შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
საცხოვრებელ კომპლექსში ცხოვრება ბევრ უპირატესობას მოიცავს. ერთ-ერთი ასეთი ბენეფიტი პარკინგის არსებობაა. დამატებითი კომფორტი და მაცხოვრებელზე მორგებული ეს სივრცე დეველოპერული კომპანიის გამოცდილებასა და ხარისხიან მომსახურებაზე მეტყველებს. არქის ყველა პროექტი მოიცავს ავტოსადგომს, მათ შორის, მრავალდონიან, 3 თუ 4-დონიან პარკინგებს. ღია და დახურული ავტოსადგომი მაცხოვრებლების კეთილდღეობის აუმჯობესებს და ქალაქში პარკინგის პრობლემის მოგვარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. რატომ უნდა შეიძინოთ ადგილი დახურულ პარკინგზე და რა ბენეფიტები აქვს მას?
პირველ რიგში, საცხოვრებელ სახლთან არსებული ავტოსადგომი უსაფრთხოების სრულ „პაკეტს“ უზრუნველყოფს. დახურული პარკინგი, რომელიც ვიდეომეთვალყურეობის სისტემით არის აღჭურვილი, ქურდობის შემთხვევებს ამცირებს. ასევე დახურულ ავტოსადგომზე მდგომი მანქანის საღებავი უფრო მდგრადია და მალე არ ხუნდება. ეს კი ზედმეტ ხარჯებს თავიდან აგარიდებთ. რადგან მობინადრეებს დახურულ პარკინგზე მანქანისთვის ადგილი აქვთ შეძენილი და ავტომობილებს შორის გარკვეული დისტანცია არსებობს, იმის შანსი, რომ ვინმემ თქვენს საკუთრებას თავისი მანქანა გაკრას და დაგიზიანოთ, გამორიცხულია.
ამინდი მანქანის დაზიანების ერთ-ერთი ფაქტორი შეიძლება გახდეს. სეტყვას, სიცხეს, წვიმას, ქარსა თუ თოვლს თქვენი მანქანის დაზიანება მარტივად შეუძლია. დახურული პარკინგის ერთ-ერთი უპირატესობაც სწორედ ისაა, რომ ბუნებრივი მოვლენები თქვენს მანქანაზე არ მოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ სივრცეში ჰაერი ბოლომდე არ რეგულირდება, ტემპერატურის კონტროლი მაინც შესაძლებელია. მაგალითად, ზამთარში მანქანიდან თოვლის გადაყრა არ მოგიწევთ, ზაფხულში კი - ის არ გადახურდება.
სივრცე ისაა, რაც ყოველთვის გჭირდებათ. დამატებით სივრცეზე კი უარის თქმა არ ღირს. პარკინგი ამ ფუნქციითაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. ის თქვენს სათავსო სივრცეს 2-ჯერ და 3-ჯერაც გაზრდის. აქ ის ნივთები შეინახეთ, რომლებიც სახლში დიდ ადგილს იკავებს.
არავინ დავობს იმაზე, რომ პარკინგის დანიშნულება მაცხოვრებლისთვის კომფორტის შექმნაა. დახურულ პარკინგზე ადგილის შეძენა ნიშნავს შემდეგს: სამსახურიდან დაბრუნებულს თქვენ არ გიწევთ მანქანა რამდენიმე კორპუსის მოშორებით დააყენოთ, რადგან საკუთარი საპარკინგე სივრცე გაქვთ. პარკინგზე მდებარე ლიფტი კი თქვენივე საცხოვრებელ სართულზე აგიყვანთ.
დახურული ავტოსადგომი ბევრ მწვანე და რეკრეაციულ ადგილს ნიშნავს. თბილისისთვის ცნობილია ის სიტუაციები, როდესაც ბავშვებისა და დასვენებისთვის გამოყოფილ სივრცეებსაც კი მანქანები იკავებენ ხოლმე. კორპუსების წინ მდგარი ბევრი მანქანა ხედს აფუჭებს. სწორედ, ამიტომ, დახურული ავტოსადგომი მაცხოვრებელს საშუალებას აძლევს ლამაზი ხედებით დატკბნენ და რეკრეაციული სივრცეები სრულიად აითვისონ.