შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
ახალი სახლის გეგმარებისას, მისი თითოეული სანტიმეტრის განსაზღვრით და სივრცული ფაქტორების გათვალისწინებით, ჩაშენებულ ავეჯს უამრავი უპირატესობა აქვს. ის გაძლევთ საშუალებას შექმნათ ჰაეროვანი ატმოსფერო, სადაც სივრცე გადატვირთული არ იქნება. ჩაშენებული ავეჯი თავად სახლის ნაწილს ჰგავს. სწორედ ეს შერწყმა ქმნის საინტერესო დიზაინს, რომელიც ვიზუალურთან ერთად მკვეთრად ფუნქციურიცაა.
რა უპირატესობები აქვს ჩაშენებულ ავეჯს?
ინტერიერის დიზაინში ხშირად შეხვდებით მასიურ ავეჯს, რომლებიც სივრცის დიდ ნაწილს შთანთქავენ. მათგან განსხვავებით, ჩაშენებული ავეჯი მონტაჟდება სწორედ თქვენი ბინის უნიკალური მახასიათებლების მიხედვით. ეს საშუალებას გაძლევთ, აირჩიოთ სასურველი სიმაღლე, სიგანე და სიღრმე, შესაბამისად, განსაზღვროთ ის სივრცე, რომელიც თქვენი ნივთების შესანახად გჭირდებათ.
ჩაშენებული კარადა უამრავ სათავსოს მოიცავს, რომლის ნებისმიერი კომბინაციაც ზუსტად თქვენი ცხოვრების სტილს შეგიძლიათ მოარგოთ. ჩაშენებული ავეჯი ნებისმიერი ოთახისთვისაა განკუთვნილი. მაგალითად, კუპე-კარადა საძინებელ ოთახში მონტაჟდება. მას უამრავი უჯრა, სათავსო და თარო აქვს. ეს ვარიანტი მრავალრიცხოვანი ოჯახისთვის იდეალურია. სამზარეულოს ჩაშენებული კაბინები უჯრებისა და თაროების ისეთ კომბინაციას მოიცავს, სადაც პრაქტიკულობა და ფუნქციურობა გარანტირებული გაქვთ. სააბაზანო ოთახისთვის განკუთვნილი ჩაშენებული ავეჯი კი მარტივად იწმინდება და ყოველდღიურ რუტინასაც ამარტივებს.
ინტერიერის დიზაინში ჩაშენებულ ავეჯს ის უპირატესობა აქვს, რომ ეს უკანასკნელი ინტერიერის განუყოფელი ნაწილი ხდება. ის სახლის ნაწილია, რომელსაც ვერ გადაადგილებთ და ვერ შეცვლით. სივრცეებს შორის მსგავსი ნაზი გადასვლა იმ ჰაეროვან ატმოსფეროს ქმნის, რომელიც ნებისმიერ ბინას სიმსუბუქით და სივრცულობით ავსებს.
ერთ-ერთი ოთახი, სადაც სივრცის დაზოგვა ყველაზე საჭიროა, შემოსასვლელია. ამიტომ ინტერიერის დიზაინერების რჩევით, შემოსასვლელში ჩაშენებული ავეჯი ვიზუალთან ერთად ფუნქციური გადაწყვეტილებაც იქნება.
რადგან ყველა შემოსასვლელი სხვადასხვა ზომის და ტიპისაა, ჩაშენებული სათავსოებიც სწორედ ფართიდან გამომდინარე უნდა განსაზღვროთ. მაგალითად, პატარა ფართის შემოსასვლელში, სადა დიზაინის მქონე სტანდარტული კარადა დაგჭირდებათ. იდეალურია კუთხის კარადაც, რომელსაც მოძრავი კარი აქვს. შედარებით დიდი ფართის შემოსასვლელებისთვის, სფეროს ფორმის სათავსო ერთ-ერთი ორიგინალური არჩევანი იქნება. ეს მოდელი აკავშირებს კედელს ჭერთან და ფუტურისტულ კომპოზიციას ქმნის.
საერთო ჯამში, ჩაშენებული ავეჯის შერჩევისას, თქვენი ბინის თითოეული დეტალი გაითვალისწინეთ, რადგან ის ინტერიერის განუყოფელი ნაწილი გახდება. აუცილებლად მხედველობაში მიიღეთ ოჯახის წევრების აზრიც, რადგან ჩაშენებული სათავსოები ინდივიდუალურ სურვილებსაც უნდა აკმაყოფილებდეს.