ერთი რამ: თითქმის ყველა კაქტუსი სუკულენტია, მაგრამ ყველა სუკულენტი ნამდვილად არ არის კაქტუსი. მიუხედავად ამისა, ორივე მათგანს ერთი რამ აერთიანებს - მათი მოვლა უმარტივესია. იცოდით, რომ ამ არაჩვეულებრივ მცენარეებს წყლის შენახვა თავის სქელ ფოთლებში შეეძლოთ? ისინი ძალიან ნელა იზრდებიან, სჭირდებათ სინათლე, კარგად ამომშრალი ნიადაგი და ცოტა წყალი. გაითვალისწინეთ, რომ ალოე ასევე სუკულენტის სახეობაა, რომელიც დამწყებებისთვის საკმაოდ მარტივად მოსავლელი მცენარეა.
სანსევიერა (გველის მცენარე)
სანსევიერას არ სჭირდება ბევრი სინათლე და ხშირი მორწყვა. მარტივად მოსავლელთან ერთად ის საკმაოდ საჭირო მცენარეცაა, რომელიც უზრუნველყოფს ჰაერიდან ტოქსინების მოშორებას. ამ მცენარეს კარგად შეუძლია ცივი ამინდების გადატანა. ბონუსად კი ის ძალიან უხდება თანამედროვე ინტერიერის დიზაინს.
ოქროსფერი ფოტოსი
შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს არის მცენარე, რომელსაც გაზრდისთვის მოვლა არ სჭირდება. სულ მცირე ჩარევითაც კი, ის ზომით ძალიან დიდი იზრდება. ფოტოსის გამრავლება უმარტივესად შეგიძლიათ: მისი ღერო უბრალოდ წყლიან ჭიქაში ჩადეთ და მისი ფესვების გაზრდას დაელოდეთ. ფოტოსის ფოთლების გამოსხმისა და ზრდის ყურებაც კი ძალიან შემეცნებითი და საინტერესო აქტივობაა, რომლითაც შეიძლება ბავშვებიც დაინტერესდნენ. როგორც აღვნიშნეთ, ეს მცენარე იმხელა იზრდება, რომ თქვენს სახლში „ჯუნგლების“ კუთხესაც კი შექმნის.
ეს მცენარეები დიდ დროსა და ბევრ მოვლას არ საჭიროებენ, ამიტომ, თუ დამწყები ხართ, ისინი თქვენთვის იდეალური ვარიანტი იქნება. გამოცდილებასა და პრაქტიკასთან ერთად კი შეგიძლიათ ისეთ მცენარეებსაც მოუაროთ, რომლებსაც უფრო მეტი ყურადღება სჭირდებათ. სურვილის შემთხვევაში, გაეცანით ჩვენს ბლოგებს, რომლებიც მცენარეებს ეხება: 5 შემოდგომის მცენარე, რომელიც თქვენს აივანს ულამაზეს ადგილად გადააქცევს, 7 მცენარე, რომელიც საძინებელ ოთახში უნდა გქონდეთ და რამდენიმე სასარგებლო რჩევა მცენარეების შესახებ.
ასევე შეგახსენებთ, რომ თუ ცხოვრობთ არქის ბინებში, არქი ქარდის დახმარებით, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა სასურველი მცენარეები დიდი ფასდაკლებით შეიძინოთ.