Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდი

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, აირჩიოთ სასურველი ოფისი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

10/09/2020 _ გამწვანება

ოთახის მცენარეები, როგორც ინტერიერის დიზაინის მნიშვნელოვანი ელემენტი

მცენარეები ინტერიერის დიზაინის უმნიშვნელოვანეს ელემენტებს წარმოადგენენ. მიუხედავად იმისა, რომ ბინის მოწყობისას მცენარეებს ბოლო ეტაპისთვის ვარჩევთ, მათი როლი ინტერიერის დიზაინში უმნიშვნელოვანესია. მცენარეების გარეშე დიზაინი დაუსრულებლად გამოიყურება. ისინი ბინაში ქმნიან მყუდრო და თბილ ატმოსფეროს.

რატომ არის მცენარე ინტერიერის დიზაინში მნიშვნელოვანი დეკორაცია?

 

 

თუ რატომ არის მცენარე ასეთი მნიშვნელოვანი დეკორაცია, ამის გასაგებად ინტერიერის დიზაინის საბაზისო პრინციპებსა და ელემენტებს უნდა ვიცნობდეთ. დიზაინის ელემენტები მოიცავს ფერს, ტექსტურასა და ფორმას. მცენარეები და ყვავილები სამივე ელემენტს აერთიანებს. ისინი მრავალფეროვანი ფერებით, ბუნებრივი ფორმებითა და უნიკალური ტექსტურით გამოირჩევიან. რაც შეეხება დიზაინის პრინციპებს, ესენია, ბალანსი, პროპორციები, რიტმი, ჰარმონია და აქცენტირება. ერთი შეხედვით, ამ პრინციპების გაგება შეიძლება გაგიჭირდეთ, მაგრამ ჩვენი მაგალითები დაგეხმარებათ მათ ვიზუალიზაციაში. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ოთახის ერთი ნაწილი მხოლოდ ავეჯს უკავია. მცენარეების დახმარებით თქვენ ამ სივრცის დაბალანსება შეგიძლიათ. ბალანსი კი დიზაინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია. მისაღებ ოთახში მაგიდის ცენტრში ყვავილების დადგმით, თქვენ სივრცეში ფოკუსის წერტილს შექმნით. დიზაინის ასევე მთავარი პრინციპი რიტმია, რომელსაც პატერნის, ტექსტურისა თუ ფერების გამეორებით იქმნება. მცენარეეები სხვადასხვა დეკორს აერთიანებს და სივრცეში რიტმულობას ქმნის. 

 

სად უნდა დავდგათ მცენარეები?

 

ამ კითხვაზე ერთი მარტივი პასუხი არსებობს: მცენარეები ყველა ოთახში უნდა გქონდეთ. ასევე არსებობს 5 აუცილებელი ზონა, სადაც ისინი აუცილებლად უნდა დადგათ, ესენია: წიგნების თარო, თავისუფალი კუთხეები, სასადილო მაგიდა, ყავის მაგიდა და სააბაზანო.

 

მცენარეები წიგნების თაროს აფერადებენ და დეკორს აცოცხლებენ. სახლში თავისუფალი კუთხეები ცოტა მოსაწყენად შეიძლება გამოიყურებოდეს. ქოთნის მცენარეებით კი მათი გაფორმება საინტერესო და მრავალფეროვან დიზაინს შექმნის. იმისთვის, რომ სასადილო მაგიდა ოთახის ცენტრალური წერტილი იყოს, მაგიდის ცენტრში ყვავილებით სავსე ვაზა დადგით. თუ არ იცით, როგორ შესძინოთ თქვენს ყავის მაგიდას უნიკალური იერი, მასზე პატარა მცენარეები მოათავსეთ. დეკორატიულ ელემენტთან ერთად მცენარეები მისაღებ ოთახში ბუნებრიობა შემოაქვთ. სააბაზანოში მცენარეები დაბალანსების ფუნქციას ასრულებენ. მეტალის დეტალებითა და ფილებით აღჭურვილ სააბაზანოში მცენარეები ჰაეროვანი ატმოსფეროს ქმნიან. 

 

რომელი ოთახის მცენარეებია საუკეთესო თქვენი ბინისთვის?

 

 

 

სახლისთვის მცენარეების შერჩევა საპასუხისმგებლო საქმეა. თქვენ გჭირდებათ ის მცენარეები, რომლებიც სპეციალურად ოთახისთვის არის განკუთვნილი, ასევე უნდა იცოდეთ, თუ როგორ უნდა მოუაროთ მათ. გაგაცნობთ იმ 10 ოთახის მცენარეს, რომლებიც ძალიან მარტივი მოსავლელები არიან. ესენია: ფიკუსი, სურო, სპატიფილუმი, ბალზამინი, დრაცენა, დრაცენა სანდერა, ქლოროფიტუმი, სიდედრის ენა, კაქტუსი და სუკულენტი.

 

შეგახსენებთ, რომ არქიში ბინის შეძენის შემთხვევაში, თქვენ გადმოგეცემათ არქის ლოიალურობის ბარათი - არქი ქარდი. მისი დახმარებით კი არქის პარტნიორ გამწვანების კომპანიებში სხვადასხვა ჯიშისა და ზომის მცენარეებს ფასდაკლებული ფასებით შეიძენთ.