Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდი

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, აირჩიოთ სასურველი ოფისი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

15/04/2021 _ ინტერიერი

5 რჩევა, თუ როგორ უნდა მოაწყოთ ფანჯრების ქვედა სივრცე

სახლში ერთ-ერთი შეუმჩნეველი ადგილი ფანჯრის ქვედა სივრცეა, რომელსაც ხშირად გათბობის რადიატორი იკავებს ხოლმე. ორიგინალური იდეებითა და სწორი დეკორირებით ეს ადგილი შეგიძლიათ შესამჩნევთან ერთად ყველაზე კომფორტულ და მყუდრო სივრცედ გადააქციოთ. სათავსო, მინიბიბლიოთეკა, სამუშაო მაგიდა თუ მოსასვენებელი, ბალიშებიანი სივრცე - ამ ყველაფრის შექმნა სწორედ ფანჯრის ქვეშ შეგიძლიათ.

 

მოსასვენებელი სივრცე

 

 

სამი ღრმა სათავსოსგან დამზადებული საწოლი ზუსტად ფანჯრების ქვეშ შეგიძლიათ დაამონტაჟოთ. წიგნების კითხვისთვის, მზის სხივების მისაღებად, დასასვენებლად თუ დასაძინებლად მსგავსი ფანჯრის ქვედა საწოლი ძალიან მყუდრო და კომფორტული ადგილი იქნება. მეტი კომფორტისთვის დაამატეთ ლეიბები და ფუმფულა ბალიშები. დასვენების გარდა, მსგავსი კომფორტული კონსტრუქცია ფუნქციურიცაა და ძალიან ლამაზიც.

 

სამუშაო სივრცე

 

ფანჯრების ქვეშ სამუშაო სივრცე მოიწყვეთ. ფანჯრების გასწვრივ გრძელი მაგიდა დაამონტაჟეთ. უმჯობესი იქნება, თუ მას მუქ მწვანე ფერში გადაწყვეტთ, რათა ფანჯრებიდან შემოსული მზის სხივები არ აირეკლოს და მუშაობაში ხელი არ შეგეშალოთ. ბუნებრივი სინათლე და ლამაზი ხედებით ტკბობა სამუშაო პროცესს ბევრად კრეატიულს და საინტერესოს გახდის.

  

ყვავილების ბაღი

 

 

მცენარეებს ნებისმიერი სახლის დამშვენება შეუძლიათ, ფანჯრის გარშემო მოწყობილი ყვავილების ბაღი კი მართლაც რომ უნიკალურ ინტერიერს ქმნის. თუ პატარა ზომის სახლში ცხოვრობთ, მცენარეებით გაფორმებული ფანჯრით ფართს ვიზუალურად გაზრდით. ასევე ეს იდეალური ვარიანტია, შექმნათ ულამაზესი ყვავილების კუთხე, რომელიც სიმყუდროვითა და ესთეტიკური მიმზიდველობით თქვენი უსაყვარლესი ადგილი გახდება.

 

პატარა ბიბლიოთეკა

 

ფანჯრების ქვეშ მოწყობილი პატარა ბიბლიოთეკა ნებისმიერ სტუმარს დანახვისთანავე მოსჭრის თვალს. ზოგჯერ სახლის ფართი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ცალკე ბიბლიოთეკა გააკეთოთ. თუ წიგნები ძალიან გიყვართ, ჩაშენებული კარადა იდეალური ვარიანტია ისეთი სათავსო შექმნათ, რომელიც ფუნცქიურთან ერთად ვიზუალური ეფექტების მატარებელიც იქნება. თუ ამ ყველაფერს ფანჯრების ქვედა სივრცეში მოაწყობთ, კითხვა უფრო საინტერესო პროცესად გარდაიქმნება. მზის სხივები და ულამაზესი ხედები დაგეხმარებათ განიტვირთოთ და საყვარელ წიგნში ჩაიკარგოთ. 

  

სამზარეულოს კუნძული

 

 

თუ თქვენ ბინა შეძენილი გაქვთ არქი ვარკეთილის პროექტში, ახალ სამზარეულოში ფანჯარა დაგხვდებათ. ფანჯრის ქვემოთ შეგიძლიათ დადგათ სამზარეულოს კუნძული, რომელიც სამუშაო მაგიდას, ნიჟარას და სასადილო სივრცეს გააერთიანებს. ეს გადაწყვეტილება იდეალურია იმისთვის, რომ თან საყვარელი კერძები მოამზადოთ და თან ფანჯრიდან ულამაზესი ხედებით დატკბეთ.