Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდი

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, აირჩიოთ სასურველი ოფისი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

08/12/2020 _ ინტერიერი

როგორ იქმნება პომპეზურობა და ელეგანტურობა კლასიკური სტილის მისაღებ ოთახში

ინტერიერის ტრადიციულმა სტილმა დროს გაუძლო. ამის მიზეზი კი ის ელეგანტურობაა, რომელსაც ეს სტილი ქმნის. სახლში ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული ადგილი მისაღები ოთახია, რომელიც ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მყუდროებას არა მარტო ოჯახის წევრები, არამედ სტუმრებიც გრძნობდნენ. ამიტომ უცნაური არაა, როდესაც მაცხოვრებლები მისაღები ოთახის მოსაწყობად ტრადიციულ სტილს ამჯობინებენ ხოლმე. ეს არის მოდური არჩევანი, რომელიც ხასიათდება ჭკვიანურად და ფრთხილად შერჩეული ქსოვილებით, ფერებით, მასალებითა თუ განათებებით. ერთიან ჯამში კი, მათი ნაზავი კომფორტულ, ელეგანტურ, პომპეზურ და სერიოზულ გარემოს წარმოქმნის, რაც ნებისმიერ სტუმარზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს.

 

 

როგორ განვსაზღვროთ კლასიკური სტილი?

 

თუ საბოლოოდ გადაწყვიტეთ,  რომ მისაღები ოთახი კლასიკურ სტილში მოაწყოთ, საკუთარ თავს კითხეთ, თუ რისი ნახვა გესიამოვნებოდათ ელეგანტურ და პრემიუმ კლასის რესტორანში? სწორედ თქვენივე პასუხის მიხედვით დაიწყეთ მისაღები ოთახის მოწყობაც. კლასიკურ სტილს კონკრეტულად რამე განსაზღვრული წესი არ აქვს: ავეჯის ფერები რბილია, აქცენტი კეთდება ქსოვილებზე, მასალა კი უმჯობესია იყოს ბუნებრივი და მაღალი ხარისხის.

 

კლასიკური მისაღები ოთახი დეკორატიული ავეჯითა და სხავადასხვა დეკორაციით არასოდესაა გადატვირთული.

 

ფერები

 

კლასიკური ინტერიერის ძირითადი ფერებია:

 

  • ბეჟისფერი

 

  • კრემისფერი

 

  • ყავისფერი

 

  • ნაცრისფერი

 

  • თეთრი

 

 

კლასიკურ მისაღებში ყოველთვის ბეჟისფერი და ყავისფერი დომინირებს. ამ თბილი ფერების კომბინაცია მნიშვნელოვან ოთახს არა მარტო იერს სძენს, არამედ ქმნის სტაბილურობისა და სიწყნარის შეგრძნებას. ორივე ფერს იდეალურად ერწყმის: მწვანე, ოქროსფერი და ვერცხლისფერი.

 

ღია ფერები, რბილი ზედაპირები და სიმეტრიულად განლაგებული ავეჯი ელეგანტურობასთან ერთად კომფორტს ქმნის, სადაც აბსოლუტურად ყველა თავს მყუდროდ გრძნობს.

 

 

ავეჯი კლასიკური სტილის მისაღები ოთახისთვის

 

კლასიკური სტილის მისაღებ ოთახში ავეჯი პომპეზური და დიდებულია, თითქოს ის, რომელიც მდიდრული სასახლიდან იყოს წამოღებული. ანტიკური ავეჯი ჩვეულებრივი ავეჯით უნდა იყოს დაბალანსებული. აუცილებლად გაითვალისწინეთ მასალაც, რომელიც ბუნებრივთან ერთად ხარისხიანიც უნდა იყოს. კლასიკური სტილის მისაღებ ოთახში ხომ თითოეული დეტალი მნიშვნელოვან როლს თამაშობს? მაგალითად, კარადებსა და კომოდებს დელიკატური, მოჩუქურთმებული დეკორი და საინტერესო სახელურები აქვთ. კლასიკური მისაღები ოთახი სავარძლებისა და სკამების გარეშე წარმოუდგენელია. მასიური სავარძლები და კომფორტული სკამები ელეგანტურ და პომპეზურ ატმოსფეროს ქმნიან.

 

განათება და აქსესუარები

 

 

განათებას კლასიკური სტილის მისაღებ ოთახში უდიდესი როლი უჭირავს. ჭერის ცენტრში ჩამოკიდული ულამაზესი ჭაღები თავისი გრაციოზული კრისტალებით კლასიკურობის ცნობილი მახასიათებელია. ცენტრალური განათების გარდა, მისაღებ ოთახში, სავარძლის გვერდით  სანათი დადგით, რომელიც კითხვის პროცესს გაგიმარტივებთ. შეარჩიეთ რეტრო სტილის, ოქროსფერი ბაზისა და თეთრი აბაჟურის მქონე სანათი, რომელიც ოთახს სინათლეს და მყუდროებას შემატებს. მისაღები ოთახის სხვა დეკორაციებიც სწორედ ელეგანტურობით გამოირჩევიან. ავეჯი, ხალიჩები, ფარდები თუ კედლის მორთულობა ინტერიერში სერიოზულ, კლასიკურ ატმოსფეროს ქმნიან. მაგალითად, კლასიკური ინტერიერის ფუძე მდიდრულად დეკორირებული კედლებია, რომლებიც უმეტესწილად  ყვავილებიანი შპალერით არის დაფარული. არ დაივიწყოთ სპარსული, წითელი ხალიჩა და სავარძლის რბილი ბალიშების დამატებაც.

 

ბუხარი, როგორც განუყოფელი ნაწილი

 

 

კლასიკური დიზაინის განუყოფელი ელემენტი ბუხარია, რომელიც სტილის შეგრძნებასთან ერთად ინტერიერში ფოკუს წერტილის როლსაც თამაშობს. ბუხარი მთლიან ოთახში ჰარმონიასა და სილამაზეს ქმნის. წარმოიდგინეთ მისაღები, კლასიკური, მუქი ბუხრით და მის თავზე დაკიდული თქვენი საყვარელი ნახატით, რომელიც ოქროსფერ ჩარჩოშია ჩასმული - ეს ნამდვილად კლასიკურ, პომპეზურ განწყობას ქმნის და რეალობაში კიდევ უფრო ამაღელვებლად გამოიყურება.

 

თუ ცხოვრობთ არქის რომელიმე პროექტში და გსურთ, რომ თქვენი მისაღები ოთახი კლასიკურ სტილში იყოს გადაწყვეტილი, არქის ლოიალურობის ბარათი, არქი ქარდი, დაიხმარეთ. არქი ქარდის საშუალებით პარტნიორ მაღაზიებში ავეჯსა თუ სხვადასხვა დეკორს დიდი ფასდაკლებით შეიძენთ.