Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდი

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, აირჩიოთ სასურველი ოფისი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

26/08/2021 _ ინტერიერი

ომბრეს ეფექტი ინტერიერში

ინტერიერის დიზაინში ახალ-ახალი ტრენდები ერთმანეთს ხშირად ენაცვლება. ომბრეს ეფექტი სწორედ ერთ-ერთი მათგანია. ეს დიზაინერული ტექნიტექნიკური მრავალფეროვნება ინტერიერის ნებისმიერ სტილს ერგება, შესაბამისად, ის პოპულარობითაც სარგებლობს.

 

რა არის ომბრე?

 

 

ომბრე ფერთა ისეთი ტექნიკაა, როდესაც ერთი ფერი მეორეში რბილად გადადის. ძირითადად, ეს ეხება მუქ ფერებს, რომლებიც გრადაციას ღია ფერებში განიცდიან ან პირიქით. ინტერიერების დიზაინერებისთვის ომბრე იმიტომ არის საყვარელი ტექნიკა, რომ ის ინტერიერის ნებისმიერ დეტალს ერგება.

გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტი ომბრე მას ეფექტურობას უკარგავს. თუ გადაწყვეტთ, რომ ამ ტექნიკით კედლები შეღებოთ, იატაკისა და ჭერისთვის სხვა ფერები გამოიყენეთ.

 

რომელი ფერები გამოვიყენოთ ომბრესთვის

 

ომბრე ეფექტის შესაქმნელად სწორი ფერების გამოყენება აუცილებელია, ასევე ისინი ერთმანეთს ჰარმონიულად უნდა ესაბამებოდეს. იდეალური გადასვლისთვის, კონტრასტული ფერების გამოყენებას ერიდეთ. სანამ კედელზე გადაიტანთ, ფერები მანამდე ფურცელზე დატესტეთ. ასევე, შესანიშნავი ომბრეს ეფექტის შექმნის ერთ-ერთი ხრიკი კრემისფერის ან თეთრს დამატებული ერთი ტონით ღია ფერია.

 

საღებავი და ფილები კედლებზე

 

დიზაინერულ ტრენდებში კედლის შეღებვისას ომბრეს ტექნიკის გამოყენება პოპულარული ორი მთავარი მიზეზის გამო ხდება.

 

  1. ომბრეს ეფექტი კედლის უსწარმოსწორო ნაწილს ფარავს.
  2. ინტერიერის სხვა დეფექტებიდან ყურადღების გადასატანად

 

ომბრეს ეფექტით შესრულებული ფილები იდეალურია სააბაზანო ოთახისთვის. იმისთვის, რომ ეფექტი უფრო თვალშისაცემი იყოს, როგორც ინტერიერის დიზაინერები ამბობენ, უმჯობესია, თუ ამ კონკეტულ ოთახებში კედელი კერამიკული ფილებით აეწყობა.

 

შპალერი ომბრეს ეფექტით

 

 

თუ ოდნავ მაინც გეშინიათ კედლის ომბრე ეფექტით შეღებვა, საბედნიეროდ, ამავე ეფექტის მქონე შპალერები არსებობს. მრავალფეროვანი არჩევანი განკუთვნილია ნებისმიერი ოთახისთვის: სამზარეულო, მისაღები, საძინებელი, საბავშვო, სამუშაო თუ სააბაზანო ოთახისთვისაც კი. შპალერი, რომელსაც გლუვი ზედაპირი აქვს, კედელზე უკეთესად გამოიყურება.

 

არ არის აუცილებელი, კედლები სრულიად ომბრეს ეფექტის მქონე შპალერით დაფაროთ. შეგიძლიათ კონკრეტული ნაწილი გამოყოთ, დანარჩენი კი მონოქრომატულ ფერებში გადაწყვიტოთ.

 

ქსოვილები ომბრეს ეფექტით

 

ფარდებზე ომბრეს ეფექტი ორიგინალურად გამოიყურება. თუ ოთახის დიზაინი ნეიტრალურ ფერებში გაქვთ გადაწყვეტილი, ამ სტილის ფარდები სივრცეს გაამრავალფეროვნებს. ომბრეს ეფექტი ნებისმიერ ფარდას გარდაქმნის.

 

ასევე სხვა დაპრინტულ ქსოვილებზე, გრადაციის ეფექტის გამოყენება საინტერესო დიზაინს იძლევა. ბალიშები, ხალიჩა თუ საწოლის გადასაფარებელი - თუ ამ ქსოვილებს ომბრეს ეფექტს დაუმატებთ, სივრცეს მოცულობას მისცემთ.

 

ავეჯი და აქსესუარები

 

 

ომბრეს ეფექტით შესრულებული ავეჯის არა მარტო ყიდვა, არამედ საკუთარი ხელით შექმნაც შეგიძლიათ. ასევე ეს იდეალური ხერხია, ძველი ავეჯის გასანახლებლად. ყველაზე მარტივად შესასრულებელი კომოდია, რომლის უჯრები სხვადასხვა, ერთმანეთთან მაახლობელ ფერებად შეგიძლიათ შეღებოთ. შედეგი კი ნამდვილად არავეულებრივად გამოიყურება.

 

თუ ბინა ახლახან შეიძინეთ და რემონტიც უკვე დაიწყეთ, ინტერიერში ომბრეს ეფექტის გამოყენება დაგეხმარებათ სრულფასოვანი და ორიგინალური დიზაინი შექმნათ.