Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდი

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, აირჩიოთ სასურველი ოფისი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

07/09/2022 _ ინტერიერი

რა არის ნანიანგი და როგორ უნდა შევქმნათ?

ნანიანგი სამხრეთ ჩინური ხელოვნების მიმდინარეობაა, რომელიც არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინში დაინერგა. ნანიანგი ჩინური ტრადიციული ფერწერის და დასავლური ხელოვნების ნაზავია. იგი აქტიურად გვხვდება ჩინელი ემიგრანტი მხატვრების შემოქმედებაში. სინგაპურში, მალაიზიასა და სამხრეთის სხვა ქვეყნებში ემიგრირებული მხატვრებისთვის ტროპიკული პეიზაჟები სიახლე იყო და მათ შთაგონებად იქცა. ნახატებისთვის დამახასითებელია ტროპიკული ხილი, ჯუნგლების პეიზაჟები, დასავლური აკვარელისა და ზეთის საღებავების ნაზავი. ნახატები ჩინური მელნით სრულდებოდა.

 

ნანიანგი არქიტექტურაში

 

ჩინეთში ევროპის შეჭრამ ჩინურ კულტურაზე გავლენა იქონია და დასავლური არქიტექტურული სტილი დანერგა. სწორედ ევროპული და ჩინური კულტურის ნაზავით წარმოიშვა ნანიანგის სტილი. ეს სტილი ძალიან კარგად ჩანს შანხაის არქიტექტურაში. დასავლეთმა ჩინურ არქიტერქტურაში შეიტანა ვერანდები, ნახევრად ღია ტერასები.

 

ნანიანგი ინტერიერის დიზაინში

 

ნანიანგის სტილით გაფორმებულ ინტერიერში ბევრი ვინტაჟური ნივთია. აღმსავლური მოტივების, ტყისა და მცენარეების გამოსახულებიანი მასალების დამსახურებით ინტერიერი არ ბნელდება, ინარჩუნებს სინათლეს.

როგორ უნდა შევქმნათ ნანიანგის ინტერიერი?

 

 

ნათელი და თბილი ფერები

 

ნანიანგის სტილით ინტერიერის გაფორმებისას ფართოდ გამოიყენება მწვანე, ყვითელი, ლურჯი და თეთრი ფერი. ეს ფერები კაშკაშებს და სივრცეში პოზიტიურ ატმოსფეროს ქმნის. მწვანე ბუნებიდან შთაგონებული ფერია და კარგად ეხამება მუქი ფერის ხის ფაქტურის ავეჯს, სივრცეს სიმშვიდეს ანიჭებს.

 

სივრცე

 

ფენ შუის ფილოსოფიის მიხედვით, ოთახში სივრცე უნდა იყოს. ამიტომ, არ უნდა გამოვიყენოთ ბევრი ნივთი, არ უნდა დავტვირთოთ ოთახი, რათა სივრცეში ენერგია თავისუფლად მიედინებოდეს.

 

ბუნებრივი მასალები

 

ნანიანგის სტილის ძირითადი მასალა ხე და ქვებია. გამოიყენება მარტივი ფორმები, რომლებიც გარე სამყაროს, ბუნებრივ ფორმებს წააგავს.

 

შპალერი

 

ტროპიკული პეიზაჟები ნანიანგის განუყოფელი ნაწილია. იგი ადამიანებს შთააგონებს, თავგადასავლების სურვილს უღვიძებს და აღაფრთოვანებს.

  

                                       

 

თაღები

 

თაღები ფართოდ გამოიყენებოდა ნაიანგის არქიტექტურაში და ახლა უკვე შიდა სივრცეშიც აქტიურად გამოიყენება. თაღები სივრცეს უფრო თავისუფალს და ელეგანტურს ხდის.

 

სიახლეების, ბუნების და აღმოსავლური ესთეტიკის მოყვარული ადამიანებისათვის ინტერიერში ნანიანგის სტილის გამოყენება ნამდვილად კარგი იდეაა.