შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
ყნოსვა ერთ-ერთი ძლიერი გრძნობაა, რომელსაც ჩვენი მოგონებების გამოღვიძება და ისეთი ისტორიების გახსენება შეუძლია, რომლებიც არაცნობიერშია დალექილი. ეს ყველაფერი კი შემდგომში ჩვენს სამომხმარებლო ქცევაზე და არჩევანის გაკეთებაზე მოქმედებს. სწორედ ამიტომ არომატებს მარკეტინგში დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ. არსებობს არომა მარკეტინგი, რომლის მთავარი მიზანი ისეთი სურნელის მოძიებაა, რომელიც კომპანიის იმიჯს, მომხმარებელთან გამოცდილების გაუმჯობესებას და გაყიდვების გაზრდას უზრუნველყოფს. არომა მარკეტინგი კორპორაციებს საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ემოციურ დონეზე დაუკავშირდნენ და თავი დიდი ხანი დაამახსოვრონ. კვლევების თანახმად, ადამიანებს სუნის დამახსოვრება 65%-იანი სისწორით, 12 თვის განმავლობაში შეუძლიათ. ეს ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელი ბრენდის არომატს იმახსოვრებს და მსგავსი სურნელის შეგრძნებისას ეს კონკრეტული ბრენდი ახსენდება. არომატი არა მხოლოდ მომხმარებელზე ახდენს ზეგავლენას, არამედ მომსახურე პერსონალზეც. სწორად შერჩეული სურნელება ზრდის პროდუქტიულობისა და კონცენტრაციის უნარს.
არქის ფილარმონიის ოფისი არომა მარკეტინგის პრინციპებს ითვალისწინებს და სხვადასხვა სუნების გამოყენებით სასიამოვნო და მშვიდ გარემოს ქმნის. ჩვენ მიერ სხვადასხა დროს გამოყენებული არომატებია:
ციტრუსები, როგორებიცაა, ფორთოხალი და ლიმონი, სუფთა და საამო სურნელებით გამოირჩევიან. მათ არომატს, სხვა ციტრუსებისგან შედარებით, მეტი მდგრადობა ახასიათებთ. ლიმონის სურნელება საოფისე სიტუაციისთვის საუკეთესოა. ის ზრდის ენერგიის დონეს და აუმჯობესებს გუნებაგანწყობილებას. მომსახურე პერსონალისთვის კი ლიმონის არომატი განსაკუთრებით ბევრი ბენეფიტის მომტანად მიიჩნევა. მაგალითად, ის ამარტივებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს, ზრდის პროდუქტიულობას და მოტივაციას.
როზმარინი და პიტნა იმ საჭმელების სურნელებას გაგახსენებთ, ბავშვობაში ოჯახის უხუცესი წევრები რომ ამზადებდნენ ხოლმე. ამ ორ სამკურნალო მცენარის არომატს დეველოპერულ კომპანიებში ხშირად იყენებენ. მიზეზი სწორედ ის არის, რომ როზმარინისა და პიტნის სურნელება სახლთან და მყუდროებასთან ასოცირდება. ამასთან ერთად მათი არომატი მომსახურე პერსონალზეც დადებითად მოქმედებს : ამარტივებს ინფორმაციის გადამუშავებას და უგუვებელყოფს დაღლილობას და თავის ტკივილს.
არომა მარკეტინგში ვანილის არომატს ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია. ეს ის სურნელებაა, რომელიც მრავალ მოგონებას აღვიძებს და თბილი ტონებით გაჯერებული არომატი სიმყუდროვის განცდას ქმნის. ვანილის სურნელება მოგაგონებთ რბილი ნამცხვრის, გემრიელი ნაყინის. ეს კი ჩვენს არაცნობიერში ბავშვობის მოგონებებს აღვიძებს. იმ კომპანიაში კი, სადაც ვანილის არომატს გადავაწყდებით, ჩვენი ტვინი უკვე გარემოს სტუმართმოყვარედ და მიმღებლურად აღიქვამს. ვანილის სურნელება ექსკლუზიურობის განცდასაც ქმნის.
მწვანე ჩაის ტკბილ და, ამავდროულად, გამაგრილებელ არომატს თერაპიული ეფექტიც აქვს. როცა სხვა არომატებს თქვენი დამშვიდება და დაძინება შეუძლიათ, მწვანე ჩაის სურნელება დამშვიდებასთან ერთად ფოკუსირების უნარსაც გაგიუმჯობესებთ. საოფისე სიტუაციაში კი ეს ორი უნარი საკმაოდ მნიშვნელოვანია.
ჟასმინის ტკბილი არომატი ტვინში სასიამოვნო და კარგად ყოფნის განცდებს ქმნის. ის თანამშრომლებში თავდაჯერებულობასა და ოპტიმიზმს აუმჯობესებს. ბევრ ჟასმინს ეიფორიაც კი შეიძლება განგაცდევინოთ. სხვა შემთხვევაში კი, მას დამამშვიდებელი, დამაწყნარებელი შედეგი აქვს.