შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
ბინის ყიდვა ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა. უძრავი ქონების შეძენით, თქვენ სახლის ყიდვასთან ერთად იძენთ კომფორტს, უსაფრთხოებასა და ცხოვრების სტილს. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი დეველოპერული კომპანიის არჩევა, რომელიც თავის მაცხოვრებლებს საუკეთესო გარემოს და კეთილდღეობას უქმნის. ასეთი კომპანია არქია, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ქართულ ბაზარზე პოზიციონირებს, როგორც ლიდერი დეველოპერული კომპანია. გაეცანით იმ 6 მიზეზს, თუ რატომ უნდა შეიძინოთ ბინა არქის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო კომპლექსში, არქი ისანში.
ძალიან კომფორტულია იმ სივრცეში ცხოვრება, სადაც ყველა საჭირო ობიექტი ერთადაა თავმოყრილი. მაცხოვრებლისთვის კომფორტის შესაქმნელად და ცხოვრების გასამარტივებლად, არქი ისანის კომპლექსი ისეთ ობიექტებს გააერთიანებს, როგორებიცაა, სასტუმრო, სკოლა, ბაღი და სავაჭრო ცენტრი. მშობლებისთვის განსაკუთრებით კომფორტულია საცხოვრებელ კომპლექსში მდებარე სკოლა და ბაღი. ეს დროის ეკონომიას უზრუნველყოფს და მშობლებიც მშვიდად არიან, რადგან იციან, რომ მათი შვილები უსაფრთხოდ იმყოფებიან. თავად არქი ისანი 5 ბლოკს მოიცავს, რომელთაგან ორი უკვე დასრულებული პროექტი არის. საცხოვრებელი ბლოკების რაოდენობა მჭიდრო მეზობლური ურთიერთობების გაღრმავებას უწყობს ხელს, რაც მაცხოვრებლების სოციალურ ცხოვრებაზე პოზიტიურად და დადებითად აისახება.
მწვანე, დასასვენებელი სივრცეების არსებობა ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელი პირობაა. არქი თავის მაცხოვრებლებს ყველა პროექტში რეკრეაციულ სივრცეებს სთავაზობს. არქი ისანის ეზო კი ყველასგან გამორჩეულია. საბავშვო და სპორტული სივრცეების, სარბენი ბილიკის, ინფრასტრუქტურის და მცენარე-ყვავილების ერთობა განსაკუთრებულ გარემოს ქმნის. გასაკვირი არცაა, რომ სწორედ ეს სივრცე იქცა არქი ისანის მაცხოვრებლების თავშეყრის ადგილად და ახლო ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. ეს ის სივრცეა, სადაც ბავშვები და მათი მშობლები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ.
არქი ისანი, როგორც არქის ყველა სხვა პროექტი, ენერგოეფექტური მასალებით შენდება. ერთ-ერთი მთავარი მასალა გერმანული ენერგოეფექტური ბლოკი იტონგია, რომლის საშუალებითაც შენობის გასათბობად და გასაგრილებლად 40%-ით ნაკლები ენერგია იხარჯება. იტონგთან ერთად არქი ისანის მშენებლობაში გამოიყენება ალუკობონდის ფასადის მოსაპირკეთებელი მასალა, ჰაიდელბერგცემენტის უმაღლესი ხარისხის ბეტონი, კაპაროლის უმაღლესი ხარისხის მოსაპირკეთებელი მასალა და დაბალემისიური მინები. ეს უკანასკნელი ამცირებს ინფრაწითელ და ულტრაიისფერი სხივებს, ასევე ბინაში სტაბილურ ტემპერატურას უზრუნველყოფს.
არქის პროექტების უმეტესობა პრემიუმ კარკასით ბარდება. მათ შორის არის არქი ისანის ბინებიც. პრემიუმ კარკასი არქის ინოვაციური პროდუქტია, რომელიც, ფაქტობრივად, მწვანე კარკასს უტოლდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ბინაში შესვლისთანავე თქვენ მხოლოდ კოსმეტიკური რემონტის ჩატარება მოგიწევთ, თავად ბინაში კი დაგხვდებათ: იზოთაბაშირით გალესილი კედლები, მოჭიმული იატაკი, ცენტრალური დგარები მიყვანილი ბინამდე, დამონტაჟებული გათბობის მილები, აივანზე დაგებული კერამოგრანიტის ფილები, ელექტროობის გამართული ქსელი და შესასვლელი რკინის კარი.
არქი ისანში ბინის შეძენა საკმაოდ მისაღებ ფასებში შეგიძლიათ. ამასთან ერთად არქის ყველა სამშენებლო პროექტი სრულად დაფინანსებულია უცხოური ინვესტიციებით, რაც იძლევა იმის გარანტიას, რომ ყველა პროექტი ბარდება დაგეგმილ ვადებში. ბინის ყიდვის მსურველებს უძრავი ქონების შეძენა პირველადი შენატანის გარეშე შეუძლიათ.
არქი ისანის კომპლექსი საკმაოდ დიდი პროექტია, რომელიც მრავალსართულიან შენობებს აერთიანებს. ბინების ფართი 40 კვადრატული მეტრიდან იწყება, რაც მომავალ მაცხოვრებელს ფართო არჩევანის საშუალებას აძლევს.
საბოლოო ჯამში, არქი ისანის კომპლექსი ის პროექტია, რომელიც მაცხოვრებლებისა და მათი ბავშვების კომფორტსა თუ უსაფრთხოებას ემსახურება და ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზებას.