შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
მოდა, ტრენდები წლიდან წლამდე, სეზონიდან სეზონამდე იცვლება. ადამიანების უმრავლესობას ფუფუნებად მიაჩნია სახლში ინტერიერის შეცვლა და ჰგონიათ, რომ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. რა უნდა გააკეთო, თუ სიახლეები გიყვარს, გინდა შენი ბინა მოდური და სეზონის შესაფერისი იყოს? ამ კითხვაზე პასუხს ამ ბლოგში იპოვი.
ბინის ინტერიერის ცვლილება სულაც არ ნიშნავს რემონტს, კედლების გადაღებვას და ავეჯის სრულად შეცვლას. შეგიძლია ძალიან მარტივი ხერხებით შექმნა მოდური გარემო, რომელიც სეზონის შესაფერისიც იქნება და განწყობაზეც დადებითად იმოქმედებს.
ოპტიმიზმი და სინათლე ბინაში
ზაფხულის მოსვლა ოპტიმიზმთან ასოცრიდება. ეს სეზონი გვაძლევს შესაძლებლობას კაშკაშა ფერები გამოვიყენოთ და სინათლე შევიტანოთ სახლის ინტერიერში. მრავალფუნქციური და ორიგინალური დიზაინის ნივთები კაშკაშა ფერებთან ერთად (განსაკუთრებით ყვითელი) ნამდვილად პასუხობს თანამედროვე მოდას. მაგიდის ყვითელი გადასაფარებელი, ყვითელი ხალიჩა ან ორიგინალური ფორმის სანათით და ნებისმიერი თანამედროვე დეკორაციული ნივთით მთელ ოთახს მოდურს, ძალიან ტრენდულს გახდის.
ბუნება და სიცოცხლე ბინაში
ბუნებრივი მასალები, როგორიცაა სანაპიროდან წამოღებული კენჭები, ხე და ცოცხალი მცენარეები 2022 წლის ტრენდების განუყოფელი ნაწილია. მოდურობის გარდა, ნატურალური ხე კომფორტსაც ქმნის. შეგიძლია გამოიყენო, როგორც ხის დაუმუშავებელი ნაწილი, ასევე ხის ფერი სკამები და დიდი, მასიური მაგიდები. ბუნების ნაწილის სახლის ინტერიერში გადმოტანას ბინაში შემოაქვს სიცოცხლე, სიმყუდროვე და დადებითი ენერგეტიკა.
ექსტრავაგანტური ნივთები
მოდაშია დეკორაციაში მცირე რაოდენობის ნივთის გამოყენება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს მინიმალიზმს. შეიძლება გამოიყენოთ ცოტა ნივთი, მაგრამ თითოეული იყოს სახასიათო, თამამი და ექსტრავაგანტურიც კი. მაგალითად: დიდი კედლის ხალიჩა, ელეგანტური და ფერადი კერამიკა, თანამედროვე ხელოვნების ნიმუშის პოსტერი.
ნოსტალგია
თუ თანამედროვცე სტილი დიდად არ გხიბლავს, მოდას ვინტაჟური ნივთებითაც არ ჩამორჩები. თავისუფლად შეგიძლია ინტერიერში შუა საუკუნეების სტილის ავეჯი ან 70-იანი წლების მოდა დააბრუნო. კლასიკური და რეტრო სტილიც კი უპასუხებს თანამედროვე მოდას, თუ კი მასში, რომელიმე ნათელ და ცოცხალ ფერს, ან გამორჩეული ფორმის ავეჯს გამოიყენებ.
ასე რომ, თუ არ გვინდა 2022 წლის ზაფხულის მოდას ჩამოვრჩეთ, სახლის ინტერიერში საკუთარი ინდივიდუალიზმი და გემოვნება განსხვავებული ფერით, ბუნებრივი მასალებით უნდა გამოხვატოთ.