შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
არქის კიდევ ერთი ახალი პროექტი ნაძალადევის რაიონში შენდება. გამორჩეული ვიზუალისა და მახასიათებლების კომპლექსი - არქი კიკვიძის ბაღთან, უბანში საუკეთესო ლოკაციით გამოირჩევა. საცხოვრებელი კომპლექსი ნაძალადევის რაიონის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. მისი კიდევ ერთი განსაკუთრებული ბენეფიტი გამწვანებულ და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობაა, რადგან იგი ახლოს არის როგორც კიკვიძის ბაღთან, ასევე ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო პარკთან. ამასთან, კომპლექსი “გოცირიძისა” და “დიდუბის” მეტრო სადგურებთან რამდენიმე წუთის სავალ მანძილზეა.
პროექტი არქი კიკვიძის ბაღთან ბ არქის სხვა პროექტებისგანაც გამოირჩევა, რადგან ის ყველაზე დიდ - 15 000 კვ.მ. გამწვანებულ სივრცეს გააერთიანებს.
პროექტის არქიტექტორი თორნიკე ქემოკლიძეა, რომელიც მისი მახასიათებლების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაგვაცნობს.
პროექტში არქი კიკვიძის ბაღთან ბ, წარმოდგენილია როგორც სტუდიოს ტიპის ბინები, ასევე 3 საძინებლიანი დამოუკიდებელი მისაღების, სამზარეულოსა და სველი წერტილების სიმრავლით გათვალისწინებული ბინები.
"კომპლექსში შემავალი ყველა ბლოკი კი ისეა განთავსებული, რომ მოხდეს შენობების მაქსიმალური ინსოლაცია. რაც გულისხმობს იმას, რომ დღის პერიოდში შენობის ყველა ბინას უდგება მზის სხივი, რაშიც ხელს უწყობს შენობებს შორის დიდი დაშორება,” - ამბობს თორნიკე.
პროექტი არქი კიკვიძის ბაღთან ბ, საცხოვრებელ ზონასთან ერთად მოიცავს საგანმანათლებლო, სპორტულ, სარეკრეაციო და გასართობ ინფრასტრუქტურას. ტერიტორიაზე მოეწყობა საბავშვო და სპორტული მოედნები, საბავშვო ბაღი, ღია და დახურული ავტოსადგომები. ამასთან, მაცხოვრებლების კომფორტისა და უსაფრთხოებისათვის არქი, თითოეული კომპლექსის საერთო სივრცეებში წყლისა და ელექტროენერგიის მუდმივად უზრუნველსაყოფად, გენერატორსა და წყლის რეზერვუარს ითვალისწინებს.
ამასთან, კომპლექსის ტერიტორიაზე იქნება როგორც კომერციული, ასევე საოფისე ფართები.
არქი კიკვიძის ბაღთან ბ ბინების საკმაოდ მრავალფეროვან არჩევანს წარმოგიდგენთ.
პროექტი მოიცავს როგორც ახალგაზრდების, სტუდენტებისა თუ ახლად შექმნილი ოჯახების საჭიროებებზე მორგებულ კომპაქტურად დაპროექტებულ ბინებს, ასევე, დიდ ოჯახებზე გათვლილ კომფორტულ და ფართო აპარტამენტებს. რაც შეეხება ბინის მინიმალურ ფართს, ყველაზე მცირე ზომის ბინა 43,5 კვ.მ.-იდან იწყება.”
“არქი კიკვიძის ბაღთან ბ, უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებით შენდება, რომლებსაც გავლილი აქვთ ლაბორატორიული შემოწმება. YTONG-ის ენერგოეფექტური ბლოკი, რომელიც ინარჩუნებს ტემპერატურას და ამცირებს ენერგიის ხარჯს 40%-ით. HPL პანელი, რომელიც იცავს შენობის კედლებს დაზიანებისაგან, ხელს უშლის კედელზე ნესტის მოხვედრას, საკმაოდ მყარია და მსუბუქი. თავისი სტრუქტურული აგებულების წყალობით არ დეფორმირდება, ადვილად მონტაჟდება შენობის ფასადზე და რაც მთავარია ვენტილირებადია. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ პანელები მდგრადია გარემოს ზემოქმედებისადმი როგორიცაა: წვიმა, თოვლი, ნესტი, მზე, ულტრაიისფერი დასხივება და მტვერი.”
არქი კიკვიძის ბაღთან ბ უსაფრთხოების ყველა სტანდარტს ითვალისწინებს. შენობა დაპროექტებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული 41-ე დადგენილების მიხედვით, რომელშიც სახანძრო უსაფრთხოების წესებია განსაზღვრული, რაც გულისხმობს შენობის აღჭურვას ისეთი სისტემებით,რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხოებას.