შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
აივანი სახლის ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული სივრცეა, რომელსაც მრავალი ფუნქციის შეთავსება შეუძლია. მას ხშირად სათავსოდ იყენებენ, სადაც ძველ ტანსაცმელს, ველოსიპედს თუ მასიურ ნივთებს ინახავენ. ზამთარში ის ხშირად „მაცივრის“ ფუნქციასაც ასრულებს ხოლმე. საბედნიეროდ, ლამაზი აივნები უფრო და უფრო შემოდის მოდაში და დასვენების ფუნქციას ითავსებს. მსგავსი სივრცის შექმნა მარტივად შეგიძლიათ. სწორედ, აივნის გაფორმების იდეებს გაგაცნობთ.
პირველი, რაც აივნის გაფორმებისას უნდა გაითვალისწინოთ, ეს იატაკია. ზოგჯერ ისე ხდება, რომ იატაკის ფილები ან მის ქვეშ დაგებული ცემენტი ზიანდება. მთელი იატაკი რომ არ შეცვალოთ, საფარად ხელოვნური ბალახი ან ტერასის დაფები გამოიყენეთ. რადგან ორივე მათგანი გარე მოხმარებისთვის არის დამზადებული, ისინი ამინდის ნებისმიერი ცვლილების მიმართ გამძლეობით გამოირჩევიან.
აივნის ავეჯის არჩევისას აუცილებლად გაითვალისწინეთ აივნის ფართი. პატარა ზომის აივნებზე შეგიძლიათ დადგათ პატარა დასაკეცი სკამები და სივრცე ასე დაზოგოთ. შედარებით დიდი ფართის აივნებზე კი წარმოსახვას გასაქანი მიეცით და შეარჩიეთ ყავის მაგიდები და მასიური დივნები. მათი დახმარებით შექმნით კომფორტულ და მეგობრულ სივრცეს, სადაც მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად დროს სასიამოვნოდ გაატარებთ. სიმყუდროვის შექმნაში სხვადასხვა პატერნისა და ფერის დეკორატიული ბალიშები გეხმარებათ. ისინი სივრცეს დამახასიათებელ ელფერს სძენენ. ამ ბოლო დროს პოპულარული გახდა დაკიდული სკამების გამოყენება. დაწნული მასალისგან შექმნილი, ძირითადად მრგვალი სტრუქტურის დაკიდული სკამები ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს ისინი ხელით არის დამზადებული. მსგავსი ავეჯის გაფორმება საახალწლო გირლანდებით შეგიძლიათ, რომლებიც არა მარტო ღამე გამოიყურება შთამბეჭდავად, არამედ ორიგინალურ ეფექტს მთელი დღის განმავლობაშიც ინარჩუნებს.
აივანზე დეკორაციების შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე სახალისო საქმიანობაა. ამ პროცესში ყურადღება მხოლოდ იმ აქსესუარებს მიაქციეთ, რომლებიც აუცილებლად გჭირდებათ. ასეთი ფოკუსირება იმიტომ არის საჭირო, რომ სივრცე არ გადაიტვირთოს. მყუდრო ატმოსფეროს შექმნაში დაგეხმარებათ ლამპრები, დაკიდული დეკორაციები, როგორებიცაა, ბუმბულები, დაწნული კალათები ან ნახატები. დეკორატიულ სანათებს საოცნებო ატმოსფეროს შექმნა შეუძლიათ. ასევე ძალიან ლამაზად გამოიყურება განათებული ლამაზ-ლამაზი ბოთლები და ვაზები. თანამედროვე ტრენდები აივანზე LED ზოლების დამატებას გულისხმობს, რომლებიც შეგიძლიათ ჭერიდან იატაკამდე განათავსოთ. მათი უპირატესობა ისაა, რომ შეგიძლიათ დაარეგულიროთ ცივი, თბილი და ნეიტრალური განათება. შესაბამისად კი, აივანზე შექმნით დასვენებისთვის, მუშაობისა და კითხვისთვის განკუთვნილ ატმოსფეროს.
პატარა აივანზე მოდერნული სტილი თეთრი ფერით შეგიძლიათ შექმნათ. გააფორმეთ აივანი ხის იატაკით. თეთრისა და ნაზი ყავისფერის კომბინაცია ელეგანტურ დიზაინს მოგცემთ. ამ სტილის ინტერიერში არც ბევრი აქსესუარი გჭირდებათ და ყვავილებით სავსე პატარა ვაზაც საინტერესო დეკორად გამოიყურება.
დიდი ზომის აივნის მოწყობისას შეგიძლიათ ინტერიერის დიზაინის ნებისმიერი სტილი აირჩიოთ. ამ სივრცეს ხშირად მისაღები ოთახისა თუ სასადილოს შთაგონებით აწყობენ ხოლმე. კომფორტული, დაწნული სავარძლები და ყვავილოვანი ბალიშები კომფორტულ და ელეგანტურ გარემოს ქმნის. ასევე შეგიძლიათ ამ ზომის აივანზე პატარა ბაღი შექმნათ და მრავალი მცენარე გაახაროთ. არის სხვა ვარიანტებიც, მაგალითად, ცენტრში დადგათ მაგიდა, რომელიც ოჯახური თუ სამეგობრო შეკრებებისთვის საუკეთესო ადგილი იქნება.
არქი ნებისმიერი ზომის აივნებს გთავაზობთ. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი პროექტების აივნებიდან თბილისის ულამაზესი ხედები იშლება, რაც არქის ბინებში ცხოვრებას ორმაგად სასიამოვნოს ხდის.