Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდი

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, აირჩიოთ სასურველი ოფისი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

04/05/2021 _ ინტერიერი

რა ტიპის იატაკი უნდა დააგოთ სააბაზანო ოთახში?

სახლის რემონტის დროს იატაკის შერჩევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. იატაკს არა მხოლოდ ფუნქციური, ასევე უდიდესი ვიზუალური დატვირთვა აქვს. მისი საფარის შერჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ოთახის მახასიათებლები, რომელშიც იატაკის დაგებას აპირებთ. მაგალითად, სააბაზანოში დაგებული იატაკი უნდა იყოს ნესტის მიმართ გამძლე, მარტივად დასაგები და ვიზუალურად ლამაზი. გაითვალისწინეთ, ისიც, რომ სააბაზანო სახლში ყველაზე ნესტიანი წერტილია, სადაც იატაკის არასწორი საფარი წყლისგან შეიძლება მარტივად დაზიანდეს. თუ როგორ უნდა შეარჩიოთ იატაკის საფარი სააბაზანო ოთახისთვის, ქვემოთ მოცემულ რჩევებს მიჰყევით.

 

ფაიფურისა და კერამიკული ფილები

 

 

სააბაზანოში საუკეთესო მასალის იატაკი კერამიკული და ფაიფურის ფილებია. ორივე მათგანი გამოირჩევა წყალგამძლეობით და არის ბიუჯეტური არჩევანი. ფაიფურის ფილა ვინილს წააგავს, კერამიკული ფილა კი - ხეს ან ქვას. მათი იმდენად მრავალფეროვანი არჩევანი არსებობს ფორმებისა და ზომების მიხედვით, რომ სასურველი ვარიანტის შერჩევა არ გაგიჭირდებათ. რაც მთავარია, როგორც კერამიკული, ასევე ფაიფურის ფილები მარტივად იწმინდება. შევაჯამოთ:

 

უპირატესობებია:

 

  • მრავალფეროვანი არჩევანი
  • მარტივად იწმინდება
  • გამძლეა ტემპერატურის ცვალებადობის მიმართ

 

ნაკლია:

 

  • ცივია
  • უმეტესწილად ნეიტრალური დიზაინისაა
  • სრიალაა

 

ვინილის იატაკი:

 

 

პრაქტიკული და ვიზუალურად ლამაზი ვინილის იატაკი სააბაზანოში ხშირად შეგხვდებათ. მისი დაზიანება დიდი რაოდენობის წყალსაც არ შეუძლია. ვინილის იატაკი შეგიძლიათ თავადაც დაამონატჟოთ. მისი ძალიან დიდი არჩევანი არსებობს და სააბაზანოში ინტერიერის ნებისმიერ სტილს შეგიძლიათ შეუსაბამოთ.

 

უპირატესობებია

 

  • 100%-იანი წყალგამძლე
  • მარტივად მონტაჟდება

 

ნაკლია

 

  • არასწორი დამონტაჟების შემთხვევაში, ფილებს შორის ნაპრალები ჩნდება

 

ბუნებრივი ქვა

 

 

სააბაზანო ოთახში ბუნებრივი ქვა შედარებით არაბიუჯეტური, მაგრამ ვიზუალურად ძალიან ლამაზი ვარიანტია. მყარი იატაკის საფარი ზამთარში შედარებით ცივია, თუმცა მისი გათბობა ცენტრალური გათბობითაც შეგიძლიათ.

 

უპირატესობები:

 

  • გამძლეობა

 

ნაკლი:

 

  • არაბიუჯეტური
  • დამონტაჟებისთვის გჭირდებათ ხელოსანი

 

ლამინატის იატაკი

 

 

ყველაზე იშვიათად სააბაზანოში ლამინატის იატაკის საფარს აგებენ. ლამინატი დიდი რაოდენობის წყალს და ნესტს ვერ უძლებს, ამიტომ მისი გაფუჭება მარტივად შეიძლება. ამ მიზეზის გამო, ლამინატის იატაკის დაგებისას, მას დამატებით საფარსაც უმატებენ. ლამინატი მარტივად იწმინდება და საკმაოდ ბიუჯეტიური ვარიანტია.

 

უპირატესობები:

 

  • ბიუჯეტური
  • მარტივად მონტაჟდება

 

ნაკლი:

  • ვერ უძლებს წყლის დიდ რაოდენობას

 

თუ ბინა არქის რომელიმე პროექტში გაქვთ შეძენილი და უკვე გადმოგეცათ არქი ქარდი, სასურველი იატაკის საფარი შეგიძლიათ არქის პარტნიორ კომპანიებში, დიდი ფასდაკლებით შეიძინოთ.