Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდი

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, აირჩიოთ სასურველი ოფისი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

22/04/2021 _ ინტერვიუ

არქიტექტორი, ლევან მაღლაკელიძე, არქი იასამნების შესახებ

არქი მუხიანში ახალი კომპლექსის მშენებლობას იწყებს. არქი იასამნები ამ უბნისთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვიზუალის პროექტი იქნება, სადაც იასამნების დიდი და ლამაზი ბაღი მოეწყობა. ეს კომპლექსი არქის სხვა პროექტებისგან გამორჩეული იქნება, რადგან ის ყველაზე დიდ - 12 000 კვადრატული მეტრის რეკრეაციულ სივრცეს გააერთიანებს. არქი იასამნების კომპლექსის არქიტექტორი ლევან მაღლაკელიძეა, რომლის თქმითაც, ამ პროექტის ერთ-ერთი უპირატესობა ძალიან დიდი ეზოა.

 

 

 

არქი იასამნების კომპლექსი 5 შენობას გააერთიანებს. აქედან 4 საცხოვრებელი კორპუსია, მე-5 კი - საბავშვო ბაღი. რადგან ჩვენი პროექტები მაცხოვრებლების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით შენდება, არქი იასამნები იდეალურია იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც ბავშვები ჰყავთ. რადგან საბავშვო ბაღი ამავე კომპლექსში მდებარეობს, ჩვენი მაცხოვრებლები დროსა და ენერგიას დაზოგავენ“,  - ამბობს ლევანი.

 

არქი იასამნების ამ საცხოვრებელ კორპუსში გათვალისწინებულია 2 სადარბაზო, რომელშიც 300 ბინა გაერთიანდება და ამდენივე ოჯახისთვის შეუცვლელი სახლი გახდება. არქი იასამნების კომპლექსი დაგეგმარებულია საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული 41-ე დადგენილებით, რაც სახანძრო უსაფრთხოების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტს ითვალისწინებს. თავად პროექტი კი, როგორც არქის სხვა საცხოვრებელი სახლები, უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენდება.

 

 

 

„ფასადის მოპირკეთებისთვის ჩვენ სამგვარ მასალას ვიყენებთ: ელასტიკური ე.წ დეკორატიული აგური, HPL პანელები და ვიტრაჟების გარშემო სტანდარტული ღებვა-ლესვა. როგორც არქის სხვა პროექტები, არქი იასამნების მშენებლობაში გერმანული წარმოების ბლოკ, იტონგს, გამოვიყენებთ. ეს არის ენერგოეფექტური ბლოკი, რომელიც ინარჩუნებს ტემპერატურას და ამცირებს ენერგიის ხარჯს 40%-ით. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ისიც, რომ პროექტში განსაზღვრულია გენერატორი და წყლის რეზერვუარი. მათი მეშვეობით, ჩვენს მაცხოვრებლებს 24 საათის განმავლობაში მიეწოდებათ ელექტროენერგია და წყალი“, - ამბობს ლევანი.

 

ლევანის თქმით, არქი იასამნების უპირატესობა მისი უდიდესი რეკრეაციული სივრცეა, რომელიც 12 000 კვადრატული მეტრის ფართს შეადგენს. აქ მოეწყობა იასამნების ულამაზესი ბაღი, რომელიც ნებისმიერ არქელს განტვირთვასა და დასვენებაში დაეხმარება.

 

„არქი იასამნებში ყველაზე დიდი რეკრეაციული სივრცე გვაქვს გათვალისწინებული. 12 000 კვ.მ-ის ფართი მოიცავს 2 სპორტულ მოედანს, საბავშვო სივრცეებს, იასამნების ბაღს და ველობილიკს. რეკრეაციული ზონა მხოლოდ ფეხით და ველოსიპედით მოსიარულე ადამიანებისთვის არის განკუთვნილი. ხოლო ავტომობილებისთვის გამოყოფილი გვაქვს 3-დონიანი დახურული ავტოსადგომი“, - ამბობს ლევანი.

 

 

ლევანის აზრით, თუ ბინის შეძენის მსურველს სურს, რომ იცხოვროს მყუდრო, ჯანსაღ და ლამაზ გარემოში, მაშინ ბინა სწორედ არქი იასამნების პროექტში უნდა შეიძინოს.

 

„რაც მთავარია, არქიში ბინების ფართო არჩევანი გვაქვს. არქი იასამნების პროექტში ბინების ფართი 54 კვადრატული მეტრიდან იწყება. ჩვენს მაცხოვრებლებს ასევე ვთავაზობთ სასურველ, ინდივიდუალურ გეგმარებას“.

 

ეს მუხიანში არქის პირველი პროექტი არ არის. არქი მუხიანი 1 და არქი მუხიანი 2 დასრულებული პროექტებია, რომლებშიც არქელები თავიანთ ოჯახებთან ერთად ბედნიერად ცხოვრობენ.