შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
იაპონური სტილი ინტერიერში მინიმალიზმის ეთნიკური მიმართულებაა, რომელიც მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. შეუცვლელ ესთეტიკურ მუხტთან ერთად, ინტერიერის დიზაინი თავისი ლაკონურობითა და ფერების მიქსით გამოირჩევა. თავად იაპონური სტილი დაკავშირებულია ბუდისტურ ფილოსოფიასთან და ინტერიერში ბუნებისა და სახლის შეუცვლელ კავშირს ითვალისწინებს. სილამაზე ხომ სახლიდან იწყება?! იაპონელები ქმნიან ისეთი სტილის სახლებს, სადაც ბუნებრივი სილამაზე იგრძნობა, დიზაინს კი მაცხოვრებლისთვის სიმშვიდე მოაქვს. იაპონური სტილის მახასიათებლების გაცნობით, თქვენ შეგეძლებათ ეს სტილი თქვენს სახლშიც გადმოიტანოთ.
ფერები
ბუნება მთელი თავისი არსებით სახლში რომ ასახონ, იაპონელები ამისთვის ფერთა პალიტრას იყენებენ. პრედომინანტური ფერები მიიღება ხისა და მცენარეების ელემენტებისგან, შესაბამისად, ყავისფერი და მწვანე იაპონურ სახლში მნიშვნელოვანი როლის მატარებელი ფერებია. ხოლო, წამყვანი პოზიცია ნეიტრალურ ფერებს უჭირავთ, მაგალითად, თეთრი და მისი ნათელი ჩრდილები: ღია ბეჟისფერი, რძისფერი და კრემისფერი.
მასალები
იმისთვის, რომ იაპონური სტილის ელემენტები თქვენს სახლში შემოიტანოთ, მისთვის დამახასიათებელი მასალები გაითვალისწინეთ:
ავეჯი
იაპონური ფილოსოფია მიწიერ, ამქვეყნიურ წესრიგს აიდეალებს. თავად ცნობილი ჩაის ცერემონიის დროსაც, იაპონელები ბალიშებზე სხედან და ჩაის ისე მიირთმევენ. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ იაპონური სტილის მახასიათებელი სწორედ დაბალი ავეჯია. ტრადიციული იაპონური სახლები ითვალისწინებს: ჩაის სმისთვის განკუთვნილ დაბალ მაგიდებს, საწოლის ნაცვლად ხშირად გამოყენებულია მატრასები, კაბინეტის ფორმის სათავსოებს კი მოძრავი კარი აქვთ.
განათება
იაპონური დიზაინი მინიმალისტური სტილისა და ღია სივრცის პრინციპებს იზიარებს. ამ ესთეტიკის მისაღწევად კი ბუნებრივი სინათლე გამოიყენება. ეს უკანასკნელი სახლს ათასი ფერითა და ბუნების ხედით ავსებს. სწორედ ამიტომ იაპონური სახლები გამორჩეულია დიდი და მასიური ფანჯრებით, საიდანაც მზის უხვი სინათლე შემოდის.
რაც შეეხება სახლის განათებას, იაპონური სტილი უპირატესობას გაფანტულ განათებას ანიჭებს. აბაჟურით გაფორმებული სანათურები უზრუნველყოფენ მშვიდი და მყუდრო ატმოსფეროს შექმნას. მსგავსი განათებით ასევე შესაძლებელია კონკრეტული დეტალების გამოკვეთა და ზონირება.
ტექსტილი
ნეიტრალური ჩრდილებით შექმნილი ბუნებრივი ქსოვილები იმის გასაღებია, რომ შექმნათ მინიმალისტური მყუდრო ატმოსფერო. აბრეშუმი, ბამბა ან შერეული ქსოვილები ტრადიციული პატერნითა თუ იეროგლიფებით ქმნის სივრცეს, რომელიც იაპონურ მუხტს გაძლევთ. იაპონური ტექსტილი ყველაზე კარგად ფარდებზე შეგიძლიათ ასახოთ, სახლში კი აღმოსავლური სულისკვეთება შექმნათ.