შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
ელეგანტური, ფერადი, იუმორისტული, შემაშფოთებელი - პოპ არტი ძალიან ცნობადი და ვიზუალურად მიმზიდველია. პოპ-არტის მოძრაობას თავისი აყვავება 1950-იანი წლებიდან 1970-იან წლებამდე ჰქონდა, მაგრამ დღესაც გავლენიანი რჩება როგორც სახვითი ხელოვნების, ასევე დიზაინის ტენდენციებში.
ინტერიერის დიზაინში პოპ არტი არაჩვეულებრივად გამოიყურება. კონტრასტული და გამომხატველი ფერები, დინამიკური პოსტერები და ნათელი ტონალობები, ფერადი და განმეორებითი ელემენტები, პოპ არტის ინტერიერში შესაძლებელია ზომიერი ასიმეტრიაც, რაც მისი დიზაინის თავისუფლებაზე მეტყველებს.
მიმდინარეობისთვის დამახასიათებელია თემები და ტექნიკა ნასესხები პოპულარული მასკულტურიდან, როგორიცაა რეკლამა და კომიქსები, და შესაბამისად საყოველთაოდ გაიგივებული იყო როგორც რეაქცია იმ დროისთვის დომინირებულ აბსტრაქტულ ექსპრესიონიზმთან, ან მასზე დაფუძნებულ ექსპანსიასთან. პოპ-არტი პოპ-მუსიკის მსგავსად იყენებს პოპულარულ სახეებს, ხელოვნების ელიტისტური კულტურის საპირისპიროდ, და ხაზს უსვამს ბანალურს ან ე. წ. კიტჩურ ელემენტებს ნებისმიერ მოცემულ კულტურაში.
„ხელოვნების ნიმუში ყველასათვის“ — ამ იდეის საჩვენებლად პოპ-არტის მიმდევრები ხშირად თავის ნამუშევრებში გაზეთებიდან, ჟურნალებიდან, სარეკლამო ეტიკეტებიდან ამოჭრილ გამოსახულებებს აწებებდნენ, ანუ კოლაჟს ქმნიდნენ.
პოპ-არტი ინტერიერის დიზაინში
პოპ არტისტებს სჯეროდათ, რომ ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია და ამიტომ ცდილობდნენ ეს კავშირები სიტყვასიტყვით გამოეხატათ თავიანთ ნამუშევრებში. ეს სტილი უჩვეულო და ფერად ინტერიერს ქმნის.
ამ ბლოგში თქვენ გაიგებთ, თუ როგორ შეგიძლიათ ჩართოთ ეს თამამი, გაბედული და პროვოკაციული დიზაინის სტილი თქვენს სახლში.
პოპ-არტის ინტერიერის დიზაინის სტილი ძალიან ემოციური და ენერგიულია, ამიტომ ის განსაკუთრებით ახლოსაა ახალგაზრდებთან, რომლებიც მზად არიან იცხოვრონ მუდმივ მოძრაობაში.
ნათელი ფერადი ინტერიერი შექმნილია პლასტმასის, სინთეზური ბოჭკოების, მიმზიდველი ფორმის ფუნქციონალური ობიექტების, განმეორებადი აქსესუარების, პლაკატებისა და იაფფასიანი პოპულარული სუვენირებისგან.
პოპ არტის სტილის მისაღებად გასათვალისწინებელია:
1.სხვადასხვა ზომის იდენტური ნივთების განთავსება სხვადასხვა დონეზე.
2.დიდ პლაკატზე ან მინაზე გამოსახული ცნობილი ადამიანები ან პროდუქტები შეიძლება განთავსდეს ცენტრალურ ადგილას.
3.ხალიჩები ცნობილი კომპანიების ლოგოებით ან გამოსახული ცხოველების ტყავით, კედლის ფილები განმეორებადი და სახასიათო ფორმებით.
4.მიმზიდველი ავეჯი ნათელი ფერებით, შესაძლებელია პრიალა ზედაპირით.
კედლები, ჭერი და იატაკი ვიზუალურად არ ატარებს ფონის დანიშნულებას, ის შეიძლება ჩაფიქრებული იყოს, როგორც დეკორაციის ნაწილი. პოპ არტში აქტიურად გამოიყენება კონტრასტი, ამდენად თავად უნდა განსაზღვროთ რა დოზით არის მისაღები თქვენთვის პოპ არტისთვის სახასიათო მკვეთრი ფერები.
1კედლების ფერების მიხედვით ოპტიმალურად დაყოფისთვის, ერთი კედელი დატოვეთ კრემისფერი, მასზე განათავსეთ ლამაზი ფორმის სარკე, დანარჩენი ორი მოხატეთ მკვეთრი საღებავით, თუმცა აუცილებლად ერთმანეთთან შესაბამისი ტონით. რაც შეეხება მეოთხე კედელს, რომელში განთავსებულია ღიობები, გამოიყენეთ მარტივი დეკორატიული ელემენტები.
2.ჭერს შეიძლება ჰქონდეს პრიალა, სარკისებური ეფექტი და მასზე განთავსებული იყოს სხვადასხვა დონის ასიმეტრიული ფერადი განათებები.
3.რაც შეეხება იატაკს, ის კომპოზიციის ყველაზე ნეიტრალური ნაწილია, თუმცა შეგვიძლია გამოვიყენოთ ნათელი ხალიჩა.
4.ავეჯი მინიმალური უნდა იყოს, ამასთანავე მას უნდა ჰქონდეს ფუტურისტული, უჩვეულო ფორმა.
5.აქსესუარები არის პლასტიკური, ქრომირებული და აუცილებლად სახალისო ფორმის, მაგალითად, ქალის სილუეტის ან კომიქსების გმირების.