შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
ცივი დღეები დასასრულს მიუახლოვდა და ზამთარიც უკან მოვიტოვეთ. სასიამოვნო ამინდებმა შეგვახსენა, რომ უკვე ცვლილებების დროა! გაზაფხული ხომ სწორედ სიცოცხლისა და ენერგიის სეზონია, რომელიც თქვენს ცხოვრებაში ინტერიერის ცვლილებებთან ერთად შეგიძლიათ შემოიტანოთ.
იმისთვის, რომ ბინაში საგაზაფხულო განწყობა შექმნათ, სარემონტო სამუშაოები სულაც არ არის საჭირო. პატარა დეტალებსაც კი შეუძლიათ ინტერიერის გადასხვაფერება და სახლში გაზაფხულის „შემოპატიჟება“.
თუ გსურთ თქვენს ბინაში ინტერიერი მარტივად და ბიუჯეტურად გადაახალისოთ, შემდეგი რჩევები გაითვალისწინეთ:
განათება - პირველი ნაბიჯი გაზაფხულისკენ
ზამთრისთვის დამახასიათებელი უმზეო ამინდები, გაზაფხულის გრძელმა და ნათელმა დღეებმა შეცვალა. სინათლე და სითბო ადამიანების განწყობაზე დადებითად მოქმედებს, სწორედ ამიტომ, ინტერიერის დიზაინერები ცდილობენ ბინები განათებით მაქსიმალურად დატვირთონ.
გაზაფხულის მოსვლასთან ერთად შეგიძლიათ:
თხელი ფარდებიდან შემომავალი ბუნებრივი სინათლე პოზიტიურ განწყობას შეგიქმნით და თავს ბედნიერად გაგრძნობინებთ.
ნივთების გადაადგილება
როგორც აღვნიშნეთ, პატარა დეტალების ცვლილებასაც კი ინტერიერის დიზაინში უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია. მაგალითად, ავეჯის გადაადგილება ბინის აღქმის ახლებურ პერსპექტივას მოგცემთ.
საგაზაფხულო მუხტის შემოსატანად:
ავეჯის ცვლილებასთან ერთად, დამატებითი ახალი დეკორაციები ინტერიერის გადასახალისებლად და გაზაფხულის განწყობის შესაქმნელად გამოიყენეთ.
გაზაფხულის ფერები - ენერგიული და პოზიტიური ცვლიებებისთვის
ბინაში შესვლისთანავე, პირველი, რაც გაზაფხულს გაგახსენებთ, ეს საგაზაფხულო ფერებია.
რომელი ფერები უკავშირდება ამ სეზონს?
მოცემული ფერების გამოყენებით ინტერიერში საგაზაფხულო მუხტს შემოიტანთ. შეგიძლიათ შეიძინოთ ამ ფერის დეკორაციები, ან ერთ-ერთ მზიან დღეს თქვენ თავადვე შეღებოთ კედლები, თაროები თუ სათავსოები. შეასრულეთ ეს აქტივობა ოჯახის წევრებთან ერთად, რაც ამ პროცესს უფრო სასიამოვნოს, სახალისოს და დასამახსოვრებელს გახდის.
ბინის მოწესრიგება და ორგანიზება
ბევრი თქვენგანისთვის ნაცნობი იქნება, თუ როგორ ასოცირდება ზამთრის შემდგომი პერიოდი სახლის საფუძვლიანად დალაგებასა და ორგანიზებასთან. შედეგად, მიიღებთ სივრცეს, რომელიც არ არის გადატვირთული და მასში სივრცულობა თუ ჰაეროვნება იგრძნობა.
მიაქციეთ დიდი ყურადღება იატაკს და ხალიჩებს. შეიძინეთ ღია ფერის ხალიჩა, რომელიც თქვენს სახლში საგაზაფხულო განწყობას გაამძაფრებს.
მცენარეები, მცენარეები და მცენარეები...
რა ასოცირდება გაზაფხულთან ყველაზე მეტად, თუ არა მცენარეები? მწვანე ფერთან ერთად, მცენარეები თქვენს ინტერიერში სილაღესა, სუფთა ჰაერსა და სასიამოვნო არომატს შემოიტანენ.
რომელია გაზაფხულის მცენარეები?
გაზაფხული იდეალურია თქვენი აივნის გადასახალისებლად, სადაც ეს სეზონი ყველაზე მეტად შეგიძლიათ შეიგრძნოთ. საგაზაფხულო მცენარეები ამ სივრცესაც ტკბილ სურნელს მოფენს.
უკვე დაიწყეთ გაზაფხულისთვის მზადება? ვიმედოვნებთ, ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ, თქვენს ბინაში ნამდვილი გაზაფხული მოაწყოთ და თბილი დღეების მოსვლას მომზადებული დახვდეთ.