შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
ენერგოეფექტურობა მთელი მსოფლიოსა და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. თავად ეს ტერმინი ნიშნავს დავიკმაყოფილოთ საკუთარი ენერგომოთხოვნები ისე, რომ გარემოზე მინიმალური ზეგავლენა მოვახდინოთ. ენერგოეფექტური მშენებლობები მობინადრეებისთვისაც უამრავი სარგებლის მომტანია, მთავარი კი ხარჯების პრევენციაა. მაგალითად, ენერგოეფექტურ ბინაში მაცხოვრებელს გათბობა-გაგრილებაზე ბევრად უფრო ნაკლების გადახდა უწევს, ვიდრე ძველებურ ბინაში. ეს პრაქტიკა საქართველოში ნელ-ნელა იკიდებს ფეხს. 2019 წელს კი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (ERBD) საუკეთესო ენერგოეფექტურ საცხოვრებელ კომპლექსად არქი თაუერი დაასახელა.
არქი თაუერი, როგორც არქის ყველა სხვა პროექტი, მშენებლობაში ენერგოდამზოგავ სამშენებლო მასალას, გერმანული წარმოების „იტონგს“ იყენებს. იტონგი - ეს არის მაღალტექნოლოგიური, ინოვაციური სამშენებლო ბლოკი, რომელიც უზრუნველყოფს ენერგოეფექტურობას და უმაღლეს საექსპლოატაციო ხარისხს. იტონგი მსოფლიო ბაზარზე სამშენებლო მასალებს შორის წამყვან პოზიციას იკავებს, რასაც მისი 80-წლიანი გამოცდილებაც ადასტურებს. როგორც არქის წარმომადგენელი, დიმა ადამია, ამბობს, რადგან კომპანიის მთავარი პრიორიტეტი ხარისხია, შესაბამისად, მშენებლობებში უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალები გამოიყენება.
„განსაკუთრებით აღსანიშნავია გერმანული წარმოების ენერგოეფექტური ბლოკი „იტონგი“, რომელსაც ჩვენს ყველა საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში ვიყენებთ. აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ იტონგს შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს გათბობა-გაგრილების დანახარჯები და მთელი წლის განმავლობაში ოთახში კომფორტული კლიმატური გარემო შექმნას. უფრო რომ გავშალოთ, ჩვეულებრივ სამშენებლო ბლოკთან შედარებით იტონგის ბლოკს 6-ჯერ ნაკლები თბოგამტარობა ახასიათებს. ამ ბლოკით აშენებული შენობა უფრო დიდხანს ინარჩუნებს ოთახის ტემპერატურას, შენობის გასათბობად და გასაგრილებლად კი 40%-ით ნაკლები ენერგია იხარჯება. საგრძნობლად დაბალია ის კომუნალური გადასახადები, რომლებიც ჩვენს მობინადრეებს ზაფხულისა და ზამთრის განმავლობაში მისდით ხოლმე“, - ამბობს დიმა.
ენერგოეფექტურ და თბოსაიზოლაციო თვისებებთან ერთად, იტონგი ცეცხლგამძლეობითაც გამოირჩევა. მას გააჩნია ცეცხლმედეგობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და პირდაპირი ალის ზემოქმედებას 4 საათი უძლებს. იტონგი ასევე ხასიათდება ჰაერგამტარობით. ის ხელს უწყობს ორთქლის დიფუზიას და ოთახში ტენიანობის ზომიერ დონეს უზრუნველყოფს, რაც ასე მნიშვნელოვანია კომფორტული და ჯანსაღი კლიმატური გარემოს შესაქმნელად.
იტონგის ბლოკი ხმის ეფექტურ იზოლაციას იძლევა, რაც მშვიდი და წყნარი ცხოვრებისთვის აუცილებელი დეტალია. მსუბუქი ბლოკი სატვირთო და სამშენებლო ხარჯებს ამცირებს და გარემოსაც არ ანაგვიანებს. სიმსუბუქესთან ერთად ბლოკი სიმდგრადითაც გამოირჩევა. და იტონგით აშენებული შენობები დიდბალიან მიწისძვრასაც კი უძლებს.
იტონგის ქარხანა უკვე თბილისშიცაა. პროექტი არქის, საპარტნიორო ფონდის და გერმანული კომპანია „ქსელა გრუპის“ ერთობლივი თანამშრომლობით განხორციელდა.
„თბილისში იტონგის ქარხნის მშენებლობა უკვე დასრულებულია, ექსპლოატაციაშია შესული და ჯერჯერობით ტესტირების რეჟიმშია. ეს ქარხანა იდეალური ვარიანტია იმისთვის, რომ პროდუქტი ქართული მასალებისგან, ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით, დამზადდეს, ხოლო საბოლოო მაღალტექნოლოგიური და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებს მიეწოდოს“,- ამბობს დიმა.