Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდი

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, აირჩიოთ სასურველი ოფისი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

05/04/2022 _ ინტერიერი

გაიცანით ანკა ჯორჯიკია - არქის მარკეტინგის მენეჯერი

 

 

 

 

 

ჩემი საქმიანობა არქიში

 


მე ვარ ანკა ჯორჯიკია, არქის მარკეტინგის მენეჯერი. Არქის გუნდს შემოვუერთდი 8 თვის წინ, თუმცა მგონია წლებია არქის დიდი ოჯახის წევრი ვარ. პროფესიით ფსიქოლოგი, ვაგრძელებ სწავლას თავისუფალ უნივერსიტეტში ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით. Მაქვს შვიდწლიანი დასაქმების გამოცდილება გაყიდვების, პიარის, კომუნიკაციებისა და მარკეტინგის სფეროში. 


მარკეტინგის მენეჯერის პოზიცია ლიდერ დეველოპერულ კომპანიაში ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა ჩემთვის.  დღეს არქი 20 000-ზე მეტ არქელს აერთიანებს, მათზე ზრუნვის პროცესში ჩართულობას კი დიდი ბედნიერება მოაქვს. 

 მუდმივად ვგეგმავთ და ვახორციელებთ მარკეტინგულ კამპანიებს.  საიმიჯო პარამეტრების გასაძლიერებლად აქტიური კონტაქტია საჭირო მედიასთან, სარეკლამო კომპანიებთან, ივენთ კომპანიებთან და ა.შ. ასევე, ყოველდღიურად ბევრი წვრილ-წვრილი საკითხის გადაჭრა მიწევს ოპერატიულად, რაც საბოლოო ჯამში თვალსაჩინო შედეგს იძლევა და მოტივაციას მიმაღლებს. 

 

 

პირველი დღე არქიში

 


პირველივე დღეს დავინახე ის ადამიანური, კოლეგიალური ურთიერთობა თანამშრომლებს შორის, რაც ჩემთვის ძალიან ძვირფასია. თავიდანვე იგრძნობოდა ოჯახური, ერთიანი, გუნდური ატმოსფერო.

არქი მუდმივ ზრდაზე და განვითარებაზე არის ორიენტირებული და აქ ტემპიც ძალიან სწრაფია. პირველივე დღეს აქტიურად ჩავერთე საქმიანობაში და  აქედან გამომდინარე, მალევე მივხვდი რომ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას აქ ნამდვილად შევძლებდი. დღეს კი უკვე დავრწმუნდი, რომ ნამდვილად ასეა.

 

 


რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემს საქმიანობაში

 


არქის მარკეტინგის მენეჯერის პოზიცია მრავალმხრივი, აქტიური და საინტერესოა. დღის განმავლობაში ბევრ ადამიანთან მაქვს კომუნიკაცია და ერთდროულად სხვადასხვა პროექტზე ვმუშაობ. ადამიანებთან ურთიერთობა დადებითი ენერგიით მავსებს, საქმის მრავალფეროვნება კი საინტერესოს ხდის თითოეულ სამუშაო დღეს. 

მარკეტინგის დეპარტამენტის დღის წესრიგში მრავალი სხვადასხვა პროცესი მიმდინარეობს. ჩვენი საქმიანობა ყოველთვის დინამიკური და მრავალფეროვანია. ტონუსში ყოფნა და სიახლეებთან ადაპტირება კი ჩემი საქმიანობის საყვარელი ნაწილია. ამით დიდ გამოცდილებას ვიღებ და საკუთარ თავს ვავითარებ. 

 

 

დასამახსოვრებელი დღე არქიში

 

 

გამოვარჩევდი 2021 წლის დეკემბრის თვეს, როდესაც წინა საახალწლო ღონისძიება გავმართეთ არქის პროექტების ეზოებში, ცოცხალი მუსიკის თანხლებით. მოგეხსენბათ, რომ არქიში ბინის შეძენის შემდეგ არ წყდება კომუნიკაცია და არქელებზე ზრუნვა. ერთად ვზეიმობთ ყველა დღესასწაულს. წელს დედაქალაქში ნაძვის ხის ანთების საზეიმო ცერემონია პირველად არქელებმა ერთ დიდ ოჯახად ჩაატარეს. ფილარმონიის წინ, არქის ნაძვის ხესთან დეკემბრის თვის ყოველ შაბათს ვიკრიბებოდით, ბავშვებისთვის მოწვეული გვყავდა ანიმატორები გასართობი პროგრამით, ერთმანეთს ვუმასპინძლდებოდით პოპკორნით, ტკბილეულითა და ცხელი სასმელებით. არქის ოჯახს დიდი ჟრიამული გვქონდა და ვფიქრობ ჩვენი ამაღლებული განწყობა სხვებსაც გავუზიარეთ. არანაკლებ სასიამოვნო იყო საახალწლო  საჩუქრების დარიგების პროცესი, ყველა კორპუსის ეზოს მორთვა, განათება  და არქელების ბედნიერი სახეების დანახვა. ეს გამოცდილება ძალიან ღირებული და დასამახსოვრებელია, რადგან ჩემთვის ისედაც საყვარელი ახალი წელი, არქიში კიდევ უფრო ჯადოსნური გახდა. 

 


რომ არა არქი


არქი მოკლე პერიოდში გახდა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ის შეგრძნება, რომ ყოველი დღე გულწრფელად მიხარია სამსახურში მოსვლა ვფიქრობ ყველაფრის მთქმელია. 


არქი ის ადგილია, სადაც სამართლიანობა და ურთიერთგაგება ყველაზე მეტად ფასობს.

Რომ არა არქი, ალბათ ბოლომდე კიდევ ვერ გავაცნობიერებდი თუ რამხელა ძალა აქვს გუნდურობას.

Არ მექნებოდა შესაძლებლობა, რომ ერთიანად ამდენი ადამიანთვის ბედნიერი მომენტების შექმნაში ჩავრთულიყავი.