შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
ბინის შეძენის დროს, სივრცის გეგმარებას დიდი ყურადღება ექცევა. კომფორტული და მყუდრო სახლის შესაქმნელად მნიშვნელოვანია ფართის გონივრული დაგეგმარება. თუ იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებით, რომლებსაც სურთ ეს უკანასკნელი საკუთარ თავზე აიღონ და თავიანთ გემოვნებას მოარგონ, არქი ამის საუკეთესო საშუალებას გაძლევთ. ჩვენი საცხოვრებელი ბინების ერთ-ერთი უპირატესობა მომხმარებლების მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებული პროექტებია. თუ ბინის შეძენას არქიში გეგმავთ, იცოდეთ, რომ არჩევნის გაკეთების საშუალება გაქვთ: შეგიძლიათ სივრცის განაწილების საკითხი ჩვენს არქიტექტორებს მიანდოთ ან თავადვე შექმნათ ბინისა თუ ტიხრების გეგმარება.
სივრცის განაწილებისას აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენი ოჯახის წევრების რაოდენობა, მათი გემოვნება და ინტერესები, რათა სახლი თითოეული თქვენგანისთვის ფუნქციური და კომფორტული იყოს. ტიხრების გეგმარება კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია იმისთვის, რომ შემდგომში რემონტიც სათანადოდ დაგეგმოთ. კარგად დაგეგმარებულ ფართში ბალანსი საუკეთესოდ იგრძნობა, მის გაუმჯობესებაში კი ფერები, დიზაინი, ინტერიერის აქსესუარები დაგეხმარებათ. ყოველი დაგეგმარება განათების კომპონენტსაც მოიცავს.
როგორც აღვნიშნეთ, არქი გაძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ საკუთარი ბინის გეგმარება თავადვე შექმნათ. გახსოვდეთ, რომ მთავარია ფართი იყოს სწორად დაგეგმარებული და გონივრულად ათვისებული, სხვა შემთხვევაში კი ავეჯის, დეკორაციების და ტექსტილის ცვლილებებს მარტივად მოახერხებთ.