Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდი

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, აირჩიოთ სასურველი ოფისი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

06/05/2019 _ ინტერიერი

არქის საცხოვრებელი კომპლექსები

სახლი ის ადგილია, სადაც ჩვენი ისტორია იწყება. თუ როგორი იქნება ეს უკანასკნელი, ამას ჩვენ მიერ არჩეული საცხოვრისი განაპირობებს. როგორც ამბობენ, 4 კედელი და სახურავი არ არის ერთადერთი რამ, რასაც სახლს ვუწოდებთ ხოლმე. მყუდრო და ხარისხიან საცხოვრებელ გარემოში ისევ ჩვენ და ჩვენმა საყვარელმა ადამიანებმა უნდა ვიცხოვროთ. ამიტომ, სახლის არჩევისას აუცილებელია ყველა ასპექტზე ვიფიქროთ. ესენია: უბანი, მისადგომობა, ინფრასტრუქტურა, რეკრეაციული სივრცე და ბავშვებისთვის განკუთვნილი სპორტული მოედნები თუ სათამაშო პარკები. არქი ცდილობს, რომ ყველა ეს ასპექტი თავის პროექტებში მაქსიმალურად გაითვალისწინოს და მობინადრეების სურვილებს აბსოლუტურად ზუსტად მოარგოს.

 

 

კომპანია არქის მიზანია ააშენოს საცხოვრებელი კორპუსები ისე, რომ ბუნებას მინიმალური ზიანი მიადგეს. ამიტომ, მაგალითად, ჩვენ ყოველ აშენებულ 10 კვადრატულ მეტრზე 1 ხეს ვრგავთ ხოლმე. თუ როგორ ვზრუნავთ ბუნებაზე, ეს ყველაზე კარგად დიღმის მასივში მშენებარე არქი ვუდში ჩანს. ტერიტორიაზე უკვე 60 დიდი ნაძვის ძირი დავრგეთ, თუმცა ამაზე არ ვჩერდებით და პროექტის დასრულების შემდეგ, გამწვანების დამატებას კვლავ ვაპირებთ. რაც შეეხება თავად არქი ვუდს, სიმწვანის მოყვარულთათვის, ეს ადგილი ნამდვილ ოაზისად იქცევა. 17 (თუ 16) სართულიანი პროექტისთვის ღია და 3-დონიანი დახურული ავტოსადგომია გათვალისწინებული. აქედან 2 სართულის მშენებლობა დასრულებულია. რადგანაც ჩვენი მთავარი აქცენტი უფრო მეტი სიმწვანე და კომფორტია, არქი ვუდს ჯამში 3 000 კვ. მ რეკრეაციული ზონა ექნება, რაც, თავის მხრივ, საბავშვო გასართობ ზონას და დასასვენებელ სივრცეს მოიცავს. გარდა ამისა, თუ ბავშვები გყავთ, პროექტის გვერდზეა გასართობი ცენტრი ასტრა პარკი, ხოლო 5 წუთის სავალზე დიღმის ტყე-პარკი შეგხვდებათ.

 

დიდი დიღომი საკმაოდ მოთხოვნადი უბანია, ამიტომ, არქი რამდენიმე საინტერესო პროექტს გთავაზობთ. პეტრე იბერის ქუჩაზე მდებარე არქი დიღომის კომპლექსი A, B, C , D, E და F ბლოკებს მოიცავს. თითოეულ მათგანს რამდენიმე დონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი ექნება, ხოლო მობინადრეებისთვის 3 5000 კვადრატულ მეტრის ფართობზე რეკრეაციული ზონაა გათვალისწინებული. სიწყნარე და სიმშვიდე ჩვენი მყუდრო ცხოვრებისთვის აუცილებელი კომპონენტია. საიზოლაციო მასალით მოპირკეთებული ფასადი, რომელიც არქი დიღომშია გამოყენებული, საუკეთესო საშუალებაა, რომ არც მეზობლებმა შეგვაწუხონ ხმაურით და პირიქით.

 

 

დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფის გამზირზე არქი დიღომი 2-ის 18-სართულიანი კომპლექსი შენდება. სამომავლოდ კომპლექსი 4 საცხოვრებელ სახლს გააერთიანებს, თუმცა პირველ ეტაპზე A ბლოკის მშენებლობა იწყება, ხოლო გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე მდებარე 10-სართულიანი შენობა რეკრეაციულ ზონას და საბავშვო მოედანს მოიცავს. არქი დიღომის სამივე კომპლექსს ერთ-ერთი უპირატესობა ის აქვს, რომ ისინი სუპერმარკეტ გუდვილთან ახლოს მდებარეობს. ეს კი თქვენი დროის დაზოგვისთვის საკუთარი საშუალებაა.

 

საბურთალო ცენტრალურ რაიონად ითვლება. ის მჭიდროდ არის დაკავშირებული ქალაქის ცენტრთან და შესაბამისად, მომხმარებლისთვის მეტად მისაღებია. არქი საბურთალოს კომპლექსი 3 ბლოკს მოიცავს. ეს პროექტი სტუდენტებსაც დააინტერესებთ, რადგან კომპლექსის მახლობლად მეტრო „უნივერსიტეტი“ და სხვადასხვა უნივერსიტეტი მდებარეობს.

 

მრავალფუნქციური საცხოვრებელი ისანში 3 ბლოკისგან შედგება. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 60 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ის ისნის ცენტრალურ ნაწილში, კარფურის გვერდით შენდება, ხოლო მეტრომდე ფეხით სავალი სულ რაღაც 2-3 წუთია. წარმოიდგინეთ, რომ სადაც თქვენ ცხოვრობთ, იმავე ფართობზე, თქვენ გექნებათ სავაჭრო ცენტრი, სკოლა, და ბაღი.  სწორედ მათი განთავსება იგეგმება არქი ისანის ტერიტორიაზე. ეს საუკეთესო ვარიანტია იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც ბავშვები ჰყავთ.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ გლდანი ცენტრიდან საკმაოდ დაშორებულია, ეს მის პოპულარობას ოდნავაც არ აკნინებს. შიში იმისა, რომ გარეუბანში ინფრასტრუქტურა სათანადოდ არ იქნება განვითარებული, გლდანის შემთხვევაში არ უნდა გქონდეთ. ის, ამ მხრივ, გამორჩეული უბანია. სავაჭრო ცენტრი, სადგური „ახმეტელის თეატრი“, გლდანი მოლი, აფთიაქები, სხვადასხვა კვების ობიექტები - ამ ყველაფრიდან 5 წუთს სავალზე არქი გლდანის მშენებარე კომპლექსი მდებარეობს. 3-ბლოკიანი პროექტი მაცხოვრებლის ინტერესებს და მოთხოვნილებებს აბსოლუტურად აკმაყოფილებს.

 

 

არქი ვაზისუბანში საცხოვრებელი კომპლექსები პატარიძის ქუჩასა და მუსხელიშვილის ქუჩებზე მდებარეობს. ის ფასის ხელმისაწვდომობით და უჩვეულო არქიტექტურით გამოირჩევა. ორივე პროექტის მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა და კიდევ მიმდინარეობს.  

 

ჩვენ მშენებლობისას ეკოლოგიურად სუფთა მასალებს ვხმარობთ. გერმანული ბრენდის Ytong-ის ენერგოეფექტური, ცეცხლგამძლე ბლოკი კი, რომელიც ინარჩუნებს ტემპერატურას და ამცირებს ენერგიის ხარჯს 40%-ით, არქის თითოეულ პროექტში გამოიყენება. ეს უკანასკნელი გვხვდება (გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა): ჭავჭავაძის გამზირზე (არქი თაუერი), არქი ფალიაშვილი, არქი წინამძღვრიშვილი, არქი ბაგები, არქი მთაწმინდა, არქი ნუცუბიძე, არქი თამარაშვილი და არქი ბათუმი.