Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდი

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, აირჩიოთ სასურველი ოფისი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

27/04/2021 _ ინტერიერი

დაკიდული მცენარეები ინტერიერის დიზაინში

დაკიდული მცენარეები სიმწვანის მოყვარულთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. თუ გიყვართ მცენარეები, თქვენი ბინის სივრცე კი ამის საშუალებას არ გაძლეთ, დაკიდული მცენარეები პრაქტიკული და ულამაზესი ვარიანტი იქნება სივრცის დასაზოგად თუ ორიგინალური დიზაინის შესაქმნელად.

 

კედლის საყვავილეები

 

 

კედლის საყვავილეები დეკორატიულ მაღაზიებში ხშირად შეგხვდებათ. მათი საშუალებით კედელს ხელოვნების ნიმუშად გადააქცევთ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ მცენარეების მორწყვისას, საყვავილეები ჯობს კედელს მოაცილოთ, რათა წყალმა არც ისინი და არც კედელი არ დააზიანოს.

 

ჭერზე დაკიდული საყვავილეები

 

 

მინის ან სუფთა კონტეინერების მეშვეობით, თქვენ შეგიძლიათ ახალი მცენარეები ორიგინალური ხერხით გამოჩინოთ. მსგავსი კონსტრუქცა დაკიდეთ ჭერზე, ფარდების საკიდზე ან კედელზეც კი.

 

კოკედამა - იაპონური ხავსის ბურთები

 

კოკედამა - ეს არის იაპონური დეკორატიული ოთახის მცენარე, რომელიც ბონსაის წააგავს. ბონსაისგან განსხვავებით, კოკედამას გაკეთება ბევრად მარტივია, რომლის მომზადებას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება. კოკედამას ხავსის ბურთებს უწოდებენ და ეს ასეც არის. ხავსის ბურთები ასრულებენ ქოთნის ფუნქციას და მათში მცენარე იზრდება. კოკედამა იდეალური ვარიანტია ინტერიერი ორიგინალურად გააფორმოთ.

 

შექმენით „ცოცხალი ფარდები“

 

გაქვთ მზიანი, ნათელი ფანჯარა და ფიქრობთ, რომ მას რამე აკლია? ფარდების ნაცვლად შეგიძლიათ ბიუჯეტური ვარიანტი, მცენარეები, აირჩიოთ. დარწმუნდით, რომ ფარდების საკიდი იმდენად მყარია, რომ მასზე რამდენიმე საყვავილე დაკიდოთ. ასევე, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ფანჯრის მხარე მარტივად არ ინესტებოდეს, განსაკუთრებით კი - ზამთარში. შეარჩიეთ სეზონური მცენარეებიც, რომ გაუთვალისწინებელი შემთხვევები თავიდან აირიდოთ.

 

სუკულენტების კედელზე დასაკიდი ქოთნები

 

სუკულენტების კედელზე დასაკიდი ქოთნები თქვენი ხელითაც შეგიძლიათ შექმნათ. ეს აქტივობა სულ ცოტაოდენ ძალას ითხოვს იმისთვის, რომ სუკულენტები ერთ სივრცეში მოაქციოთ. ისინი ინტერიერის ნებისმიერი სტილს უხდება. გაითვალისწინეთ, რომ სუკულენტებს უყვართ მზე და პირდაპირი განათება.

 

დაკიდული ტერარიუმი

 

 

დაკიდული ტერარიუმი თქვენს სახლში ორიგინალურ დიზაინს შექმნის. რაც მთავარია, მისი დახმარებით თქვენს საყვარელ მცენარეებს გამოსაჩენ ადგილს მიუჩენთ. ტერარიუმისთვის იდეალური მცენარეებია: სუკულენტები, კაქტუსები და ნესტის მოყვარული მცენარეები, როგორებიცაა, გვიმრები და სურო. თუ თქვენ ქმნით ტერარიუმს კაქტუსითა და სუკულენტებით, მაშინ გაითვალისწინეთ, რომ ისინი იშვიათად მორწყათ. ნესტის მოყვარული მცენარეები კი აუცილებლად ხშირად მორწყეთ ხოლმე.

 

თუ ფლობთ არქი ქარდს, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ არქის პარტნიორ გამწვანების კომპანიებში სასურველი მცენარეები დიდი ფასდაკლებით შეიძინოთ.