Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდი

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, აირჩიოთ სასურველი ოფისი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

26/03/2022 _ ინტერიერი

რა არის იტალიური დიზაინი და მისი მახასიათებლები

 


იტალია დიდი ხანია ითვლება მსოფლიოს ლიდერად მოდის, არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში.

როდესაც ფიქრობთ მარადიულ ხელოვნებასა და განსაცვიფრებელ დიზაინერებზე, თქვენი გონება მყისიერად მიდის იტალიური სტილისკენ. გასაკვირი არ არის, რომ ბევრ ადამიანს სურს საკუთარი სახლი შეავსოს იტალიური ინტერიერის ელეგანტურობით.

 

 

 

 

 

 


რა არის იტალიური ინტერიერის დიზაინი?

 


მსოფლიოს გატაცება იტალიური ინტერიერის დიზაინით სათავეს რენესანსული დიზაინითა და არქიტექტურით იღებს. მოგზაურებმა მთელი მსოფლიოდან დაწერეს შთამბეჭდავი ნაწარმოებები განსაცვიფრებელი შენობების, ხელოვნების, დიზაინისა და მოდის შესახებ, რომელიც მათ მე-15 საუკუნის ფლორენციაში, ვენეციაში, რომსა და მილანში წააწყდნენ.


ძველი იტალიური სამყაროს ორნამენტული დიზაინი საზოგადოებას დღესაც აცვიფრებს, დროთა განმავლობაში კი, მათ კულტურაში დიზაინი იზრდება და ვითარდება. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარს მოიხსენიებენ როგორც ელეგანტურ და თანამედროვე იტალიური დიზაინის მოძრაობად.


ადრეულ პერიოდში, ინტერიერში მხოლოდ ერთი მიმართულების დიზაინს ვხვდებოდით, თუმცა ახლა ორი ან მეტი სტილი შერევა საკმაოდ აქტუალურია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენი სახლის გასამრავალფეროვნებლად მეტი ალტერნატივა გაქვთ. მაგალითად, თავისუფლად შეგიძლიათ შეუხამოთ შუა-საუკუნეებისთვის დამახასიათებელ ლაუნჯს რამდენიმე ბაროკოული ორნამენტი, ეს კი მდიდრულ კონტრასტს შექმნის. 

 

 

 

 

 

 

 

 


რა არის იტალიური ინტერიერის დიზაინის მახასიათებლები? 

 


იტალიური დიზაინი მოიცავს გემოვნებიან, კლასიკურ, მინიმალისტურ და მაღალი ხარისხის ძვირადღირებულ ნივთებს. სწორედ ამიტომ, უმჯობესია მეტი გადაიხადოთ და ნამდვილად გამორჩეული ნივთები შეიძინოთ, ვიდრე ბევრი და უხარისხო ავეჯი და დეკორი დადგათ. იმისათვის, რომ რეალურად გაითავისოთ იტალიური ინტერიერის დიზაინის ეთოსი, თითოეული ნივთის სილამაზე და დიზაინი ისე უნდა შეაფასოთ, როგორც ხელოვნების ნიმუში.

თქვენი სახლის არც ერთი სანტიმეტრი არ უნდა იყოს შეუმჩნეველი - თუ არ გყავთ ოსტატი ხელოსანი კედლის პანელებისთვის, უნდა იფიქროთ იმაზე, რომ შეიძინოთ ნაკლები და მეტი დახარჯოთ თითოეულ ნივთზე.

დროთა განმავლობაში, თქვენი სახლი შეივსება უნიკალური ელემენტებითა და ავეჯით. 


თუ ბიუჯეტზე ნერვიულობთ, არ არის აუცილებელი ძალიან ბევრი დახარჯოთ. თუ არტისტული ხედვა გაქვთ, იტალიური დიზაინის მიღება მცირე ბიუჯეტითაც არის შესაძლებელი. ძვირადღირებული ნახატის ნაცვლად, შეგიძლიათ ადგილობრივი ნიჭიერი მხატვრის დაქირავებით კედელი ორიგინალურად მოხატოთ, ან ძველი ხის ავეჯს, რესტავრაციით მდიდრული შეხედულება შესძინოთ. 

 

 

 

 

 

 


10 რჩევა და ხრიკი, რომელიც დაგეხმარებათ მიაღწიოთ იტალიური ინტერიერის სრულყოფილებას

 

 ამ რჩევების დაცვა დაგეხმარებათ გააცოცხლოთ იტალიური ინტერიერის დიზაინი და შეცვალოთ თქვენი სახლი

 

 

 ნუ შეგეშინდებათ შეურიოთ თანამედროვე და ისტორიული ელემენტები

 


იტალია ხანგრძლივი და საინტერესო ისტორია აქვს, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ისტორიის კვალი მათ დიზაინშიც აისახება. მართალია თქვენი სივრცე სუფთა და თანამედროვე უნდა იყოს, მაგრამ რამდენიმე ბაროკოული და ორნამენტული სტილის ავეჯი ნამდვილად გამორჩეულ და გემოვნებიან სინთეზს შექმნის. 


მაშინაც კი, თუ ახალ შენობაში ცხოვრობთ, შეგიძლიათ აღადგინოთ წარსულის ისტორია და მნიშვნელობა ანტიკვარული მაღაზიების და ონლაინ აუქციონების დათვალიერებით, რათა იპოვოთ ავთენტური და ისტორიული ნივთები თქვენი სახლისთვის.

 

 

 

 

 

 

 


ნუ მოერიდებით ცალკე მდგომ ავეჯს

 


ცალკე მდგომი ავეჯი გულისხმობს ისეთი სტილის, ფერის, ფორმის ან ტექსტურის ავეჯს, რომელიც ამოვარდნილია სივრცეში არსებული დიზაინიდან, არ ჰგავს შერჩეული დიზაინის მიმდინარეობას და წარმოდგენილია როგორც ცალკე, ინდივიდუალური ნივთი გამორჩეული, თვალში მოსახვედრი  ვიზუალური დატვირთვით. 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბევრი გასაოცარი იტალიური სახლი ურევს მოდერნიზმს წარსულის დიზაინს. ასეთ შემთხვევებში ცალკე მდგომ ავეჯს, მაგალითად სავარძელს,  შეუძლია ინტერიერის ორი მიმდინარეობა ჰარმონიულად დააკავშიროს.  

 


ღია სივრცეები და მინიმალიზმი 

 

 

თუ გსურთ მიიღოთ იტალიური დიზაინის იერსახე, მაშინ გაითვალისწინეთ, რომ ღია სივრცე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ ვიზუალის მისაღწევად. იტალიური სახლები, როგორც წესი, უფრო ღია და ფართოა, ვიდრე ბრიტანული სახლები, ნაკლები კედლებითა და ნაკლები სიმყუდროვით. მისთვის დამახასიათებელია მასიური ოთახები, მაღალი ჭერი და ღია ტერასები.


ამ განცდის მისაღებად, თუნდაც მცირე სივრცეში, უნდა გაითვალისწინოთ არასაჭირო კედლების ჩამონგრევა, რათა შექმნათ ღია გეგმის სამზარეულო/სასადილო სივრცე. შეუშვით სინათლე მაქსიმალურად და ნუ გადატვირთავთ თქვენს სივრცეს დამატებითი ავეჯითა და ჭურჭლით - უმჯობესია, რომ გქონდეთ სივრცე, რომელსაც შეუძლია "სუნთქვა".

 

 

 

 

 

 

 

 

 

ისარგებლეთ იტალიური ქვის ნაკეთობით 

 

 

იტალიელები ლეგენდარულები არიან ქვის ნაკეთობების გამოყენებაში, დაწყებული ტერაკოტას კრამიტით, დამთავრებული მათი ცნობილი მარმარილოს დახლებითა და აბანოებით. ყველას არ შეუძლია იატაკის გადაკეთება ან შეიძინოს ნამდვილი მარმარილო მილანიდან, მაგრამ თუ კედელს რამდენიმე გამორჩეულ ფილას დაამატებთ, იქნება ეს ხმელთაშუაზღვის სტილში მოხატული თუ მოზაიკური, შესანიშნავი და ბიუჯეტური მეთოდია იტალიური ესთეტიკის შესაქმნელად. 

 

 

 

 

 

 

 

 


მყუდრო მინიმალიზმი 

 


მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე იტალიური დიზაინი თითქმის სკანდინავიურია თავისი მინიმალიზმით, ის არასოდეს იხრება ჩრდილოეთისთვის დამახასიათებელი სიმცირით. 

იტალიური მინიმალიზმი გაჯერებულია თბილი და მდიდრული ტექსტურებით, მასიური ავეჯითა და ხელოვნების ნიმუშებით. 

 

 

 

 

 

 


სამზარეულო არის სახლის ცენტრი 

 


იტალია სახელგანთქმულია სანახაობრივი სამზარეულოთი. მათთვის სამზარეულო არის ადგილი სადაც კომფორტულად შეძლებ საოჯახო სადილებისა და წვეულებების მოწყობას და ასევე სოციალიზაციასა და განტვირთვას. თუ სივრცეს ამის საშუალებას გაძლევთ, მოათავსეთ სამზარეულოსთან დივანი ან კომფორტული სკამები, ასე სტუმრები მასპინძელთან სოციალიზაციას უკეთ შეძლებენ. 

 

 

 

 

 

 

 

თანაბრად მნიშვნელოვანია თქვენი სასადილო ოთახი

 


რა თქმა უნდა, ამ მდიდრული სამზარეულოს შემდეგ, იტალიელები იკრიბებიან სასადილო ოთახში. ეს შეიძლება იყოს თქვენი სამზარეულოს პატარა კუთხე, თქვენი ლაუნჯის განშტოება ან სრულიად ცალკე ოთახი. გამოიყენეთ მაღალი ხარისხის თეთრეული, განათავსეთ ახალი ყვავილების ვაზა და მიირთვით თქვენი საჭმელი ესთეტიკურ ჭურჭელზე, რომელიც საკვებს კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის.

 

 

ნეიტრალური არ უნდა იყოს მოსაწყენი 

 


როდესაც გესმით სიტყვა "ნეიტრალური", შეიძლება უკვე იგრძნოთ მოწყენილობა - მაგრამ ნეიტრალური ფერები რეალურად შეიძლება იყოს მდიდარი, ამაღელვებელი და ტკბილი.  ნეიტრალურ ფერებს შეუთავსეთ ღვინის ან მწვანე ზეითუნის ფერები, მიწიერი ყავისფერი და ნარინჯისფერი. 

 

 

 

 

 

 


დაამატეთ იტალიური კლასიკა ისტორიის წარმოსაჩენად 

 


თუ ნამდვილად გსურთ ახალ იდეებს მიაგნოთ, გაითვალისწინეთ ძველი იტალიური მოდის ჟურნალები, არქიტექტურის ჟურნალები ან უყურეთ კლასიკური ფილმს. კლასიკური იტალიური სამოგზაურო პლაკატის ან უფრო თანამედროვე ნაწილის დამატება, რომელიც შთაგონებულია საკულტო იტალიელი დიზაინერებით, ნამდვილად გაახალისებს თქვენს სივრცეს და მარადიულ ელემენტს შესძენს. 

 

 

ცალკეული განათება 

 


იტალიელებმა იციან განათების მნიშვნელობა და სწორედ ამიტომ არიან ცნობილები თავიანთი ჭაღებით. თუმცა არ არის აუცილებელი ტრადიციული ჭაღი შეიძინოთ. განიხილეთ ალტერნატიული ვარიანტებიც. მაგალითად იატაკის ტორშერი რომელიც ოთახის ზონირებასაც მოახდენს და გამორჩეული ელემენტის სახით იქნება წარმოდგენილი. 

 

 

 

 

 

 


 იტალიური დიზაინი ძალდაუტანებელი ფუფუნებაა 

 


თუ იტალიური დიზაინი გიზიდავთ და თქვენი სახლის ტრანსფორმაციას გადაწყვეტთ, აუცილებლად მიჰყევით ამ რჩევებს, მაგრამ თავისუფლად გადაუხვიეთ სტანდარტებს, რადგან არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, რომ საკუთარ სახლში თქვენი ინდივიდუალურობა იგრძნობოდეს გქონდეთ ის ნივთები, რომლებიც ნამდვილად გიყვართ და სიამოვნებას განიჭებთ.