შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
ერთ-ერთი მთავარი ფერი, ლურჯი, ინტერიერის დიზაინში აქტიურად გამოიყენება და დროთა განმავლობაში პოპულარობასაც არ კარგავს. ამ ფერის ნებისმიერი ჩრდილი სიმშვიდესა და ჰარმონიულობასთან ასოცირდება. ცისფერს ნაზი ატმოსფეროს შექმნა შეუძლია, ფირუზისფერს ინტერიერში ზღვისფერი ტონები შემოაქვს, მუქი ლურჯი კლასიკურ ნეიტრალურ ფერს ქმნის, ღრმა კობალტისფერი კი სიმკვეთრით ხასიათდება. ერთი სიტყვით, ლურჯი თავისი ვარიაცებით სიმყუდროვისა და დამამშვიდებელი ეფექტებით გამოირჩევა. სწორედ ეს ფერია არქის მთავარი ფერიც, რომელიც ბრენდს მთელი თავისი სანდოობით, პასუხისმგებლობითს და სიმშვიდით წარმოადგენს.
თუ ამ ფერის დიდი გულშემატკივარი ხართ და გსურთ ის თქვენი ბინის ინტერიერში გამოიყენოთ, მიჰყევით ჩვენს რჩევებს.
რადგანაც ლურჯი ცივი ფერების პალიტრას მიეკუთვნება, ინტერიერში მისი გამოყენება გარკვეულ ცოდნას მოითხოვს. მაგალითად, ის უმჯობესია გამოიყენოთ მზიან ოთახში, რომლის ფანჯრებიც აღმოსავლეთისკენ იქნება მიმართული. სითბო ლურჯს დააბალანსებს და ინტერიერში სიცივისა და სითბოს სასიამოვნო ნაზავს შექმნის. ხოლო რაც შეეხება ცისფერს, ის შედარებით თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც მზიან, ასევე - შედარებით მუქ ოთახში.
ლურჯი და ცისფერი ბუნებრივად შემდეგ ფერებს ეხამება: თეთრი, ნაცრისფერი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი. თუ არქი ვარკეთილში 35 კვ.მ-ის ფართის მქონე ბინა გაქვთ შეძენილი და გადაწყვიტეთ, რომ მთავარ ფერებად ლურჯი ან ცისფერი აირჩიოთ, ინტერიერში თეთრი ფერიც აუცილებლად გაითვალისწინეთ. ამის ორი მიზეზი არსებობს: მათი ტანდემი ოთახს ვიზუალურად ზრდის და ინტერიერში სინათლე შემოაქვს. ეს ორი ფაქტორი კი პატარა ფართის ბინებისთვის უმნიშვნელოვანესია. უმჯობესია, თუ თეთრად კედლებს და ჭერს შეღებავთ, ავეჯისა და ფანჯრებისთვის კი ლურჯს ან ცისფერს გამოიყენებთ. ამგვარი გაფორმებისას აუცილებელია იატაკის საფარმა ყურადღება არ მიიქციოს და ამიტომ ის ნეიტრალურ ფერებში გადაწყვიტეთ.
დამამშვიდებელი ეფექტი აქვს ასევე ლურჯისა და მწვანის არაჩვეულებრივ კომბინაციას. ცისა და მიწის ტანდემი არაკონტრასტულობითა და სირბილით გამოირჩევა. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ ბავშვების ოთახსა და საძინებელში. ფერთა ეს კომბინაცია წყნარ ატმოსფეროს ქმნის და დაძინებას ამარტივებს.
კონტრასტულობით გამოირჩევა წითელისა და ლურჯის ნაზავი. ბინაში ამ ორი ფერის გამოყენება სიფრთხილეს მოითხოვს. უმჯობესია, თუ ინტერიერში ორივეს თანაბარი დოზით არ გამოიყენებთ და ერთი უფრო დომინანტური იქნება, ვიდრე მეორე.
ჭკვიანურ, მრავალფეროვან, ოდნავ ვინტაჟურ და, ამავდროულად, დაბალანსებულ დიზაინს ლურჯისა და ყვითელ-ნარინჯისფერის არაჩვეულებრივი ნაზავი მოგცემთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ ფერს ერთმანეთთან არაფერი აკავშირებთ, მათი სწორად გამოყენებით იმპრესიონისტულ და შთამბეჭდავ დიზაინს იღებთ. გაზაფხულის ეს ტონები მხიარულებასთან და კრეატიულობასთან ასოცირდება. საბავშვო ოთახში ამ ფერთა კომბინაციის გამოყენება ბავშვებს ენერგიულ და დინამიკურ ატმოსფეროს შეუქმნის.
რაც შეეხება ავეჯს, ლიმონისფერი ყვითელი სკამები, პასტელური ვარდისფერი დივანი ლურჯ ინტერიერში საოცარი ეფექტის მომტანია. ლურჯი ფერის ავეჯი, ხალიჩა თუ აქსესუარები თეთრი ფერის კედლებთან ასევე არაჩვეულებრივ მიქსს ქმნის.