Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდი

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, აირჩიოთ სასურველი ოფისი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

15/02/2021 _ ინტერიერი

განათების ტიპები ინტერიერის დიზაინში

განათებას ბინის ინტერიერის დიზაინში საოცრებების მოხდენა შეუძლია, ამიტომ აუცილებელია ისიც ისეთივე სიფრთხილითა და წინდახედულობით შეარჩიოთ, როგორც ფერებს, ავეჯსა და აქსესუარებს არჩევთ. განათება ინტერიერის საბაზისო ელემენტია, რომელიც მობინადრეს არა მარტო განწყობას უქმნის, არამედ ყოველდღიური სტანდარტული პროცედურების შესრულებაში ეხმარება. მაგალითად, სამზარეულოში კარგი განათება აუცილებელია იმისთვის, რომ საჭმლის მომზადება გაგიმარტივდეთ და ბასრ საგნებთან ფრთხილად იყოთ, საძინებლისთვის განკუთვნილი განათება უნდა გეხმარებოდეთ მყუდრო და დამამშვიდებელი ატმოსფეროს შექმნაში, სამუშაო ოთახში კი კარგი განათება აუცილებელია იმისთვის, რომ მუშაობის პროცესი პროდუქტიულად წარიმართოს.

 

 

არსებობს განათების სამი ტიპი: მთავარი, ფუნქციური და აქცენტური განათება.  

 

ძირითადი განათება

 

 

ძირითადი განათება სახლის განათების საბაზისო ფენაა. ეს არის სინათლე, რომელიც მთელ ოთახში ვრცელდება და უფრო ფუნქციური დანიშნულება აქვს, ვიდრე ესთეტიკური.

 

ძირითადი განათების ყველაზე გავრცელებული ვარიანტია ჭაღი, ასევე პოპულარულია ჭერის თუ კედლის სანათები და ტორშერები.

 

ძირითადი განათება თითოეულ მობინადრეს სჭირდება. ვიზუალური ეფექტის შესაქმნელად კი დიზაინერები განათების დანარჩენ ორ ფენასაც ამატებენ.

 

ფუნქციური განათება

 

 

ინტერიერის ასევე განუყოფელი ნაწილი ფუნქციური განათებაა. ეს არის განათების ტიპი, რომელსაც სპეციალური დანიშნულება აქვს. მაგალითად, ფუნქციური განათება გჭირდებათ, როდესაც სხვადასხვა აქტივობით ხართ დაკავებული - კითხვა, სწავლა, საჭმლის მომზადება, მაკიაჟის გაკეთება და სხვა.

ფუნქციური განათების შესაქმნელად დაგჭირდებათ:

  • მაგიდის სანათები
  • თაროების განათება
  • პირდაპირი ან ირიბი განათება
  • კოსმეტიკური განათება
  • იატაკის სანათები

 

სანამ ფუნქციურ განათებას აირჩევთ, ის აქტივობები ჩამოწერეთ, რომელთა შესრულებაც თითოეულ ოთახში გჭირდებათ. ეს განათების შერჩევას გაგიმარტივებთ.

 

აქცენტური განათება

 

 

განათებას ფუნქციურთან ერთად ხასიათისა და ატმოსფეროს შექმნა შეუძლია. სწორედ ამ ფუნქციის მატარებელია აქცენტური განათება, რომელიც ბინაში ანათებს და გამოკვეთ სურათებს თუ საინტერესო დეკორს.   

 

აქცენტური განათებებია:

 

  • სარკის და სურათის განათება
  • პირდაპირი ან ირიბი განათება
  • ჭაღები მარეგულირებელი ჩამრთველებით
  • კედლის ბრა
  • მინის შიდა განათება

 

ერთ-ერთი ხრიკი გაორმაგებული აქცენტური განათების შესაქმნელად ჭაღისთვისა და კედლის ბრისთვის მარეგულირებელი ჩამრთველების დამონტაჟებაა.

 

აქცენტური განათების შერჩევისას დაფიქრდით, რა ემოციას უნდა გაძლევდეთ ესა თუ ის ოთახი? რომელი დიზაინერული ელემენტის გამოკვეთა გსურთ? აირჩიეთ ლამაზი სურათი ან ავეჯი და გაანათეთ ისინი სპეციალურათ მათთვის განკუთვნილი განათებით.

 

განათების შერჩევა რემონტის პროცესის ბოლო საფეხურებზე ხდება ხოლმე. მიუხედავად ამისა, როგორც ხვდებით, განათებას ინტერიერის დიზაინში უმნიშვნელოვანესი როლი შეიძლება ჰქონდეს. თუ თქვენ ცხოვრობთ არქის დასრულებულ პროექტში და უკვე განათების შერჩევის პროცესზე ხართ, სპეციალურად თქვენთვის განკუთვნილი არქი ქარდის დახმარებით, განათების მაღაზიებში სასურველი პროდუქცია შეგიძლიათ დიდი ფასდაკლებით შეიძინოთ.