შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
რა დრო არის საუკეთესო ბინის შესაძენად? ამ კითხვას რამდენიმე პასუხი აქვს და ყველა მათგანი სწორია. მაგალითად, ახალი წლის პერიოდში უძრავი ქონების ყიდვას მრავალი ბენეფიტი ახლავს თან, რომელთაგან უმნიშვნელოვანესი ფასდაკლებული ფასებია. ახალი წლის დაწყება ახალ ბინაში კი, მართლაც, ჯადოსნური წლის საწინდარია.
სწორედ ასეთი ჯადოსნური ახალი წელი და ფასდაკლებების ბუმი დგას არქიში, სადაც ბინის შეძენის ნებისმიერ მსურველს სასურველი სახლის ყიდვა საუკეთესო ფასში შეუძლია.
რატომ უნდა ისარგებლოთ არქის საახალწლო შეთავაზებით?
არქი თავის მომხმარებელს ყოველ ახალ წელს საუკეთესო შეთავაზებებს სთავაზობს. ეს შეთავაზებები კი ბინის შეძენის მსურველებს უძრავი ქონების ყიდვას უმარტივებს. წლევანდელი ახალი წელი არქიში ჯადოსნურად დგება. თუ დეკემბრის ბოლომდე, ბინას არქის პროექტში შეიძენთ, თქვენ მიიღებთ:
გაითვალისწინეთ ის ფაქტიც, რომ არქიში გარანტიის პროგრამა დაბრუნდა, რომლის მეშვეობითაც მაცხოვრებელი ბინის ფასსა და შემოსავალს დააზღვევს.
რა არის გარანტიის პროგრამა?
გარანტიის პროგრამა არქის უპრეცედენტო შეთავაზებაა და ითვალისწინებს შემდეგ სიტუაციებს:
რადგან საახალწლო ასოციაციებს ხშირად ბაკურიანამდე მივყავართ, „არქი კოხტას“ პროექტში ბინის ყიდვა დიდი ფასდაკლებით, 17-წლამდე განვადებით, არანაირი პირველადი შენატანითა და გარანტიის პროგრამით შეგიძლიათ.
რატომ ბაკურიანი?
საქართველოს ყველაზე გამორჩეულ სამთხო-სათხილამურო კურორტზე ბინის შეძენა ერთ-ერთი საიმედო და სტაბილური ინვესტიციაა, რომელსაც მოგება არა მხოლოდ ზამთარში, არამედ სხვა სეზონებზეც მოაქვს. ეს კურორტი ხომ წლის 4-ვე სეზონისთვის არის განკუთვნილი. ულამაზესი ხედები, წიწვოვანი ტყე, გამაჯანსაღებელი ჰაერი და, რა თქმა უნდა, სათხილამურო-სასრიალო გზები ადგილობრივებთან ერთად ტურისტების დიდ ყურადღებასაც იპყრობს. სწორედ, ამიტომ, „არქი კოხტას“ ბინაში შეგიძლიათ როგორც ცხოვრება, ასევე მისი გაქირავება. ბინების ფასი ყოველწლიურად იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გაქირავების საშუალებით შემოსავლის ზრდა ყოველთვის შეგიძლიათ. რადგან ბაკურიანი ტურისტულ ფუნქციას ზამთართან ერთად გაზაფხულ-ზაფხულშიც ითავსებს, ეს წლის განმავლობაში ტურისტების უწყვეტ ნაკადს განაპირობებს, თქვენს ბინას კი საიმედო და სტაბილურ ინვესტიციად გარდაქმნის. არქის პროექტი „არქი კოხტა ბაკურიანში“ ბინის მფლობელებს სრული რემონტითა და ავეჯით ჩაბარდებათ. ეს კი მომავალ მაცხოვრებელს გაუადვილებს ბინის გაქირავებას. თუ მეტი ინფორმაცია გაინტერესებთ არქის ამ პროექტის შესახებ, ეწვიეთ შემდეგ ბმულს - არქი კოხტა ბაკურიანში.
საახალწლო შეთავაზება არქის სხვა პროექტებზეც, დეკემბრის ბოლომდე, ვრცელდება. შეიძინეთ ბინა არქიში, მოიწყვეთ ჯადოსნური ახალი წელი და შეხვდით მას ახალი სახლით.