Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდი

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, აირჩიოთ სასურველი ოფისი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

08/04/2021 _ ინტერვიუ

გაიცანით გვანცა - არქის პერსონალური მრჩეველი

 

 

გვანცა ცუხიშვილი არქის 4 წლის წინ შემოუერთდა და ამჟამად პერსონალური მრჩევლის პოზიციას იკავებს. არქის გაყიდვების დეპარტამენტში მუშაობა გვანცას გამოცდილებების დაგროვებასა და ახალი მეგობრების შეძენაში დაეხმარა.

 

პირველი დღე არქიში

 

არქიმდე საერთოდ სხვა სფეროში ვმუშაობდი, შესაბამისად, ახალ სამსახურში, განსხვავებულ პოზიციაზე გადმოსვლა ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო ამბავი აღმოჩნდა. პირველ დღეს ვნერვიულობდი, მაგრამ თანამშრომლების თბილმა დამოკიდებულებამ დადებითად იმოქმედა.

 

ყველაზე მეტად, რაც ჩემს პროფესიაში მომწონს

 

როგორც პერსონალური მრჩეველი, ბინის შეძენის მსურველ ადამიანებს გადაწყვეტილების მიღებაში ვეხმარები. მომხმარებელთან ურთიერთობა ძალიან საინტერესო პროცესია, რაც ჩემს პროფესიაში ყველაზე მეტად მომწონს. ამ ადამიანების ოცნებაა ჰქონდეთ საკუთარი სახლი, თუმცა ზოგჯერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჭოჭმანობენ ხოლმე. ეს ბუნებრივიცაა, სახლის ყიდვა ხომ ისეთი რამაა, რასაც მეორე და მესამე დღეს ვერ შეცვლი. ჩვენ ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტს ერთად განვიხილავთ, ვამარტივებთ და მომავალ არქელებს ვეხმარებით, რომ საბოლოო ნაბიჯი უფრო მყარად, მშვიდად და ბედნიერად გადადგან.

 

არქიმ ჩემს ცხოვრებაში შეცვალა

 

სხვების თვალით დანახული პერსონალური მრჩევლის პოზიცია შეიძლება ძალიან ერთფეროვნად ჩანდეს, თუმცა, რეალურად, ჩვენ ერთი და იმავე რაღაცას სულ სხვანაირად ვაკეთებთ ხოლმე. ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩემი არც ერთი სამუშაო დღე არ ყოფილა ერთნაირი. მეტ მოტივაციასა და ინტერესს ის პროფესიული ტრენინგები მიღვივებს, რომლებსაც არქი თანამშრომლებს გვთავაზობს ხოლმე. გვაქვს წიგნის კითხვის საღამოები, ასევე ძალიან ხშირად ვაწყობთ გაყიდვების მიმართულებით მრავალფეროვან აქციებს. ეს აქციები არა მარტო ჩვენს მომხმარებლებს ეხმარება აისრულონ ოცნება და შეიძინონ სახლი, არამედ ჩვენც ყოველი ღონისძიების შემდეგ უდიდეს გამოცდილებას ვიღებთ ხოლმე.

 

შეიძლება ისიც ითქვას, რომ არქიში მოსვლამდე მარტო ვიყავი, არქის შემდეგ კი ბევრი გავხდი. აქ ადამიანები თავიანთი ისტორიებით მოდიან, რომლებსაც გულისყურით ვუსმენ. ჩვენი საქმიანი ურთიერთობა ხშირად მეგობრობაში გადაიზრდება და სამსახურის გარეთაც გრძელდება ხოლმე. ასევე დავუმეგობრდი ძალიან ბევრ თანამშრომელს, ერთ-ერთი მათგანი კი ჩემი მეუღლეც გახდა, ამჟამად ბინაც არქიში გვაქვს და თავადვე ვართ არქელები.

 

ჩემი გეგმები

 

მიყვარს ყველაფერი, რაც საქართველოს ეხება. მინდა, რომ თითოეული კუთხე-კუნჭული ძირფესვიანად მოვიარო. განსაკუთრებით იმ უძველეს ადგილებს ვეტრფი, რომელთა შესახებ ბევრს არ გაუგონია. ყველაზე მეტად მინდა, რომ მყინვარწვერზე ავიდე.

 

მიხარია, რომ მწვერვალების დაპყრობაში არქი ხელს მიწყობს. მაგალითად, კომპანიაში შვებულებები თავისუფლად შემიძლია დავგეგმო და გამოვიყენო. თვითონ თანამშრომლებიც კი აქტიურად არიან ჩართულნი ამ პროცესში და ყველაფერში ხელს მიწყობენ ხოლმე.