Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდი

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, აირჩიოთ სასურველი ოფისი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

14/06/2021 _ ინტერვიუ

გაიცანით ნინო - პერსონალური მრჩეველი არქიში

 

 

ნინო დონაძე არქის გუნდს 4 წლის წინ შემოუერთდა. ის პერსონალური მრჩევლის პოზიციას იკავებს და არქის მომხმარებელს საოცნებო ბინის შერჩევაში ეხმარება.

 

პირველი დღე არქიში

 

არქიში გასაუბრებაზე 4 წლის წინ მოვედი. მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში 14-წლიანი გამოცდილება მქონდა, გასაუბრებაზე ძალიან ვღელავდი. მეტ გამოცდილებას ხომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა მოსდევს. ისეთ დიდ კომპანიაში მუშაობისას კი, როგორიც არქია, ეს პასუხისმგებლობა ორმაგდება.

 

როცა არქიში მოვედი, ახალი წელი ახლოვდებოდა. საახალწლო აქციის პარალელურად, გლდანი 2-ის პრისეილიც (წინასწარი გაყიდვების ღონისძიება) იყო დაგეგმილი. შესაბამისად, მუშაობის აქტიურ ფაზაში რამდენიმე დღეში გადავედი.

 

რაც ყველაზე მეტად ჩემს საქმიანობაში მომწონს

 

ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს. ჩემი საქმიანობა იმის შესაძლებლობას მაძლევს, რომ ბევრი ადამიანი გავიცნო. ბავშვობიდან ძალიან კომუნიკაბელური ვარ. ვფიქრობ, ეს უნარი ალბათ შინაგანად უნდა გქონდეს, რადგან ადამიანებთან ბუნებრივი იყო. როცა არქის პერსონალური მრჩევლის პოზიციაზე მუშაობ და მომავალ მობინადრეებს ოცნებას რეალობად უქცევ, ბუნებრიობა ამ დროს უმნიშვნელოვანესია. იმდენად მიყვარს ჩემი საქმიანობა, რომ ჩვენს მომხმარებელს ნებისმიერ დროს შემიძლია დავეხმარო.

 

ყველაზე მეტად, რაც არქიში მომწონს

 

არქის გუნდის წევრთან ერთად, არქელების დიდ ოჯახსაც ვეკუთვნი. ბინა არქის ერთ-ერთ საცხოვრებელ კომპლექსში მაქვს შეძენილი. კომპანია ძალიან ყურადღებიანია და ნებისმიერ დღესასწაულს გვილოცავს ხოლმე.

 

მჯერა, რომ თუ რამე პრობლემა შემექმნა, არქის იმედი მექნება. მაგალითად, პანდემიის პერიოდში კომპანია მაქსიმალურად გვერდში გვედგა. 1 კვირაში ჩვეულ რეჟიმსაც დავუბრუნდით. ეს ყურადღება და მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

 

რაც მთავარია, არქიში ცვლილებებს მუდმივად განვიცდი, სულ ფორმაში ვარ და პროფესიული კუთხით ვიზრდები. გაყიდვების სფერო იმდენად პროგრესირებადი პროფესიაა, რომ სიახლეებს მუდამ ფეხი უნდა აუწყო, რაშიც კომპანია გვერდით გვიდგას. აქ ხშირად ვაწყობთ წიგნის კითხვის დღეებსა თუ სხვადასხვა პროფესიულ ტრენინგს.  

 

რომ არა არქი

 

რომ არა არქი, ბევრ ახალ მეგობარს ვერ შევიძენდი. ამ კომპანიამ ძალიან ძვირფასი თანამშრომლები მაჩუქა, რომლებთან ურთიერთობა მხოლოდ სამუშაო საათებით არ შემოიფარგლება. მიხარია, რომ ამ ძლიერი გუნდის წევრი ვარ. ჩვენი გუნდის ნებისმიერი წარმატება კი ჩემთვის ძალიან ემოციურია, რადგან ამ ძალიან მაგარ საქმეში ჩემი წვლილიც არის.

 

ჩემ შესახებ

 

მიყვარს მუსიკა, სპექტაკლებზე სიარული და კითხვა. მყავს მეუღლე და 1 შვილი. თავისუფალ დროს მაქსიმალურად ვცდილობ, დრო ჩემ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გავატარო. ბედნიერი ვარ, რომ არქი ჩემს ინტერესებს ყოველთვის ითვალისწინებს და ყველაფერში ხელს მიწყობს.