შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
ელეგანტური დიზაინის მოყვარულთათვის ნაცრისფერი ერთ-ერთი იდეალური ფერია, რომელიც ინტერიერს სიმყუდროვესა და სინაზეს ანიჭებს. შავთან და თეთრ ფერებთან ერთად, ნაცრისფერი ნეიტრალური ფერების რიცხვს მიეკუთვნება და სხვა ნებისმიერ ფერს ჰარმონიულად ერწყმის. სწორედ, ამ მიზეზით, ნაცრისფერს აქტიურად გამოიყენებენ როგორც სახლის ექსტერიერის გასაფორმებლად, ასევე ინტერიერის დიზაინში.
ნაცრისფერის უპირატესობები
შეიძლება ითქვას, რომ ნაცრისფერი საბაზისო ფერია, რომელსაც ინტერიერის დიზაინში კედლების შესაღებად იყენებენ, სხვა ფერებს კი ჰაილაითად ამატებენ. ეს გზა ფუნქციურთან ერთად, ეკონომიურიცაა. რაც ყველაზე მთავარია, ჰაილაითი ფერების შეცვლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.
ნაცრისფერის უამრავი ელფერი
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნაცრისფერი იდეალური საბაზისო ფერია. ის არსებობს როგორც თბილ, ასევე ცივ ტონებში. ინტერიერის დიზაინერები იმასაც კი აღნიშნავენ, რომ ჩვენს თვალს მისი 500 ელფერის აღქმაც კი შეუძლია. ინტერიერში ნაცრისფერის სხვადასხვა ტონისა და ელფერის ჩანაცვლებით სიღრმესა და რიტმულობას შექმნით.
ნაცრისფერი თეთრი და კრემისფერი აქცენტებით
ნაცრისფერის, თეთრისა და კრემისფერის კომბინაცია იდეალურია მისაღები და საძინებელი ოთახისთვის. ბევრი მაცხოვრებელი თვლის, რომ ზოგჯერ თეთრსა და კრემისფერში გადაწყვეტილი ინტერიერი მომაბეზრებელია. ნაცრისფერის დამატებით კი ეს პატერნი ირღვევა და დიზაინში სიახლე შემოდის.
ნაცრისფერი და ბალანსი
ნაცრისფერს, ისევე, როგორც შავს და თეთრს, დიდი ძალა აქვს და ინტერიერში ძირეული ცვლილებების მოხდენა შეუძლია. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ნაცრისფერი, შავი ან თეთრი გამოიყენოთ. ამ ფერსაც სჭირდება დაბალანსება. მაგალითად, თბილი, ნაზი ნაცრისფერის ტონი ცივი ფერებით ბალანსდება და ინტერიერში ჰარმონიულ ატმოსფეროს იღებთ.
ნაცრისფერი ბეჟისფერის საწინააღმდეგოდ
წინა წლებში ძალიან გავრცელებული იყო ბეჟისფერის საბაზისო ფერად გამოყენება. ეს ფერი პოპულარული იყო საქართველოშიც. თუმცა ნელ-ნელა მას ნაცრისფერი ანაცვლებს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ბეჟისფერი ბევრ სხვა ფერს ჰარმონიულად ვერ ერწყმის. სულ სხვა შემთხვევაა ნაცრისფერის, რომელიც ნებისმიერ ფერთან კომბინაციაში იდეალურად გამოიყურება.
სამზარეულო ნაცრისფერი ჩრდილებით
კლასიკური სამზარეულო თეთრ ფერშია გადაწყვეტილი, თუმცა ეს უკანასკნელი ამ სივრცეს ინდივიდუალურობას უკარგავს და ერთფეროვანს ხდის. ნაცრისფერის დამატებით, თქვენ ქმნით იდეალურ კონტრასტს, სადაც ნარჩუნდება კლასიკური სტილი, სისუფთავის შეგრძნებას კი ინდივიდუალური შტრიხებიც ემატება.
ნაცრისფერის დადებითი ეფექტი მაცხოვრებლებზე
ინტერიერის დიზაინერები ზოგჯერ კიდეც ხუმრობენ, რომ ნაცრისფერს ლაპარაკი რომ შეეძლოს, ის ყველაზე უკონფლიქტო, მშვიდი და ძალიან კარგი მსმენელი იქნებოდა. ელეგანტური ინტერიერის მოყვარულებს სწორედ მისი ნეიტრალურობის გამო მოსწონთ ნაცრისფერი. რაც შეეხება ინტერიერის დიზაინის სტილს, ნაცრისფერი იდეალურია ბინებში, სადაც დომინირებს მინიმალისტური ან ჰაი-ტეკ სტილი.
თუ ბინა შეიძინეთ არქის დასრულებულ პროექტში, რემონტის პროცესში კი ფიქრობთ, რომ ნაცრისფერი საბაზისო ფერად გამოიყენოთ, ჩვენი ლოიალურობის ბარათი, არქი ქარდი, დაიხმარეთ. მისი საშუალებით, სარემონტო კომპანიებში ამ ფერთან დაკავშირებულ საღებავებს, აქსესუარებსა თუ დეკორს დიდი ფასდაკლებით შეიძენთ.