Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდი

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, აირჩიოთ სასურველი ოფისი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

30/10/2019 _ ინტერიერი

რა მასალებით არის არქის პროექტები მოპირკეთებული?

როგორ ან რა მასალებით არის ესა თუ ის შენობა მოპირკეთებული, მისი ხარისხის და ესთეტიკურობის ერთ-ერთი განმსაზღვრელია. არქი თავის პროექტებში სხვადასხვა, თუმცა ღირებულ და გამძლე მოსაპირკეთებელ მასალებს იყენებს. მაგალითად, ისანის და მუხიანის პროექტები მაღალი ხარისხის ალუკაბონდით არის მოპირკეთებული, სალონური ტიპის შენობა არქი ნუცუბიძე კი - ევროპაში საუკეთესო ბელგიური ვინერბერგერით. განვიხილოთ თთოეული მათგანი:

 

არქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი - ისანისა და მუხიანის პროექტები ალუკობონდით არის მოპირკეთებული. ეს არის მაღალი ხარისხის მასალა, რომელიც ფორმების და ფერების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ცეცხლგამძლე პანელები სიმსუბუქის მიუხედავად, გამძლეები არიან. ალუკობონდის შიგთავსი და ზედაპირი ასევე ცეცხლგამძლე და მარტივად გადამუშავებადია.

 

 

 

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროექტი, არქი ნუცუბიძის შენობაა. ეს არის სალონური ტიპის საცხოვრებელი კორპუსი, რომელსაც დამატებით ესთეტიკურობას ბელგიური ვინერბერგი ანიჭებს. ეს არის აგურის ზედაპირიანი გადასაკრავი ფილები, რომლებითაც არქი ნუცუბიძე არის მოპირკეთებული. თავად ფირმა ვინერბერგერი ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეული კომპანიაა მთელ ევროპაში. ფილა მაღალ ხარისხთან ერთად სიმსუბუქით გამოირჩევა.  მისი შიგთავსი და ზედაპირიც ცეცხლგამძლეა.

 

ერთ-ერთი მასალა, რომელსაც არქი იყენებს, არის აბეტ ლამინატი. ეს არის გარე მოსაპირკეთებელი ხის ფაქტურა, რომელიც იტალიაში იწარმოება. მყარი, კომპაქტური და გრძელვადიანი აბეტ ლამინატის პანელები მზის, წვიმისა და თოვლისგან მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფენ. მაგალითად, წვიმის დროს, პანელი შენობის ექსტერიერს დასველებისგან იცავს. ხოლო ამ უკანასკნელსა და აბეტ ლამინატს შორის არსებული კონვექციური ნაკადი იმ დანარჩენი წვიმის წვეთების შეშრობასაც იწვევს, რაც პანელის ზედაპირზე დარჩა.  ტენიანობა და ამინდის სწრაფი ცვლილება კი აბეტ ლამინატის გამძლეობაზე ზეგავლენას არ ახდენს.  გარდა ამისა, ლამინატი ანტისტატიკური და ცეცხლგამძლეა. მისი გაწმენდა ადვილია, ხოლო ეკოლოგიურად მდგრადი. მასში შემავალი მასალები კი განახლებად რესურსებს წარმოადგენს.