შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ყველაზე ოპტიმალური გზა სახლში დარჩენაა. თვითიზოლაციით ჩვენ არა მარტო ჩვენს ჯანმრთელობას, არამედ სხვების ჯანმრთელობასაც ვიცავთ. თუმცა არის მომენტები, როცა სახლიდან გასვლა იმ გადაუდებელი მიზეზების გამო გვიწევს, როგორებიცაა, პროდუქტების, მედიკამენტების, ან სხვა პირველადი საჭიროების ნივთების შეძენა. გარეთ გასვლის დროს, კი, მარტივი უსაფრთხოების წესების დავიცით, ვირუსის გავრცელების შანსს შევამცირებთ.
ეცადეთ გარეთ ნაკლებად შეეხოთ საგნებს
ყოველ ჯერზე, როცა კარის გაღება თუ ლიფტში ღილაკზე დაჭერა მოგინდებათ, ეცადეთ ეს თითებით არ გააკეთოთ და ამისთვის რამე საგანი გამოიყენოთ. მაგალითად, შეგიძლიათ კარის სახელური იდაყვით ჩამოწიოთ, ლიფტის ღილაკს კი საწერი კალმით ან სანთებელათი შეეხოთ.
გაითვალისწინეთ რამდენიმე წესი მაღაზიაში ყოფნისას
პროდუქტების საყიდლად გასულებმა საკუთარი ჩანთა ან ერთჯერადი პარკი წაიყოლეთ. ამას ის უპირატესობა აქვს, რომ თქვენ გარდა ხელს არავინ მოკიდებს. არ აიღოთ არცერთი პროდუქტი შიშველი ხელებით, ეცადეთ გამოიყენოთ ერთჯერადი ხელთათმანები. თუ მაღაზიის კალათით ან ჩანთით სარგებლობთ, თავდაპირველად ისინი სადეზინფექციო ხელსახოცებით გადაწმინდეთ, სახლში დაბრუნებისას კი ხელები აუცილებლად დაიბანეთ.
ხელების დაბანა
კორონავირუსთან ბრძოლაში ყველაზე ეფექტურად, არც მეტი და არც ნაკლები, ხელების დაბანა გვეხმარება. როგორც კი სახლში შეხვალთ, იმწამსვე ხელები დაიბანეთ. დაბანის პროცესი კი 20 წამამდე უნდა გაზარდოთ. ერთი შეხედვით, ხელების დასაბანად გამოყოფილი 20 წამი ალბათ დიდ დროდაც გეჩვენებათ, მაგრამ თუ ორივე ხელს ნელა და საფუძვლიანად დაიბანთ, ამ საქმეს უფრო გაიმარტივებთ. აუცილებლად დაიბანეთ თითებს შუა და ფრჩხილებს ქვედა ადგილი, რათა დაგროვებული მიკრობები მოკლათ. დაუბანელი ხელებით ნუ შეეხებით ცხვირს, თვალებსა თუ პირს.
ყურადღება მიაქციეთ თქვენს მობილურ ტელეფონს
იცოდით, რომ შეიძლება თქვენი მობილური ტელეფონის ეკრანი ბაქტერიებისა თუ ვირუსებისთვის მშვენიერ „თავშესაფარს“ წარმოადგენდეს? ამიტომ ის ხშირად სადეზინფექციო ხელსახოცებით გადაწმინდეთ. ასევე ეცადეთ, რომ მობილური ისეთ ზედაპირზე არ დადოთ, რომლითაც ოჯახის ყველა წევრი სარგებლობს. მაგალითად, ნუ შეიტანთ მობილურს სააბაზანო ოთახში. ხოლო თუ რამე ზედაპირზე დადებას გადაწყვეტთ, მასზე ჯერ რამე ხელსახოცი დააფინეთ, შემდეგ კი მობილური გადადეთ.
დისტანცია
დაიცავით ე.წ. სოციალური დისტანცია ყველგან მაღაზიაში, ქუჩაში გადაადგილებისას, თუ უბრალოდ რიგში დგომისას. სოციალური დისტანცია გულისმხობს 1 მეტრ ან მეტრ-ნახევარ დაშორებას ადამიანებს შორის. მოერიდეთ თანამოსაუბრეს ჩამოართვათ ხელი, გადაკოცნოთ ან ჩაეხუტოთ. დაიცავით ის საჭირო დისტანცია, რაზეც ვისაუბრეთ. გახსოვდეთ, რაც უნდა ახლოს იყოთ ამა თუ იმ ადამიანთან, სოციალური დისტანცირება ორივე თქვენგანისთვის სასიკეთო და საჭირო რამაა. ამით თქვენ იცავთ საკუთარ თავს და ახლობელ ადამიანებს.
არქი ითვალისწინებს ყველა მნიშვნელოვან რეკომენდაციას. კომპანია ყველა საცხოვრებელ პროექტში უკვე რამდენიმე კვირაა სადეზინფექციო სამუშაოებს ატარებს, რაც მოიაზრებს სადარბაზოებისა და ლიფტების ყოველდღიურ რეჟიმში გასუფთავება/დეზინფექციას. არქიმ ასევე ყველა სადარბაზოში გამოაკრა უსაფრთხოების წესები, რომელიც მაცხოვრებლებს დაეხმარება გაერკვნენ, როგორ მოიქცნენ სახლს გარეთ. მსგავსი აქტივობები მინიმუმამდე დაიყვანს კორონავირუსის გავრცელებას და უზრუნველყოფს არქელების სიმშვიდეს სახლში და მის გარეთ.