შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
ყველაზე აქტუალური კითხვა ინტერიერის შეღებვისას: როგორ გავზარდოთ ოთახის სივრცის ეფექტი?
საღებავი და ფერი
დავიწყოთ ფერების განხილვით. ღია და მუქი ფერების ერთ სივრცეში გამოყენება, კონტრასტს წარმოქმნის, ეს კი სივრცეს სიღრმის ეფექტს ანიჭებს.
როდესაც განიხილავთ, თუ როგორ შეღებოთ პატარა ოთახი ისე, რომ გახადოთ უფრო დიდი, გახსოვდეთ, რომ საშუალო ტონები და ჩრდილები თქვენს სივრცეს უფრო პატარას გახდის, ვიდრე არის. მუქი და კაშკაშა თეთრი ფერების გამოყენება, რომელიც პირიქით ხსნის ოთახს, გაცილებით დიდი ფართობის ილუზიას წარმოქმნის.
პატარა ოთახები ყოველთვის კვადრატული არ არის. ზოგიერთი შეიძლება იყოს ვიწრო და გრძელი. როდესაც განიხილავთ ვიწრო ოთახის გაგანიერებას, გაითვალისწინეთ რომ ღია და ცივი ტონის ფერები უფრო შორიდან აღიქმება რაც ოთახს უფრო სივრცულს ხდის. თბილი და მუქი ფერების შემთხვევაში კი პირიქით, მოცულობა ჩვენკენ მოდის. ვიწრო და გრძელ ოთახში ერთმანეთის მოპირისპირე შედარებით მოკლე კედლები რამდენიმე ტონით უფრო მუქ ფერში შეღებეთ ვიდრე დარჩენილი ორი მოგრძო კედლების ფერია. ეს ხერხი კედლებს ერთმანეთთან აახლოებს და კვადრატული ოთახის ეფექტს ქმნის.
შეღებვის რამდენიმე ტექნიკა, რომელიც ოთახის გადიდების ეფექტს შექმნის:
არჩევანი ერთ მთავარ ფერზე შეაჩერეთ - როდესაც სხვადასხვა ფერები გამოიყენება, თვალი ავტომატურად ჩერდება იმ ხაზთან, სადაც ერთი ფერი მთავრდება და მეორე იწყება, რაც ოთახში საზღვრებს ქმნის. როდესაც მხოლოდ ერთ ფერს იყენებთ, სივრცე უწყვეტი გამოჩნდება.
გამოიყენეთ ზოლები - ჰორიზონტალური ზოლები კედელს უფრო გრძელს გახდის, ხოლო ვერტიკალური ზოლები უფრო მაღალს გახდის.
იმ ფერების შერჩევისას, რომლებიც ოთახს უფრო დიდს გამოაჩენენ, თეთრი, მისი მრავალ ტონით, ყოველთვის ოპტიმალური არჩევანია. მისი ამრეკლავი თვისება ხელს უწყობს როგორც სივრცის გახსნას, ასევე მის მსუბუქ და ჰაეროვან იერს.
მეტი ინსპირაციისთვის, იხილეთ ქვემოთ მოცემული ილუსტრაციები, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ ცვლის საღებავი მოცულობასა და სივრცეს ოთახში.
ორი მოპირდაპირე კედლის შეღებვა სივრცეს ამჭიდროებს, რაც იდეალურია დიდი ზომის ოთახისათვის.
კედლის შეღებვის ეს მეთოდი კედლებს ამოკლებს, რაც როგორც წესი იდეალურია მაღალჭერიანი ოთახებისათვის.
ჭერის შეღებვა ოთხს ამხიარულებს. თუმცა, თქვენი ჭერის სიმაღლე ვიზუალურად უფრო მოკლედ აღიქმება.
ცენტრალური კედლისა და ჭერის შეღებვით თქვენი ოთახის სივრცე გაიზრდება.
კედლებისა და ჭერის ერთ ღია ფერში შეღებვა ოთახს უფრო სივრცულს ხდის.
ყველაფრის ერთ მკვეთრ ფერში შეღებვა დრამატულ ეფექტს ქმნის.
მოპირდაპირე კედლებისა და ჭერის ერთ ფერში შეღებვით მკვეთრად ფოკუსირებული სივრცე იქმნება.
მხოლოდ ცენტრალური კედლის შეღებვა იდეალურია დიდი ოთახისთვის, რადგან ეს ხერხი სივრცეში სიმყუდროვეს წარმოქმნის.
თუ ახალ სახლში გადადიხართ და კედლების შესაღებად ემზადებით, ან ძველი დეკორის განახლება გსურთ, არქი ქარდი, რომელიც ბინის შეძენისთანავე გადმოგეცათ, გთავაზობთ ფასდაკლებებს ჩვენ პარტნიორ კომპანიებთან. იხილეთ ჩამონათვალი და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი მაღაზია, წარადგინეთ არქი ქარდი და ისარგებლეთ ფასდაკლებებით.