Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდი

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, აირჩიოთ სასურველი ოფისი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

28/07/2022 _ ინტერიერი

თანამედროვე სტილი: მოხატული კედლები სახლში

თანამედროვეობაში კედლების მოხატვა არქიტექტურის ნაწილად იქცა. უკვე მსოფლიოს თითქმის ყველა ქალაქში შეხვდებით მრავალფეროვან გრაფიტს. რადგან სახლის ინტერიერში უბრალო თეთრი კედელი მოსაწყენი გახდა, ხელოვნების ამ მიმართულებამ სახლის ინტერიერშიც გადმოინაცვლა. ამ ბლოგში კი გაეცნობი იდეებს, თუ როგორ შეიძლება თეთრის ნაცვლად შთამბეჭდავი კედლის შექმნა, როგორც საკუთარი ხელით, ასევე მხატვრის დახმარებით.

 

გამოხატე კრეატიულობა საღებავით

 

შენ შეგიძლია თავად მოხატო კედელი, ამისთვის კი ხარისხიანი აკრილის საღებავი დაგჭირდება. ფერები ძალიან კარგი საშუალებაა სივრცის გასალამაზებლად. მაგალითად, ამ სურათზე, ფერის სამი ტონია გამოყენებული. შენ არ გჭირდება განსაკუთრებული მხატვრული ნიჭი, როგორც სურათზე ჩანს, ფერები ერთმანეთისგან სწორი ხაზებითაც კი არაა გამოყოფილი, რაც ბუნებრივ ეფექტს და სიმყუდროვეს ქმნის.

 

შეღებილი კედელი

 

 

ფერები და გეომეტრიული ფიგურები

 

მოხატული კედელი შენი ბინის ნებისმიერ ოთახს უნიკალურ იერსახეს მიანიჭებს. საღებავების მრავალფეროვნება და გეომეტრიული ფიგურები მინიმალისტურად გაწყობილ ოთახსაც განსკაუთრებულს გახდის. ამ იდეის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად ინტერიერის დიზაინში შეარჩიეთ ფორმები, რომელიც მოიცავს მომრგვალებულ, მრუდე და კუთხოვან ელემენტებს. ეს სტილი ყველაზე ტრადიციულ ინტერიერსაც  კი თანამედროვედ გადააქცევს და ოთახს უფრო დიდს გამოაჩენს. მის შესრულებასაც არ სჭირდება ხატვის ნიჭი და სურვილის შემთხვევაში, თავადაც შეძლებ მოხატვას. უნდა აღინიშნოს, რომ კედელზე ხატვა განტვირთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

 

გეომეტრიული ფიგურებით მოხატული კედელი

 

 

ილუზია კედელზე

 

თუ დიდი კედლის მოხატვა გადაწყვიტე და რეალისტური ნახატები მოგწონს, დღესდღეობით უკვე ბევრი მხატვარი მუშაობს სახლის კედლების მოხატვაზე და შეგიძლია ისეთი ნახატი შეარჩიო, რომ მნახველს შეექმნას ილუზია, თითქოს სრულიად სხვა ადგილას და სხვა სივრცეშია. თუმცა, გაითვალისწინე, ასეთი ნახატი ზღუდავს ინტერიერში ცვლილებებს და ძირითადად კლასიკურ სტილს უფრო უხდება.

 

ილუზიური კედელი

 

 

                                                                                     

ჭერი და სტიკერები

 

მხოლოდ კედლის კი არა, ჭერის მოხავტვაც ძალიან აქტუალურია. ნახატი, რომელიც კედლიდან ჭერზე გადადის ეფექტურია პატარა სივრცეში, მცირე ზომის საძინებელში, აბაზანაში, საკუჭნაოსა და სხვენში. თუ ამ თამამი გადაწყვეტილებისთვის მზად ხარ, არ აქვს მნიშვნელობა თავად ხატავ, თუ პროფესიონალი მხატვარი, არ უნდა დაგავიწყდეს შესაღები სივრცის დაცარიელება, ნივთების შეფუთვა და იატაკზე ცელოფნის, ან სპეციალური ქაღალდის დაფენა. ხატვა იწყება ზევიდან ქვევით, ანუ ჯერ ჭერი იღებება და შემდეგ კედელი.

თუ მოხატული კედელი გსურს, მაგრამ არ გინდა მუდმივი იყოს, კედლის სტიკერი შეგიძლია გამოიყენო. სტიკერის გამოყენების შეთხვევაში კედლის დიზაინს მაშინ შეცვლი, როცა მოგინდება.

 

მოხატული ჭერი                                                            

 

 

მოზაიკა

 

ფოტოზე არსებულ სილამაზეს მოზაიკით მიიღებ. მოზაიკა ძალიან ლამაზია, ყოველთვის მიიქცევს ყურადღებას, მოახდენს შთაბეჭდილებას და სახლში ჰარმონიასაც შემოიტანს. არაჩვეულებრივია აბაზანისა და სამზარეულოსთვის. მაგრამ გაითვალისწინე, მოზაიკა უფრო გრძელვადიანი პერსპექტივით კეთდება, რადგან მისი გამოცვლა საკმაოდ რთულია და დიდ დროს მოითხოვს. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ მოზაიკით კედლის გასაფორმებლად დაგჭირდება სპეციალისტი, რომელსაც მოზაიკაზე მუშოაბის გამოცდილება აქვს.

 

 

                                                                                   

კედლის მოზაიკა

 

                                                                                                              

 

მოხატული კედელი ბინის მფლობელის ხასიათს, გემოვნებას გამოხატავს და ემოციურ ეფექტს ქმნის. არ აქვს მნიშვნელობა უბრალო ნახატი იქნება, აბსტრაქტული ნამუშევარი, ცნობილი მხატვრის შედევრი თუ უბრალოდ ფერების ნაზავი, მისი შეხედვისას აუცილებლად აივსები განსაკუთრებული შეგრძნებებით.