Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდი

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, აირჩიოთ სასურველი ოფისი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

12/05/2020 _ ინტერიერი

სააბაზანო ოთახი და მისი მოწყობის რჩევები

ბინაში ერთ-ერთი ყველაზე ფუნქციური ოთახი სააბაზანოა, თუმცა ფუნქციურობაზე მეტად ის თქვენს პიროვნებას გამოხატავს. თქვენი ყოველი დილა ამ ოთახში იწყება და აქ მიღებული განწყობა მთელი დღის მანძილზე მიგყვებათ. ამიტომ, სააბაზანოს ინტერიერის დიზაინს დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ როგორ მოაწყოთ პრაქტიკული, კომფორტული და ლამაზი აბაზანა, ამაში ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ.

 

  • გეგმარება

 

სააბაზანო ოთახის სწორი გეგმარება კომფორტულ და სასიამოვნო გარემოს შეგიქმნით. შედარებით მცირე ფართის სააბაზანოებში თითოეული დეტალის ადგილმდებარეობა მნიშვნელოვანია. მაგალითად, აბაზანა მხოლოდ ერთ კედელს უნდა იკავებდეს. რეკომენდებულია, თუ მეორე კედელს უნიტაზი და პირსაბანი გაინაწილებენ. მსგავსი განლაგება თქვენთვის პრაქტიკული და კომფორტული იქნება.

 

  • აბაზანა და საშხაპე კაბინა

 

აბაზანის ყიდვისას, პირველ რიგში, მისი ზომა გაითვალისწინეთ. გახსოვდეთ, რომ ის მხოლოდ ერთ კედელს უნდა მოიცავდეს. თანამედროვე აბაზანები ძირითადად აკრილისგან მზადდება, რაც მათ უფრო მსუბუქს ხდის. არსებობს ლითონისა და ემალის აბაზანები, რომლებიც შედარებით მძიმეა. აბაზანს დიზაინში გაითვალისწინეთ თაროები საპნების, შამპუნებისა თუ სხვა ჰიგიენური ნივთების დასადებად.

საშხაპე კაბინების უპირატესობა სივრცის ეკონომიაა. ამასთან ერთად, ის მრავალფუნქციურობით გამოირჩევა, მაგალითად, შხაპის მიღების დროს შეგიძლიათ მოუსმინოთ მუსიკას და ეს პროცესი უფრო მხიარული გახადოთ. არსებობს დახურული და ღია საშხაპე კაბინები. სითბოსა და ტენიანობის შესანარჩუნებლად დახურული უპირობო ლიდერია.

 

  • პირსაბანი

 

პირსაბანი შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც მისი გამოყენება მოუწევთ. ოჯახში 2 ან მეტი ადამიანის ყოფნის შემთხვევაში აირჩიეთ განიერი პირსაბანი. ეს თითოეულ თქვენგანს დაგეხმარებათ დაიწყოთ დილა წყნარად და ჰიგიენური პროცედურებიც ხელის შეშლის გარეშე შეასრულოთ.

 

  • იატაკი

 

სააბაზანოს იატაკი არ უნდა იყოს პრიალა და არ უნდა ატარებდეს წყალს. სააბაზანო ოთახისთვის ყველაზე ეფექტურია ქვისა და კერამიკისგან დამზადებული იატაკის ფილები. კერამიკის ფილები წყალგამძლე უნარებით გამოირჩევა, ასევე მათზე ლაქები არ რჩება და მოვლაც საკმაოდ მარტივია. პრიალა ზედაპირის შემთხვევაში ფილები აუცილებლად მოაპირკეთეთ. ეს თქვენი ფიზიკური უსაფრთხოებისთვის აუცილებელია.

 

  • განათება

 

სწორად შერჩეულ განათებას, როგორც ყველა სხვა ოთახში, ასევე სააბაზანოში, სასწაულების მოხდენა შეუძლია. მაგალითად, ჭერის განათება, ერთი მხრივ, ცენტრალურ განათებას უზრუნველყოფს, მეორე მხრივ, კი ის წარმოქმნის ჩრდილებს, ლაქებსა და ხაზებს. ეს კი ხელს უშლის სრულყოფილად აღიქვათ საკუთარი თავი, მაგალითად, მაშინ, როცა მაკიაჟს იკეთებთ. ამ დეტალური დავალებების შესასრულებლად პატარა ნათურები გამოგადგებათ, რომლებიც სარკის ირგვლივ უნდა დაამაგროთ.

 

  • ფერები

 

სააბაზანო ოთახის ძირითადი ფერი თეთრია. თუმცა თუ გინდათ, რომ ეს სივრცე ნეიტრალურთან ერთად თბილ ატმოსფეროსაც ქმნიდეს, კრემისფერი აირჩიეთ. ის არაჩვეულებრივად ეხამება ღია ვარდისფერს. კრემისფერი კლასიკური არჩევანია, რომელიც არ მოგბეზრდებათ. ცისფერში გადაწყვეტილი სააბაზანო მოგგვრით სიმშვიდის განცდას. ყავისფერი კი თქვენს სააბაზანო ოთახს თანამედროვეობის ელფერს შესძენს.  

 

სააბაზანო ის ოთახია, სადაც ვიწყებთ ყოველ დილას. მისი დიზაინი ჩვენს სურვილებზე უნდა იყოს მორგებული. ამგვარ დიზაინს კი სწორი გეგმარება სჭირდება. შეგახსენებთ, რომ არქი ინდივიდუალურ გეგმარებას გთავაზობთ, რომელიც საშუალებას მოგცემთ თქვენი ბინა მთლიანად თქვენს გემოვნებაზე მოაწყოთ.