Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდი

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, აირჩიოთ სასურველი ოფისი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

07/03/2022 _ ინტერიერი

5 მარტივი ხერხი სახლში JAPANDI დიზაინის შესაქმნელად

 

 

თუ ჩვენს ბლოგებს თვალს ადევნებთ, მაშინ აუცილებლად გეცოდინებათ ახალი ინტერიერის დიზაინის მიმართულება - ჯაფანდი, რომელიც ორი ესთეტიკური და კომფორტული დიზაინის შერწყმითაა მიღებული. ჯაფანდი აერთიანებს სიმარტივისა და ფუნქციონალურობის უნიკალურ სინთეზს, რომელიც თქვენს სახლს აუცილებელ ჰარმონიას, კომფორტსა და ავთენტურობას შესძენს. 

მიუხედავად იმისა, რომ ჯაფანდი, დიზაინის ახალი მიმართულებაა, მას უფრო და უფრო ხშირად შეხვდებით. იაპონურისა და სკანდინავიური სტილის ერთ სივრცეში ასახვა, საკმაოდ აქტუალური გახდა, რადგან ამ გამორჩეული დიზაინის შექმნა არც ისე რთულია. 

ამ ბლოგში თქვენ შეიტყობთ 5 მარტივ ხერხს, თუ როგორ შემოიტანოთ თქვენს სივრცეში ჯაფანდის დიზაინის ელემენტები. 

 

 

 

 

 


სიმარტივე 

 


მინიმალიზმი არის უპირველესი პუნქტი ჯაფანდის ეფექტის მისაღებად. ამიტომ, ჩვენი პირველი რჩევა იქნება, რომ დაიწყოთ სუფთა ფურცლიდან. გადაახარისხეთ თქვენი ნივთები და დატოვეთ მხოლოდ ის, რაც აუცილებელ მოხმარების საგანს წარმოადგენს. 

გაითვალისწინეთ, რომ ჯაფანდი, უფრო მეტია, ვიდრე ტრენდული დიზაინი. ის ცხოვრების სტილია, რომელიც ქაოსურ ყოველდღიურობაში სიმშვიდისა და ორგანიზებულობის განცდას ნერგავს. 

არეულობის დაორგანიზებით, თქვენს სახლში სიმარტივისა და ფუნქციონალურობისთვის ქმნით ადგილს. 

 

 

 

 

 

 

ღია სივრცეები

 


დიდი ღია სივრცეები, სადაც შუქის მარტივი ნაკადი ვრცელდება, ჯაფანდის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დამახასიათებელი სტილია. იაპონური და სკანდინავიური მინიმალიზმი საუკეთესოდ არის წარმოდგენილი ფართო ღია ადგილებში. მსგავსი გეგმარება, შესაძლებლობას იძლევა მცირე რაოდენობის, მაგრამ გამორჩეული დეკორატიული საგნებისა და ავეჯის კიდევ უფრო ეფექტურად წარმოჩენას, რაც ასევე მეტი სივრცისა  და სიმშვიდის შეგრძნების მაპროვოცირებელია. 

თუ თქვენს სახლში არ არის გაშლილი, ღია სივრცე, არ არის აუცილებელი კედლების მონგრევა. დაბალი და მცირე ზომის ავეჯი დაგეხმარებათ მსგავსი ეფექტის მიღებაში. სცადეთ დაბალი სკამები, სავარძლები, საწოლები და ყავის მაგიდები. თავისუფლად აურიეთ და შეუთავსეთ სხვადასხვა ავეჯი დამატებითი ტექსტურისა და კონტრასტის მიღების მიზნით. დაბალი ავეჯი სივრცეს სიდიდის წარმოჩენაში ეხმარება. თუმცა, მოერიდეთ ბევრი ავეჯის განთავსებას და გახსოვდეთ, რომ ჯაფანდი მინიმალიზმის გარშემოა შექმნილი. 

 

 

 

 

 

 

ხარისხი, ვიდრე რაოდენობა 

 

 

ავეჯისა და დეკორის არჩევისას, ყურადღება გაამახვილეთ ნივთების ხარისხსა და რაოდენობაზე. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ნივთი გამორჩეული, ფუნქციონალური და ხარისხიანი მატერიისგან იყოს დამზადებული. სწორი და სუფთა ხაზების მქონე ავეჯი ან დეკორი, ჯაფანდის დიზაინისთვის არის დამახასიათებელი. იფიქრეთ ნივთებზე, როგორც ხანგრძლივ ინვესტიციაზე. ნუ მოერიდებით დროის დახარჯვას, კარგად დაფიქრდით და არჩევანი შემდეგ გააკეთეთ. 

 

 

 

 

 

 

ნეიტრალურ ფერთა პალიტრა

 


ჯაფანდის ესთეტიკის მისაღებად, გამოიყენეთ თბილი, მიწიერი ფერები, როგორიცაა ბეჟი, ქვის ფერები, ხის ფერები და ერთი მკვეთრი ფერი. სკანდინავიურისთვის დამახასიათებელი, ღია ნეიტრალური ფერების შეხამება მუქი ფერის იაპონურ მატერიებთან, ხელს უწყობს სიმშვიდისა და ერთიანობის განცდას. 

ნეიტრალური პალიტრა არ უნდა იყოს მოსაწყენი. ნეიტრალურ სკანდინავიურ პალიტრას გამოწვევა მოუწყვეთ ინდიგო ლურჯით, მუქი ნაცრისფერი და ღრმა მიწიერი ტონებით. თუმცა ფრთხილად იყავით მუქი ფერების გამოყენებისას, რადგან არ დაამძიმოთ ესთეტიკა მათი გადაჭარბებული რაოდენობით. 

ერთი მკვეთრი ფერის გამოყენება, არაჩვეულებრივი ხერხია სივრცის გამოსაცოცხლებლად. მაგალითად შინდისფერი ან მუქი ნარინჯისფერი ტონები თქვენს ოთახში სითბოსა და ხალისს შემოიტანს და ჯაფანდის ჰარმონიულ ესთეტიკას არ გადაფარავს. 

 

 

 

 

 

 


გამოიყენეთ ბუნებრივი მატერიები 

 

 

ბუნებრივი და განსაკუთრებით მდგრადი მასალები, იაპონური სტილის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. რკინა, მარმარილო, ტყავი, ხე, ბამბუკი, ზღვის ჭურვები, ბუმბული, ხის სკამი, ქაღალდი, ტერაკოტას ქოთნები, ბამბა, ნედლი ხე, თეთრეული და კანაფი ყველა ის ელემენტია, რომელიც ქმნის ჰიბრიდულ ესთეტიკას.

საკმაოდ მარტივად მოსაძიებელი და ტრენდული ნივთებია კერამიკის ჭურჭელი, წიგნების დეკორი, მცენარეები, დეკორატიული ტოტები ან ბუმბულები, კომფორტული პლედი და სანთლები. 

 

 

 

 

 

 

ეჭვგარეშეა, ეს ტენდენცია დიზაინსა და დეკორაციაში დიდი ხნით რჩება. იაპონური სტილი მართლაც მეტისმეტად ჰარმონიული და მარადიულია იმისთვის, რომ უბრალო ტრენდი იყოს. ძალიან მკაფიოდ შეიძლება შეფასდეს, რომ სკანდინავია და იაპონია, მიუხედავად მათი კულტურული განსხვავებებისა, ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან, როდესაც საქმე ეხება ინტერიერის დიზაინსა და ესთეტიკას. სტილთა ეს კომბინაცია არაჩვეულებრივი მაგალითია ერთ სივრცეში ესთეტიკის და განტვირთვის მოსაწყობად.