Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდი

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, აირჩიოთ სასურველი ოფისი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

26/08/2021 _ ინტერიერი

როგორ შევღებოთ კედელი სხვადასხვა სტილში?

 გიფიქრიათ, თუ როგორ შეიძლება ისე გადაახალისოთ სახლი, რომ არც დიდი რემონტის ჩატარება მოგიწიოთ და თან შესამჩნევი ცვლილებებიც მიიღოთ? თუ ამ კითხვაზე დადებითი პასუხი გაქვთ და თან განსხვავებული ინტერიერის შესაქმნელად ახალ-ახალ გზებს ეძებთ, კედლის შეღებვის სხვადასხვა ტექნიკით შესრულება სცადეთ. სახლში კედლები სწორედ ის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელთა ცვლილებასაც ინტერიერის აბსოლუტურად გადასხვაფერება შეუძლიათ. კედლის შეღებვის თანამედროვე ტექნიკები კი იმის საშუალებას გაძლევთ, საცხოვრებელ სივრცეს სიახლე, მგრძნობელობა და ესთეტიკური დატვირთვა მიანიჭოთ.

 

ზოლები

 

 

კედლის დეკორისთვის ზოლები შეუცვლელი ელემენტია, რომლებიც ყოველთვის ახლებურად გამოიყურება და მოდიდან არასოდეს გადადის. დამატებით, არსებობს უამრავი გზა, თუ როგორ შეგიძლიათ დაიტანოთ ზოლები კედელზე.

 

ვიწრო, თხელი ზოლები სივრცეს სტრუქტურას სძენს, დიდი და მუქი კონტრასტული ზოლები კი კედელს უფრო განსაკუთრებულს და დასამახსოვრებელს ხდის.

 

სტენსილი         

                                                                                                                   

თუ საკუთარი ხელით სხვადასხვა დეკორის თუ აქსესუარის შექმნა გიყვართ, კედლის სტენსტილის ტექნიკა აუცილებლად მოგეწონებათ. ეს არის მარტივი გზა, თქვენს სივრცეს დახვეწილობა ისე შემატოთ, რომ პროფესიონალი არ დაიხმაროთ. ინტერნეტში უამრავ იდეას შეხვდებით, თუ როგორ შეგიძლიათ შექმნათ სტენსილის კედელი.

 

ჰარლექვინი

 

კედლის მოხატვის ერთ-ერთ ტექნიკას ჰარლექვინი ჰქვია, რომელიც ოთახის დიზაინს სიცოცხლეს ანიჭებს და მოძრაობის ილუზიას ქმნის. ჰარლექვინის ტექნიკას ხშირად იყენებენ სამზარეულოსა და საძინებელ ოთახში. აირჩიეთ ფერები შეუმჩნეველი კონტრასტებით, თუ გსურთ, რომ დახვეწილი დიზაინი შექმნათ. ხოლო, მოძრავი და თანამედროვე სტილისთვის გამოიყენეთ მკვეთრი ჩრდილები დიდი კონტრასტით.

 

მეტალი

 

გასაოცარი ცვლილებების მისაღებად მეტალის ეფექტის მქონე საღებავი შესანიშნავი იდეაა. რაც მთავარია, არსებობს უამრავი გზა, თუ როგორ შეგიძლიათ დაიტანოთ ეს საღებავი კედელზე. თქვენ შეგიძლიათ შეღებოთ მთელი ოთახი მეტალისფერ ჩრდილებში ან უბრალოდ აირჩიოთ კონკრეტული ნაწილი, რომელსაც მეტალისფრით გამოკვეთავთ.

 

სტრიე

 

სტრიე ფრანგული სიტყვაა და ზოლების გავლებას ნიშნავს. ინტერიერში სტრიეს ტექნიკა ქმნის ჰორიზონტალურ ან ვერტიკალურ ხაზებს, რომელთა შეხედვაც ნახატს მოგაგონებთ. ეს იდეალური გზაა, თქვენს სივრცეს სითბო და სტრუქტურა შესძინოთ. სტრიეს ტექნიკა ნებისმიერ სტილს ესაბამება.

 

ღრუბლის ეფექტი

 

ღრუბლის ეფექტი კედლის მოხატვის ის ტექნიკაა, რომლის შესასრულებლადაც თავად ღრუბელი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამ ტექნიკას არ სჭირდება მხატვრობის ნიჭი, კედელზე საღებავების გადატანა კი მხიარულ საქმესაც წარმოადგენს. ამ პროექტის შესასრულებლად ოჯახის წევრებიც დაიხმარეთ და პროცესი უფრო გაამხიარულეთ.

 

თუ გადაწყვიტეთ, რომ რომელიმე ტექნიკა გამოიყენოთ, თან არქიში გაქვთ ბინა შეძენილი, არქი ქარდი გამოიყენეთ. სასურველი ფერის საღებავებს, მისი საშუალებით, დიდი ფასდაკლებით შეიძენთ.