Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდი

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, აირჩიოთ სასურველი ოფისი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

16/06/2022 _ ინტერიერი

მილანის ინტერიერის დიზაინის კვირეული: 5 ყველაზე გამორჩეული ინსტალაცია

მილანის ინტერიერის დიზაინის კვირეული 1961 წლიდან ტარდება და მსოფლიო მოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ორგანიზატორი ავეჯის იტალიური სახლი „Salone del Mobile“ არის. ამ ღონისძიებაზე თითქმის ყველა ქვეყნის წამყვანი დიზაინერები იკრიბებიან. აქ მოხვედრა ყველა დიზაინერისა და მოდის სახლისთვის დიდი პატივია.
 
წელს ეს ღონისძიება პანდემიის შემდეგ პირველად გაიმართა, 6 ივნისს დაიწყო და 12 ივნისს დასრულდა.  
 
ამ ბლოგში წარმოგიდგენთ 2022 წლის კვირეულის 5 ყველაზე გამორჩეულ ინსტალაციას.  

 

 

ერმესი

 

ერმესი ყოველთვის გამოირჩევა განსაკუთრებული ინსტალაციებით და წელსაც არ გასჭირვებია დამთვალიერებლების აღფრთოვანება. მისი ინსტალაცია ოთხი გამჭვირვალე, უზარმაზარი, სხვადასხვა ფორმის ნაგებობისგან შედგებოდა. ინსტალაციაში გამოყენებული იყო ფერის და სინათლის ბალანსი, რამაც დამთვალიერებლებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დაუტოვებია. ამ მასიურ შენობებში შესვლისას კი სტუმრებს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო და დეკორატიული ნივთები ხვდებოდათ.

 

ერმესი

 

 

საბინა მარსელისი და SolidNature

 

მილანის კვირეულზე შედგა ბუნებრივი ქვის ბრენდის SolidNature-ის დებიუტი. მანათობელი ინსტალაცია წარმოადგენდა შესასვლელს, რომელიც ცხრა სხვადასხვა ტიპის ონიქსისგან შედგებოდა. ინსტალაციაში შემსვლელებს საბინა მარსელის მონოლითური სკულპტურის, აბაზანის ქანდაკების ხილვის შესაძლებლობა ჰქონდათ.

 

საბინა მარსელი

 

 

უი ვიტონი

 

ლუი ვიტონმა თავისი ინსტალაცია კოლექციას Objets Nomades-ს მიუძღვნა, რომელიც აზიაში მოგზაურობითაა შთაგონებული. კოლექციაში წარმოდგენილია ბუნებრივი მასალებისგან დამზადებული 17 დეკორაციული ელემენტი. თითოეული ნამუშევარი უნიკალურია და გამოშვებულია შეზღუდული რაოდენობით.

 

ლუი ვიტონი

 

 

 

იორი და ფილიპ სტარკი

 

დიორი და ფილიპ სტარკი სრულყოფილებისკენ სწრაფვამ გააერთიანა. კრისტიან დიორის კოლექციას „მის დიორი“ ქალურობის პატივსაცემად დაერქვა. ეს დიორის მოდის სახლის და ფრანგი დიზაინერის პირველი თანამშრომლობაა. ინსტალაცია მინიმალისტური და ელეგანტური იყო.

 

დიორი

 

 

 

იქსონი

 

ბრიტანელი დაიზაინერის, ტომ დიქსონის დაარსებული „იმპერია“ 20 წლის გახდა. სწორედ ამ იუბილეს ეძღვნებოდა მილანის კვირეულზე წარმოდგენილი ინსტალაცია, რომელსაც დიქსონმა „ოცდაერთი“ დაარქვა. დიქსონის ინტერიერის დიზაინის სახლი ყოველთვის გამოირჩეოდა ინოვაციითა და კრეატივით. არც ახლა უღალატია თავისი სტილისთვის და თანამედროვე, მეტალის, გამორჩეული ფიგურებით გაფორმებული ინსტალაცია წარადგინა.

 

დიქსონი