შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
ათწლეულების განმავლობაში, მექსიკური ავეჯის სულიერი ბუნება და ხასიათით მდიდარი დეტალები, არქიტექტურული ელემენტები და ხელნაკეთი აქცენტები გვხიბლავდა მათი სილამაზითა და ავთენტურობით. შეღებილი მაგიდებიდან და მოჩუქურთმებული სკამებიდან დაწყებული, ხელით თლილი კვერთხებით და ქვით მოჩუქურთმებული სვეტებით დამთავრებული, მექსიკური დიზაინის ელემენტები, ასახავენ მდიდარ კულტურულ ისტორიას და ხელების ოსტატობას, რომელმაც შექმნა ისინი.
პირველად სამხრეთ-დასავლეთში გავრცელებულმა მექსიკურმა დიზაინის სტილმა ფესვები გაიდგა მონტანას ელეგანტურ რანჩო-სახლებში, ნიუ-იორკის გამორჩეულ დუპლექსებში, ძვირადღირებულ სასტუმროებსა და ეკოლოგიურ სპა ცენტრებში, ტროპიკულ საცხოვრებლებსა და თანამედროვე სახლებში აშშ-სა და მექსიკაში.
მშობლიური ინდური და ესპანური გავლენების ნაზავი, მექსიკური დიზაინის სტილში ასახავს ბუნებრივი მასალების, მდიდარი ფერებისა და ტექსტურების გამოყენებას. მინიმალურად მოწყობილი ინტერიერი კი, ხელნაკეთ ანტიკვარებს თანამედროვე ავეჯთან აერთიანებს და ძველისა და ახლის დამაინტრიგებელ ნაზავს გვთავაზობს.
თუ თამამი ფერები გიყვართ და არ ერიდებით ანტიკვარული ან ეგზოტიკური დეკორისა და ავეჯის თქვენს სივრცეში შემოტანას, მაშინ შეგიძლიათ თქვენს სახლში მექსიკური ინტერიერის დიზაინის დანერგვა დაიწყოთ. მექსიკური დიზაინი ერთი შეხედვით ეკლექტიკურია. რჩეულ ანტიკვარებში გამოსახულია ხელით ნაკვეთი ხისტი, სასიამოვნო პროპორციები, ორიგინალური ტექნიკა, იშვიათი სადურგლო და ხელოსნების ინოვაციური მიდგომა.
ესპანეთის ევროპული არქიტექტურისა და მშობლიური ტომობრივი კულტურის შერწყმამ განაპირობა ყველაზე ლამაზი და ფერადი ხელოვნებისა და დეკორაციის შექმნა, რომელიც გვხვდება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
ფერი და ტექსტურა
მდიდარი ფერები და ნაქსოვი ტექსტურები მთავარია მექსიკური სტილის ოთახის დეკორაციისას. თუ თქვენ აქცენტირებული დეკორი გაქვთ, როგორიცაა ჭურჭელი ან მორთული ავეჯი, რომლის წარმოჩენაც გსურთ, მაშინ ოთახის ფონი მინიმალისტურად შეინარჩუნეთ.
კედლის საღებავი
თუ მექსიკური დიზაინისგან ინსპირირებული ინტერიერი გსურთ, კედელი თბილ ფერებში უნდა შეღებოთ. მეტი სითამამისთვის, აარჩიეთ ისეთი მიწიერი ტონები როგორიც არის აგურის ან თიხის. თუ მეტად ავთენტური ეფექტის შექმნა გსურთ, ხელოვნური ღებვის ტექნიკის საშუალებით, შეგიძლიათ კედლის არაერთგვაროვანი ზედაპირი მიიღოთ.
აქცენტები და ქსოვილი
გამოიყენეთ მდიდარი ფერები, როგორიცაა კაშკაშა ლურჯი, ოქროსფერი ყვითელი, ნათელი წითელი და ხასხასა მწვანე, როგორც აქცენტები თქვენს ოთახში. რაც შეეხება დეკორის ქსოვილების არჩევას, მოძებნეთ ნაქსოვი ტექსტურები პრიმიტიულ პრინტებში და ნიმუშებში.
მექსიკური ავეჯი
მექსიკური სტილის ავეჯს აქვს ძალიან მარადიული გარეგნობა. როგორც წესი, დამზადებულია ფიჭვის, ხისგან და დამუშავებული რკინისგან, ამ ტიპის ავეჯი შეიძლება დაიყოს ქვე-სტილებად, რომლებიც მოიცავს:
ესპანური კოლონიური ავეჯი მექსიკური ავეჯის ყველაზე ფორმალური და ელეგანტური სტილია. ტოსკანურ ავეჯს ძველი სამყაროს, ხმელთაშუა ზღვის შეგრძნება აქვს, ხოლო სანტა ფესა და ტეხასის რანჩოს აქვს რუსტიკული გავლენა ძველი დასავლეთიდან.
მექსიკური ავეჯი შეიძლება დასრულდეს ნატურალური ან მოძველებული ხის მსუბუქი, გაცვეთილი იერით ან შეიძლება შეღებილი იყოს მუქი, მდიდარი სპილენძის ტონებით.
მექსიკური დეკორის ელემენტები
დეკორატიული კერამიკული ფილები კლასიკური მექსიკური სახლის აქცენტებად არის წარმოდგენილი. ისინი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც სამზარეულოს კედელზე, ასევე მაგიდისა და დახლის ზედაპირისთვის ან სარკის გარშემო ფერადი დეკორატიული ჩარჩოსთვის. ტალავერას ფილები ჩვეულებრივ გამოიყენება დეკორატიული ბუხრის ან კედლის ფრესკებისთვის, ნიჟარების გასალამაზებლად, სარკეების, ფანჯრების ან კარების ღობეების, შადრევნებისა და სველი წერტილებისთვის. ტერაკოტას კრამიტით მოპირკეთებული იატაკი ხშირია მექსიკური სტილის დიზაინში.