შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
ბაკურიანს 1932 წლიდან გამორჩეული ადგილი უჭირავს სამთო-კლიმატურ რეზორტებში და საერთაშორისო მნიშვნელობის სათხილამურო ცენტრს წარმოადგენს. ზღვის დონიდან 1 700 მ-ზე მდებარე ბაკურიანი, ყველა სეზონზე ინარჩუნებს მიმზიდველობასა და აქტუალურობას, რადგან აქ ყველა გემოვნების ადამიანი იპოვის ინტერესის სფეროს, იქნება ეს ექსტრემალური გართობა თუ მშვიდი ოჯახური დასვენება. ყოველწლიურად იზრდება და იხვეწება გასართობი და რეკრეაციული აქტივობები და ინფრასტრუქტურა, რაც ტურიზმის განვითარებაში დიდ როლს თამაშობს.
თხილამურებით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში (FIS) 2023 წლისთვის ბაკურიანში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატი უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობაა ამ კურორტის საერთაშორისო აღიარებისთვის. ხალხით გადატვირთული ურბანული ინფრასტრუქტურა და ურბანული დაგეგმვა კურორტის მთავარ გამოწვევად მიიჩნევა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები მოწმობს, რომ სამცხე ჯავახეთის რეგიონი, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტურისტულ რეგიონს წარმოადგენს, ხოლო ბაკურიანი ამ უკანასკნელის ერთხმად აღიარებული ცენტრია.
2021 წლის პირველ სამ კვარტალში სამცხე-ჯავახეთში ვიზიტების საშუალო რაოდენობა 29%-ით არის გაზრდილი, მართალია ბოლო მონაცემების პროგრესი 2020 წლის პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან არის დაკავშირებული, თუმცა 2021 წლის თვიური საშუალო მაჩვენებელი, რაც ამჟამინდელი მონაცემებით 53.3 ათასია, ისტორიულ რეკორდს წარმოადგენს.
სტატისტიკა მოწმობს, რომ ყოველწლიურად ბაკურიანში დამსვენებელთა რაოდენობა იზრდება. აქედან გამომდინარე იზრდება მოთხოვნა და ფასები უძრავ ქონებაზეც, რადგან ბაკურიანში უძრავი ქონების ფლობა სანდო და მომგებიან ინვესტიციას ნიშნავს.
არქი კოხტა ბაკურიანში აპარტ-ოტელის ბინის შეძენის შემთხვევაში, მფლობელებს გამორჩეულ პირობები ექნებათ, რადგან არქი თავად უზრუნველყოფს ტურისტების მოზიდვასა და აპარტამენტის გაქირავებას. გარდა ამისა, არქი კოხტას პროექტი, გამოირჩევა იმ დიზაინითა და ხარისხით, რომელიც ქართულ ბაზარზე მხოლოდ არქის შეუძლია შესთავაზოს მის მომხმარებლებს.
არქი კოხტას 5-სართულიანი პროექტი, ბინის შეძენის მსურველებს, რემონტის სრული პაკეტით, ავეჯითა და ტექნიკით ჩაბარდება. პროექტი 147 ბინას დაიტევს, რომელთა მინიმალური ფართი 21.4 კვ.მ-დან დაიწყება. მისი ფასადი უმაღლესი ხარისხის მასალებით - Fundermax-ითა და Caparol-ით მოპირკეთდება. შენობა ენერგოეფექტური და უმაღლესი ხარისხის გერმანული მასალით, იტონგით, შენდება, რომელსაც ჩვეულებრივ სამშენებლო ბლოკთან შედარებით 6-ჯერ ნაკლები თბოგამტარობა ახასიათებს
„არქი კოხტას" პროექტი მოიცავს ღია და დახურულ ავტოსადგომს. პროექტისთვის გამოიყო გამწვანებული ეზო, რომლის ფართობი 3 500 კვადრატული მეტრია. იგეგმება საბავშვო სივრცის მოწყობაც. სასტუმროში ყველა სტუმრისთვის ინდივიდუალური ლოქერია გათვალისწინებული, სადაც მათ სასრიალო აღჭურვილობის მოთავსება შეეძლებათ. ამასთან ერთად, სასტუმრო მის სტუმრებს კონსიერჟის 24 საათიან მომსახურებას სთავაზობს.
არქი კოხტა დაბა ბაკურიანში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარეობს. ბუნებრივად გამწვანებული კოხტა თავისი სიმწვანით, მოწესრიგებული სასრიალო ადგილებითა და გართობა-დასვენების კუთხით ერთ-ერთი იდეალური ლოკაციაა. თბილისიდან კოხტამდე მცირე, 2-საათიანი მანძილია, რაც ამ კურორტს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. არქი კოხტა ბაკურიანში ერთ-ერთ ყველაზე მწვანე ადგილას აშენდება. გამწვანების მხრივ, არქი საკუთარი წვლილის შეტანასაც აპირებს.