Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდი

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, აირჩიოთ სასურველი ოფისი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

28/09/2020 _ გამწვანება

რომელი ხეებია დარგული არქის ეზოებში?

არქისთვის გამწვანება პრიორიტეტული მიმართულებაა. საცხოვრებელ სახლებთან არსებული მწვანე სივრცეები მაცხოვრებლების ჯანმრთელობასა და განწყობებზე დადებითად და პოზიტიურად აისახება. არქი მაღალხარისხიან საცხოვრებელ პროექტებთან ერთად ცხოვრების მაღალ ხარისხსაც ქმნის. სწორედ, აქედან გამომდინარეობს ჩვენი კონცეფციაც: მშენებლობის ყოველ 10 კვადრატულ მეტრზე დავრგოთ 1 ხე, ვიზრუნოთ გარემოზე და ჩვენი მაცხოვრებლების ცხოვრების ხარისხი გავაუმჯობესოთ. არქის პროექტებისთვის მიწის ნაკვეთი ისეა გამოყოფილი, რომ მისი უმეტესი ნაწილი რეკრეაციულ ზონას მოხმარდეს, დანარჩენი კი - სამშენებლო სამუშაოებს.

 

არქისთვის გარემოზე ზრუნვა ამით არ მთავრდება. ჩვენ დავგეგმეთ კამპანია #არქელებიგარემოსთვის, რომლის ფარგლებშიც არქის სხვადასხვა პროექტში მრავალი გამწვანების აქტივობა განხორციელდა. საბოლოოდ კი, ამ აქტივობებმა ერთგვარი ტრადიციის სახე შეიძინა. პროექტის მშენებლობის დასრულებისას, არქელები კომპანიის თანამშრომლებთან ერთად რგავენ ხეებს და ამით ამწვანებენ არა მარტო საკუთარ ეზოს, არამედ გარემოს. კამპანიაში მონაწილეობას ბევრი ბავშვიც იღებს. ხეების დარგვასთან ერთად, მათ არქი გასართობ საბავშვო პროგრამასაც სთავაზობს. ეს კი ამ პროცესს უფრო საინტერესოს და სახალისოს ხდის.

 

მაგალითად, არქი ისანის ეზო ბუნებრივად გამწვანებულია. აქ დგას 100-ობით მრავალწლიანი წიწვოვანი ხე, რომლებთაგანაც უკლებლივ ყველა შენარჩუნებულია. ჩვენ ამ ლოკაციაზე დავამატეთ 200 ხის ნერგი, რომელიც მოიცავს როგორც დეკორატიულ, ასევე მარადმწვანე ხეებს. ასევე გამწვანების აქცია მოეწყო არქი დიღომისა და არქი მუხიანის პროექტებში.

 

 

ჩვენს ეზოებში ძირითადად მარადმწვანე წიწვოვან ხეებს, ნაძვს, ტუიას და კვიპაროსს ვრგავთ. ისინ სუფთა ჰაერს, სასიამოვნო სუნსა და ყოველსეზონურ სიმწვანეს განაპირობებენ.

 

  • ნაძვი

 

ნაძვები ჩვენი ლამაზი ეზოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. მარადმწვანე ხე განწყობას ყველა სეზონზე გვიქმნის და არა მარტო - ის სუფთა ჰაერის უმნიშვნელოვანესი წყაროა. ნაძვის მერქანი, წიწვები, ღეროები და გირჩებიც კი სხვადასხვა ვიტამინებით არის მდიდარი. ეს არაჩვეულებრივი მცენარე ასუფთავებს ჰაერს და გამოყოფს ფიტონციდებს, რომლებიც გარემოში არსებულ შხამებს შთანთქამს.

 

 

  • კვიპაროსი

 

კვიპაროსი მარადმწვანე, დეკორატიული ხეა. მისი მრავალი სახეობა არსებობს. მარადმწვანე ხის ფოთლები თავისი სამკურნალო თვისებებით არის ცნობილი. კვიპაროსი დიდხანს ცოცხლობს, ზოგჯერ ათასობით წელიც კი. ის უძლებს როგორც მშრალ ზაფხულს, ასევე წვიმიან ზამთარს და ძლიერ ქარს. კვიპაროსის მაღალტანიანი ხეები ორ ძირითად ფორმას იძლევა - ჰორიზონტალურს და პირამიდალურს. ორივე მათგანი შეგიძლიათ არქის პროექტების ეზოებში იხილოთ.

 

  • ტუია

 

ტუიას სიცოცხლის ხესაც უწოდებენ, რომელიც სასიამოვნო არომატითა და ჰაერის სადეზინფექციო თვისებით გამოირჩევა. თავად მცენარე კვიპაროსისებრთა ოჯახს მიეკუთვნება. ჩვენს ეზოებში შეხვდებით ტუიას როგორც ბუჩქის, ასევე ხეების სახითაც. ეს მშვენიერი მცენარე ნებისმიერი ტიპის ეზოს ალამაზებს. ის უძლებს გვალვასა და სიცივეს, ამიტომ ოთხივე სეზონისთვის ტუია არაჩვეულებრივად გამძლე და მწვანე მცენარეა.

 

დეკორატიული თუ მარადმწვანე ხეების დარგვის შემდეგ, ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ მათზე ზრუნვას, რათა ჩვენს მოსახლეობას შევუქმნათ ჯანსაღი და მწვანე გარემო.