შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
სააბაზანო ოთახისთვის განათება ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტია. ამ ოთახში, სადაც ჩვენი ყოველი დღე იწყება და სრულდება, კარგ განათებას ესთეტიკურ მახასიათებლებთან ერთად, უდიდესი ფუნქციური დატვირთვაც გააჩნია. თავის მოწესრიგება, მაკიაჟის წასმა, წვერის გაპარსვა და მსგავსი აქტივობები კარგ განათებას მოითხოვს. არ არსებობს უნივერსალური ტიპის განათება, რომელიც კონკრეტულად სააბაზანო ოთახისთვის არის შექმნილი. სწორედ, ამიტომ, ამ სივრცისთვის გამოიყენება სხვადასხვა ტიპის განათების წყაროები, რომლებიც ერთიან სისტემას ქმნიან და კარგ განათებას უზრუნველყოფენ.
ჭერის განათება
სააბაზანოს ჭერის განათება იმ სანათებისგან შედგება, რომლებიც ჭერის ცენტრალურ ნაწილში არის დაკიდული. ჭერის სანათი ძირითად განათებას უზრუნველყოფს, რომლის შუქ-ჩრდილები მთელ აბაზანაში ნაწილდება, მათ შორის, სარკესა და ზედაპირებზე. მიუხედავად ამ ფაქტისა, იშვიათად შეხვდებით ისეთ აბაზანას, სადაც ჭერის განათება სინათლის ერთადერთი წყაროა.
კედლის ბრები
კედლის ბრა ძირითადად შეგხვდებათ წყვილი რაოდენობით, რომლებიც სარკის ორივე მხარეს, პირსაბნის მაღლა თავსდება. სანათის ჩრდილები იმ შუქს ბლოკავს, რომელსაც ადამიანის სახე სარკეში ჩახედვისას ირეკლავს ხოლმე. კედლის ბრა განათების იდეალურ წყაროა, რომელიც სახეზე მცირე ჩრდილების გადანაწილებას უზრუნველყოფს. მისი საშუალებით, შუქჩრდილები ზუსტად მობინადრის სახისკენ არის მიმართული. კედლის ბრა განათების სხვა წყაროებთან შედარებით ყველაზე მეტად შესამჩნევია.
კოსმეტიკური განათება
სააბაზანოსთვის განკუთვნილი კოსმეტიკური განათება წამოადგენს ორ ან მეტ სანათს, რომელიც სარკის გარშემო მონტაჟდება. ამ ტიპის განათება მიმართულია სააბაზანო ნიჟარისა და ზედაპირისკენ. გაითვალისწინეთ, ის შუქჩრდილებიც, რომლებსაც ეს განათება ქმნის, რადგან გადაჭარბებული შუქის სახეზე მოხვედრა სხვადასხვა აქტივობის შესრულებაში ხელს შეგიშლით.
ჭაღი
სააბაზანო ოთახისთვის ყველაზე უჩვეულო განათების ტიპი ჭაღია, თუმცა მას მრავალ მდიდრულ ინტერიერში შეხვდებით. თუ მას პირსაბნის თავზე დაკიდებთ, თავს ისე იგრძნობთ, როგორც 5-ვარსკლავიან სასტუმროში. ჭაღი სააბაზანოს დიზაინს ჰარმონიულად რომ შეერწყას, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ოთახი მაღალჭერიანი იყოს.
წერტილოვანი განათება
წერტილოვანი განათება ჭერის შიგნით მონტაჟდება და არაჩვეულებრივად ზოგავს სივრცეს. ამ ტიპის განათება იდეალურია პატარა ფართის სააბაზანო ოთახებისთვის. ამ შემთხვევაში, წერტილოვანი სანათები უზრუნველყოფენ ძირითად განათებას. თუ ოთახი შედარებით დიდი ზომისაა, წერტილოვანი განათება ცენტრში მონტაჟდება.
თუ ბინა არქიში გაქვთ შეძენილი, თქვენ არქი ქარდი გადმოგეცემათ. მისი დახმარებით, არქის პარტნიორ განათების სხვადასხვა კომპანიაში ნებისმიერი სახეობის სანათებს შეიძენთ.