შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო შეგრძნება იმ სამუშაოს შესრულებაა, რაც ყველაზე ძალიან გიყვარს. თუ შენი სამსახურის შესასრულებლად, ოფისში დადიხარ, ეს ბევრ სოციალიზაციას, თანამშრომლებთან ურთიერთობას და კომფორტულ გარემოს ნიშნავს. თუმცა საოფისე სამუშაო სივრცესაც თავისი გამოწვევები აქვს. ამ გამოწვევების გადალახვაში კი მცენარეებს თავიანთი წვლილი შეაქვთ. აი, ის 7 მიზეზიც, თუ რატომ უნდა გქონდეთ თქვენს ოფისში მცენარეები:
ხმაური აფერხებს მუშაობის პროცესს და ამცირებს თანამშრომლების პროდუქტიულობას. მცენარეებს შეუძლიათ ხმა შთანთქონ. ამას მეცნიერული ახსნა აქვს: ხმა, როდესაც ფიზიკურ ბარიერს აწყდება, გარდატყდება. ამ ფიზიკურ ბარიერს კი განსაკუთრებით დიდი, ქოთნის მცენარეები ქმნიან. ოფისში მათი პერიმეტრზე დადგმა ხმაურის შემცირებას უწყობს ხელს და ფოკუსირებულ და რელაქსირებულ სამუშაო გარემოს ქმნის. ბენჯამინის ფიკუსი და თეთრი ლილიები ის ოფისის მცენარეებია, რომლებიც ხმაურთან ბრძოლას წარმატებით ართმევენ თავს.
მცენარეების ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულება არა მარტო ოფისში, არამედ მთელ პლანეტაზე ნახშირორჟანგის შთანთქმა და ჟანგბადის გამოყოფაა. დახურულ შენობებში და, მით უფრო, ოფისებში უჰაერობა და ჩახუთულობა მნიშვნელოვან პრობლემად გვევლინება ხოლმე. მცენარეებს კი ის უნარი შესწევთ, თითოეული თანამშრომელი სუფთა ჰაერით უზრუნველყონ.
იცით, რომ ის თანამშრომლები, რომელთა სამუშაო სივრცის განუყოფელ ნაწილს მცენარეები წარმოადგენენ, 15%-ით უფრო კრეატიულები არიან, ვიდრე ისინი, რომელთა ოფისშიც მწვანე ელემენტები არ გვხვდება? თვითონ სიმწვანის ყურება, თუნდაც ეს რამე პეიზაჟი იყოს, თანამშრომლების წარმოსახვის უნრას ზრდის: მათ შეუძლიათ წარმოიდგინონ ის, რასაც სურათზე ხედავენ - იყვნენ მწვანე ტყეში - ყვავილებით გარშემორტყმულნი, ან იყვნენ ზღვის სანაპიროზე პალმების ქვეშ. სწორედ ამგვარი ეფექტის მოხდენა შეუძლიათ მცენარეებს. ისინი დაგეხმარებიან გაექცეთ რუტინას და თქვენი ფიქრები და შეგრძნებები კრეატიულ შემოქმედებად გადააქციოთ.
მწვანე ფერი გონებას ასტიმულირებს. სიმწვანე და დღის შუქი დასაქმებულების პროდუქტიულობას ზრდის. ფერადი მცენარეები კი ოფისურ ატმოსფეროს ახალისებს. თანამშრომლების პროდუქტიულობის ზრდისთვის მხიარული და პროდუქტიული გარემო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.
სამსახურის გაცდენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სხვადასხა ავადმყოფობაა. გამომშრალი კანი, თავის ტკივილები, დაღლილობა და ასთმა - ამ ყველაფრის გამომწვევი დახურული სივრცე და მტვერია. მცენარეებს შეუძლიათ მტვრის 20%-ით შემცირება. ამასთან ერთად, ისინი ერთგვარი ფილტრის როლს ასრულებენ და წმენდენ ჰაერს. შესაბამისად, მათ შესწევთ ძალა გიხსნან სხვადასხვა დაავადებებისგან.
მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ ადამიანის სტრესის დონე გარშემო მყოფ მწვანე სივრცეებთან არის დაკავშირებული. ჰორმონი კორტიზოლი, რომელიც სტრესის დროს დიდი რაოდენობით გამოიყოფა, მცირდება მაშინ, როდესაც ადამიანი სიმწვანეში იმყოფება. დატვირთულ სამუშაო დღეს მწვანე მცენარეები გაანეიტრალებენ და თანამშრომლებს რელაქსირებულ გარემოს შეუქმნიან.
ოფისის ერთგვაროვანი დიზაინის გამხიარულება მწვანე მცენარეებს შეუძლიათ. მათ ინტერიერში ფერი და სირბილე შემოაქვთ. მაგალითად, მცენარეების არსებობა მიმღებში ამ სივრცეს უფრო მიმღებლურს და სტუმართმოყვარეს ხდის.
აქვე შეგახსენებთ, რომ არქი აქტიურად ერთვება გარემოსდაცვით ღონისძიებებში და მწვანე სივრცეები ფილარმონიის ოფის-გალერიაშიც გათვალისწინებული გვაქვს. მრავალი მცენარე ორსართულიან შენობას ამშვენებს და ჰარმონიულ გარემოს ქმნის.