Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდი

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, აირჩიოთ სასურველი ოფისი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

16/09/2020 _ სხვა

არქი გლდანის შეუცვლელი საცხოვრებელი სახლები გლდანის ცენტრალურ ნაწილში

გლდანი თბილისის ერთ-ერთი ისტორიული და ხალხმრავალი უბანია. გლდანს ქალაქის სტრუქტურა აქვს, სადაც თითქმის ყველა საჭირო ობიექტი ერთად არის თავმოყრილი: მეტრო ახმეტელი, სითი მოლი და გლდანი მოლი, ბაზარი, ახმეტელის თეატრი, გასართობი ცენტრები და სხვა. სწორედ ამ ობიექტებთან 200-300 მეტრში მდებარეობს არქი გლდანის 3 საცხოვრებელი სახლი. აქედან ორი მათგანი დასრულებული პროექტია, ერთი კი - მიმდინარე მშენებლობა გახლავთ. პროექტების გარშემო ინფრასტრუქტურა კარგად არის განვითარებული, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი მარტივად ხელმისაწვდომია.

 

 

გლდანი 1

 

გლდანი 1 ამ უბანში არქის პირველი პროექტია, რომლის მშენებლობა უკვე დასრულდა და არქელები ბედნიერად ცხოვრობენ. ა მიკროში მდებარე საცხოვრებელ სახლს ზუსტად 1 ჰა-ს რეკრეაციული ზონა აქვს. მწვანე სივრცეების არსებობა გარემოსა და არქელებზე ზრუნვაში გვეხმარება. 12-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს ასევე აქვს 2-დონიანი დახურული ავტოსადგომი.

 

გლდანი 2

 

გლდანის ცენტრალურ ნაწილში, ქერჩის ქუჩის მიმდებარედ, მდებარებოს არქის ასევე დასრულებული პროექტი გლდანი 2. ეს საცხოვრებელი სახლი 16-სართულიანია და 150 ბინას იტევს, რომელთაგან უმეტესობა გაყიდულია. გლდანი 2-ში მინიმალური ფართის ბინა 41.8 კვ.მ-დან იწყება. რაც შეეხება რეკრეაციულ ზონას, ის 1 500 კვ.მ-ს მოიცავს და საბავშვო/სპორტულ სივრცეებად იყოფა.

 

გლდანი 3

 

არქი გლდანი 3 მშენებარე საცხოვრებელი სახლია, რომელიც ხიზაბავრას 4-ში მდებარეობს. 16-სართულიანი შენობის მიწისქვეშა 2 სართულზე ავტოსადგომია განთავსებული. პირველი სართული კომერციულ ფართს აქვს დათმობილი, ყოველი მომდევნო სართული კი საცხოვრებელი ფუნქციის მქონე სივრცეებია. 

 

არქი გლდანის 3-ვე პროექტი დაგეგმარებულია გამოკითხვის მიხედვით, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ ბინებში ისურვებდნენ ჩვენი თანამოქალაქეები ცხოვრებას. შესაბამისად, ნებისმიერი გემოვნების ადამიანს არქიში სასურველი გეგმარების ბინის პოვნა შეუძლია. თუმცა თუ მათ სხვანაირი გეგმარება მოუნდათ, შეუძლიათ ეს საქმე არქის გამოცდილ არქიტექტორებს მიანდონ და იდეალური გადაგეგმარება მიიღონ.

 

არქი სამშენებლო ხარისხის მისაღწევად ძალღონეს არ იშურებს. სწორედ ამიტომ ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოსა თუ ევროპაში ყველაზე ცნობილ ბრენდებთან. მაგალითად, შენობის სიმყარისა და მდგრადობისთვის ვიყენებთ რკინა-ბეტონის კონსტრუქციას, რომელსაც ჰაიდელბერგცემენტი აწარმოებს.

 

გადასაადგილებელ საშუალებებად გვაქვს კიბის უჯრედები და ლიფტები. 1 ლიფტი არის სამგზავრო, სტანდარტული ლიფტი, ხოლო მეორე - სატვირთო ე.წ სახანძრო-სამაშველო ფუნქციის მქონე.  ეს ლიფტები გაბარიტული ზომებით სამჯერ აღემატება სტანდარტულ ლიფტებს. გერმანული ხარისხისაა იტონგის ბლოკი, რომელიც გერმანიაში იწარმოება და საქართველოში კონტეინერების საშუალებით ჩამოგვაქვს. გარდა ამისა, არქიმ უმსხვილეს გერმანულ კომპანია XELLA-სთან ერთად თბილისში იტონგის ქარხნის მშენებლობა დაიწყო და პირველი პროდუქციის გამოშვება 2020 წლის ბოლომდე იგეგმება. თავად იტონგი ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულისგან მიღებული სამშენებლო მასალაა. ენერგოეფექტური იტონგის დახმარებით შენობის გასათბობად და გასაგრილებლად 40%-ით ნაკლები ენერგია იხარჯება.

 

ცალკე აღნიშვნის ღირსია დაბალემისიური მინები. მიუხედავად იმისა, რომ დიდი კარ-ფანჯარა იზოლაციისა და ბუნებრივი სინათლის შემოსასვლელად იდეალური ვარიანტია, ის თბოდანაკარგების მხრივ ძალიან დიდ რისკზონას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ ვიყენებთ ენერგოეფექტურ დაბალემისიურ მინებს, რომლებიც ოთახის გასათბობად 15%-ით ნაკლებ ენერგიას ზოგავს.

 

არქი გლდანის მშენებლობის ხარისხს უმაღლესი ხარისხის მოსაპირკეთებელი მასალებიც ქმნის. უმაღლესი ხარისხის კომპაქტლამინატი და კაპაროლის მოსაპირკეთებელი მასალა ევროპული ხარისხის სისტემას აყალიბებს.

 

არქი გლდანი ბინის შეძენის მსურველებისთვის ერთ-ერთი სასურველი ლოკაციაა, სადაც ბინები დიდი სისწრაფით იყიდება. მომავალ მაცხოვრებლებს ბინის ყიდვაში ხელს არქის გადახდის მოსახერხებელი პირობებიც უწყობს. არანაირი პირველადი შენატანი და 12 წლამდე განვადება ყიდვის პროცესს ამარტივებს და უფრო სასიამოვნოს ხდის.